უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკში სამხედრო ხომალდებსა და სტრატეგიულ ნავთობობიექტებზე დარტყმა განახორციელეს

უკრაინულმა უპილოტოებმა შაბათის, 23 მაისის ღამეს ნოვოროსიისკს შეუტიეს, რის შედეგადაც ნავთობბაზასა და საწვავის ტერმინალზე ხანძარი გაჩნდა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი ამტკიცებს, რომ ხანძარი არა უპილოტოების დარტყმებმა, არამედ მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია. დრონების შეტევის დროს ქუჩაში მყოფი ორი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა ნოვოროსიისკში ნავთობის ტერმინალ „შესხარისისა“ და მეზობელი ნავთობბაზის დაზიანების შესახებ

ფრეგატ „ესენის“ გარდა, უკრაინის არმიამ რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე კიდევ რამდენიმე სამიზნის დაზიანების შესახებაც განაცხადა — ნოვოროსიისკში ნავთობის ტერმინალ „შესხარისის“, ნავთობბაზა „გრუშოვაია ბალკის“, ასევე შავი ზღვის აკვატორიაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ Chrysalis-ის. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განაცხადა. ცოტა მოგვიანებით კი უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ, იგივე „მადიარმა“, საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ტერმინალსა და ნავთობბაზას მის დაქვემდებარებაში მყოფმა დანაყოფებმა — „მადიარის ჩიტებმა“ — უკრაინის თავდაცვის ძალების ღრმა დარტყმის დანაყოფებთან ერთად შეუტიეს.

გენშტაბის ცნობით, „შესხარისისა“ და „გრუშოვაია ბალკის“ ტერიტორიაზე დარტყმები და ხანძრები დადასტურებულია. აღნიშნულია, რომ ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ტერმინალი შავ ზღვაზე და ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის საცავი რუსეთის სამხრეთში.

დაზიანებული ტანკერის შესახებ გენშტაბი დამატებით არაფერს იუწყება. MarineTraffic-ის საიტზე შესაძლებელია მოიძებნოს ნედლი ნავთობის ტანკერი სახელწოდებით Chrysalis. გემი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავს; მისგან გეოლოკაციური მონაცემები მოდის, თუმცა ამ მონაცემების მიხედვით, ის შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში იმყოფება და კვლავ ნოვოროსიისკისკენ მიემართება — მიუხედავად იმისა, რომ იმავე სერვისის ცნობით, ის ამ პორტში უკვე 18 მაისს უნდა ჩასულიყო.

რუსეთის ხელისუფლება იშვიათად ასაჯაროებს დეტალებს სამრეწველო ობიექტებზე დრონების მოხვედრის შესახებ. თუმცა დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ნოვოროსიისკის რაიონში ნავთობბაზაზე „ხანძრის“ შესახებ განაცხადა — მათი ცნობით, „ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ტექნიკურ და ადმინისტრაციულ შენობას“, ასევე „საწვავის ტერმინალის ტერიტორიაზე ჩამოვარდა უპილოტო აპარატების ფრაგმენტები“.

პროკრემლისტური „სამხედრო კორესპონდენტების“ ტელეგრამ-არხები წერენ, რომ უპილოტოების შეტევის გამო ვლადიკავკაზის, გროზნოსა და მაგასის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

გამოცემა Astra-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის ტერმინალ „გრუშოვაია ბალკას“ — კავკასიაში უდიდეს ნავთობის საცავს, რომელიც კომპანია „ჩერნომორტრანსნეფტის“, „ტრანსნეფტის“ სტრუქტურის, შემადგენლობაში შედის.

Hot this week

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img