კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 44 დაშავდა

რუსეთის სამხედროებმა ღამით კიევზე მასირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტებით მასირებული თავდასხმის ქვეშ მოექცა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 44 ადამიანი. მათგან 28 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო.

კლიჩკოს თქმით, დაზიანებები ქალაქის ყველა რაიონში დაფიქსირდა. პეჩერსკის რაიონში დრონი 20-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მე-13 სართულის დონეზე მოხვდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. სოლომენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის 23-ე სართულს მოხვდა, რამაც ხანძარი და კონსტრუქციების დაზიანება გამოიწვია.

შევჩენკოს რაიონში რაკეტის ნამსხვრევებმა ორი საცხოვრებელი სახლი და საოფისე ცენტრი დააზიანა. ასევე ხანძარი გაჩნდა ორი სკოლის ტერიტორიაზე. ერთ-ერთ სკოლასთან აფეთქების შედეგად თავშესაფრის შესასვლელი, წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევებით ჩაიხერგა, მაშინ როცა შიგნით ადამიანები იმყოფებოდნენ.

დაზიანებები დაფიქსირდა დარნიცკის, ობოლონის, დნიპროს, სვიატოშინის, გოლოსეევისა და დესნიანსკის რაიონებშიც. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საერთო საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი ფართები, ავტომობილები, სუპერმარკეტის და სავაჭრო ცენტრის შენობები.

„კიევისთვის საშინელი ღამე იყო. ამ დროისთვის მაშველები ხანძრებს აქრობენ და ნანგრევებს შლიან“, — დაწერა ვიტალი კლიჩკომ.

Hot this week

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img