“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის “სარფის” გვერდის ავლით,  უკანონოდ და მალულად ცდილობდა.

პოლიციამ ორივე  მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს შსს.

Hot this week

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

Topics

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img