spot_imgspot_img

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

“გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო ზომებს ფორმულასა და მისი ჟურნალისტების მიმართ.

“22 ივლისს სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია ფორმულას წამყვანს, ვახო სანაიას. ჟურნალისტს ხელბორკილები დაადეს ფეისბუქ პოსტების გამო, რომლებშიც მან არანორმატიული ლექსიკა გამოიყენა. პატიმრობას წინ უძღოდა მაღალი ჯარიმა, 6,000 ლარი, მსგავსი პოსტისათვის. ვახო სანაიას წინააღმდეგ საპატიმრო სასჯელი გამოიყენეს 2025 წლის ოქტომბერშიც, როცა მას ბრალად “გზის ხელოვნურად გადაკეტვა” წაუყენეს – მაშინ ჟურნალისტმა საპატიმროში 6 დღე დაჰყო.

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – საქართველოში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობით პირველად დაისაჯა. თუმცა ეს შემთხვევა, სამწუხაროდ, ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვში მხოლოდ ერთ-ერთია. ქართული ოცნება უკვე რა ხანია მიზანმიმართულად ცდილობს ტელეკომპანიის დასუსტებას. შემზღუდველი კანონების შედეგად ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშ მყოფ ტელეკომპანიას უწევს რომ შეტევა შეტევაზე მოიგერიოს.

17 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა 5,000 ლარით დააჯარიმა, მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის, რომელიც “სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას” ეხება, საფუძველზე. კანონის ამ მუხლს კომუნიკაციების კომისია ყველაზე ხშირად იყენებს კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ, რათა მათ ახალი ამბების პროგრამებში ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის ედავოს, როგორებიცაა “ქართული ოცნების პრეზიდენტი”, “ქართული ოცნების პროკურატურა”, “ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, “რეპრესიული კანონები” და სხვა. მსგავსი ტერმინების, მათ შორის, “ივანიშვილის რეჟიმი”, “რეჟიმის პროკურატურა”, “რეჟიმის სასამართლო”, გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია მანამდეც, 21 მაისს, 2,500 ლარით დააჯარიმა. უფრო ადრე კი, 8 აპრილს, კომისიამ ფორმულა, სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, იმავე მიზეზით გააფრთხილა. მოქმედი კანონმდებლობა კომისიას საშუალებას აძლევს, შემდეგ ჯერზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ავტორიზაცია შეუჩეროს, ხოლო 3 თვის ვადაში პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ის საერთოდაც შეუწყვიტოს (მუხლი 73).

14 ივლისს სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ოცნების მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას, სარჩელი შაბათის ფორმულაში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასული რეპორტაჟების თაობაზე, და ფორმულა მისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10,000 ლარით დააჯარიმა.

პარალელურად, 2026 წლის 17 იანვარს გასული სიუჟეტის გამო, გამოძიებას აწარმოებს პროკურატურაც ცრუ დასმენის მუხლით, ფორმულას მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. სადავო სიუჟეტში წყარო ამბობს, რომ ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში შემოჰყავდა ანგარებით, თანხის სანაცვლოდ. პროკურატურამ უკვე გამოკითხა შაბათის ფორმულას წამყვანი დავით ქაშიაშვილი, სიუჟეტის ავტორი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარტაშვილი.

ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს და საუკეთესო პრაქტიკას.

„ქართულმა ოცნებამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონი სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცია, ხოლო კომუნიკაციების კომისია, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი უნდა იყოს, პარტიული ხაზის გამტარებლად და ცენზორად. ქართული ოცნების სამსახურში დგას სასამართლოც და პროკურატურაც.

საზოგადოებისთვის სრულიად ნათელია, რომ ვახო სანაია ისჯება არა კონკრეტული პოსტების, არამედ ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა და დაუმორჩილებლობის გამო. ქართული ოცნება მისადმი დაქვემდებარებული ინსტიტუციების მეშვეობით ლახავს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს სარედაქციო პოლიტიკაზე. ასევე იოლად იკითხება ქართული ოცნების განზრახვა, მართლმსაჯულება საზოგადოებრივი მონაწილეობის წინააღმდეგ და იმ მედიის შესავიწროებლად გამოიყენოს, რომელიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემებს აშუქებს.

ორმაგი სტანდარტები მართლმსაჯულებაში, ცენზურა, უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და საპატიმრო სასჯელები ერთობლიობაში ქმნის რეპრესიულ გარემოს, აფერხებს მედიის ფუნქციონირებას, ასუსტებს თვითრეგულირების როლს და საზოგადოებას ართმევს უფლებას, იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ფორმულას შაბათის გუნდსა და ტელეკომპანია ფორმულას თითოეულ თანამშრომელს – ადამიანებს, რომლებიც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, პროფესიის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობას.” – წერია ქარტიის გავრცელებულ განცხადებაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად...

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ...

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) 2024...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ...
spot_img

ყველა ამბავი

პუტინი რუსებს ომში იძულებით რთავს და ახალ მობილიზაციას ამზადებს, — WSJ

კრემლი რუსების უკრაინის ომში საბრძოლველად სულ უფრო მკაცრ მეთოდებს მიმართავს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი გაწვევის ასაკს...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის წინაშე დადგა: შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ თუ გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი...

ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – ისინი ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ....

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.როგორც ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები...

აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას – კობახიძე 

„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ საინიციატივო საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება...

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში ,,სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე ,,ქართული ოცნების” საპასუხო წერილობითი პოზიცია...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა.ფასის ყველაზე მკვეთრი, 14%-იანი მატება ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა. მას...

„დოიჩე ველემ“ EU-ს დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა. გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW)...

როცა საჯარო სივრცეში  ქართულ ღვინოს, ეკლესიას, პატრიარქს, შეურაცხყოფას აყენებ, ეს დასჯადი არ უნდა იყოს?! – მაჭარაშვილი

„თუ რამემ საქართველო გადაარჩინა ეს არის ეროვნული იდენტობა და მისი დაცვა. ეროვნულ იდენტობაში შედის რწმენა, ოჯახური ტრადიციები და ყველა...

საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორის“ Facebook გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ-გვერდი წაიშალა. როგორც ჟურნალისტ მარი დუდუნიას გამოქვეყნებული ეკრანის ასლიდან ჩანს, ფეისბუკის მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ...

ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ...