რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც საქართველოში პატრიარქ ილიას დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციის წევრად იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს.

24 მაისს, ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარიში დააკავეს, სადაც ის 2024 წლის ბოლოს გაგზავნეს. ილარიონი ადრე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიას ხელმძღვანელობდა.

“კარლოვი-ვარიში წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტი ილარიონი და მისი თანმხლები ოპერატორის მანქანა გააჩერეს. მიტროპოლიტისა და მისი დაცვის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა არ წარმოადგინეს გაჩერების ნათელი მიზეზი. […]საბარგულის ჩხრეკისას აღმოაჩინეს თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი. ნივთიერების შემადგენლობა, წარმოშობა და ბუნება კომპეტენტურმა ექსპერტმა უნდა დაადგინოს,” – წერია ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში.

ილარიონმა ბრალდებას “პროვოკაცია” უწოდა.

“ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ასეთი რამის ვარაუდიც კი სრულიად მცდარია. მე მოვითხოვ მომხდარის სრულ, დამოუკიდებელ და პროცედურულად უნაკლო გამოძიებას,” – განაცხადა ილარიონმა.

მანამდე მისმა ყოფილმა კელიის მსახურმა The Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ სასულიერო პირი რუსეთის ხელისუფლებასა და ორბანის გარემოცვას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

ილარიონ ალფეევი დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და ის სტიქრით 15 წლის ასაკში კათალიკოსმა ილიამ შემოსა.

Hot this week

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img