მინიმუმ 90 მაღაროელი ემსხვერპლა ჩინეთის ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას

ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია შანსიში, ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, იუწყება Reuters ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე დაყრდნობით.

ადგილზე ასობით მაშველი და პარამედიკოსი მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზის აფეთქება პარასკევ საღამოს ცინიუანის მაზრაში, ლიუშენიუის ქვანახშირის მაღაროში მოხდა. სააგენტოს ცნობით, ავარიის მომენტში მიწის ქვეშ 247 მუშა იმყოფებოდა.

ცინიუანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გაზის აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მაღაროს ხელმძღვანელობა დააკავეს. მაღაროს კომპანია Tongzhou Group მართავს.

სახელმწიფო მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაღაროში ნახშირჟანგის დონემ „დასაშვებ ნორმებს გადააჭარბა“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, ყველა ძალა გამოიყენონ დაშავებულების დასახმარებლად და გადარჩენილების მოსაძებნად. მან ასევე მთავრობას სთხოვა, გამოიძიოს ავარიის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მისცეს.

2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩინეთმა ქვანახშირის მაღაროებში დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების შედეგად, აღნიშნავს Reuters. 2000-იან წლებში ასეთი შემთხვევები ჩინეთის ქვანახშირის ინდუსტრიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

AFP-ის ცნობით, ეს ჩინეთში ბოლო 17 წლის განმავლობაში ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ავარიაა. 2009 წელს ჰეილუნძიანის პროვინციაში მაღაროში მომხდარმა აფეთქებამ 108 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კიდევ ერთი მასშტაბური ავარია 2023 წელს ჩრდილოეთ რეგიონში, შიდა მონღოლეთში მოხდა. ქვანახშირის კარიერზე ჩამოშლის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთი მსოფლიოში ქვანახშირის უდიდესი მომხმარებელი და სათბურის გაზების ემისიების უმსხვილესი წყაროა, თუმცა განახლებადი ენერგეტიკის სიმძლავრეებსაც რეკორდული ტემპით ზრდის. შანსის პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ქვანახშირის უამრავი მაღაროა.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img