spot_imgspot_img

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

30 ივნისს, ღამის 4 საათზე, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა. დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 50 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ — ინფორმაციას Ukrayinska Pravda ავრცელებს.

შეტევის გამო რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაციამ) დილის 7 საათისთვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენების დროებითი შეზღუდვა გამოაცხადა.

ტელეგრამ-არხ Exilenova-ს მონაცემებით, აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში, ხოლო ქალაქ დუბნაში ორი დარტყმის შესახებ ცნობები გავრცელდა.
დუბნაში მდებარეობს კომპანია „კრონშტადტის” საწარმოო ობიექტი, რომელიც სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს — მათ შორის „ორიონისა” და „ინოხოდეცის” სერიის დრონებს — აწარმოებს. ამავე ქალაქში მდებარეობს ასევე ბერეზნიაკის სახელობის „რადუგას” სამანქანათმშენებლო ქარხანა, რომელიც Kh-101, Kh-555, Kh-69 და Kh-59MK კლასის საკრუიზო რაკეტებს უშვებს — ანალოგიური ინფორმაცია, „კრონშტადტისა” და „რადუგას” ობიექტებზე უკრაინული დრონების წინა შეტევების შესახებ, ადრეც არაერთხელ გავრცელებულა საერთაშორისო მედიასაშუალებების მიერ.

რუსეთის ხელისუფლებამ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაადასტურა, ჩამოაგდეს თუ არა ყველა დრონი და რა ზიანი მიადგა მოსკოვის ოლქის ობიექტებს.

spot_imgspot_img

პოპულარული

არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი – კობახიძე სანაიაზე

"პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი...

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

"გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა" - ჟურნალისტური ეთიკის...

ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი...

WP: აშშ მალიში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მალიში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა – შსს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ინფორმაციას...

სახელმწიფო დუმამ რუსეთის არმიაში ბანდიტიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევას დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი...
spot_img

ყველა ამბავი

არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი – კობახიძე სანაიაზე

"პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებმა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური...

ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს,მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ დასცინის ქართველებს, ღმერთს მოხუცებს – „კაცების” სოლიდარობა ონისე ოქრიაშვილს

„ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს,...

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

"გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო...

შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია – ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზე

„ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა, მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს...

ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით ერთი არასრულწლოვანი გუშინ...

WP: აშშ მალიში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მალიში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები ძლიერდებიან, წერს The Washington Post. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა – შსს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს."ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის,...

სახელმწიფო დუმამ რუსეთის არმიაში ბანდიტიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევას დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი ან გაუქარწყლებელი ნასამართლობის მიუხედავად რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლებათ....

გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შეძენას გეგმავს

გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობისა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების საერთო სურვილი დაადასტურეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამშაბათს,...

რუსეთის ცენტრობანკი ბიუჯეტის დეფიციტის გამო ოქროს რეზერვებს ყიდის

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეექვსე თვეა რეზერვებიდან ოქროს ყიდის, რათა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი დაფაროს, რომელმაც ბოლო ექვს თვეში თითქმის...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი იქნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.„გადავწყვიტე, რომ...

ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება, რათა ოპოზიციამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხოს.„აქ აღარ იქნება...