spot_imgspot_img

საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება – საია

“საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება” –  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში, როგორც უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის საშუალება“.  დოკუმენტი მიმოიხილავს 2024 წლიდან საქართველოში მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებულ ტენდენციებს.

„ამ ფორმით მიღებული აქტების ნაწილი სხვადასხვა ძირითად უფლებას ზღუდავს. ცვლილებები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, მათ შორის შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, საჯარო მოსამსახურეთა უფლებები.

2024 წლის მაისში ე.წ. რუსული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ისახავდა მიზნად, “ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის ფონზე მიიღო. 2025 წელს ე.წ. FARA-მ და 2025-2026 წლებში „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობა და სამოქალაქო აქტიურობის ფაქტობრივი კრიმინალიზებისთვის საკანონმდებლო მექანიზმები შექმნა.

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სისტემური წამების გამოყენების შემდგომ, რეპრესიული კანონშემოქმედება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „სისხლის სამართლის კოდექსში“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში რამდენიმე ტალღად განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული სანქციები – გაჩნდა ახალი, საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები. შექმნილი საკანონმდებლო მოწესრიგება შეკრებების ფაქტობრივ კრიმინალიზებას იწვევს: საკანონმდებლო ჩარჩო, დღეის მდგომარეობით, ითვალისწინებს შეკრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ვალდებულებას, რომელიც შინაარსით ნებართვის მიღების ვალდებულებას უტოლდება, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებლობას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცვალოს შეკრების დრო, ადგილი, სვლა-გეზი, ასევე, ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გახსნის ან/და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ. გაფრთხილების წესის დარღვევა ან სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით. ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს (თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით).

მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობა: შეიზღუდა მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, გაჩნდა ბუნდოვანი ვალდებულებები მაუწყებლების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა. შემოღებულ იქნა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა რომელიც თვითნებური გამოყენების და მსუსხავი ეფექტის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების ტენდენცია 2026 წელსაც აქტიურად გრძელდება. 2026 წლის მარტში მიღებულმა მოცულობითმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამკაცრა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობისთვის დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებით, ახალი, ბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების შემოღებით და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის პოლიტიკური პარტიის წევრობის ფაქტობრივი აკრძალვის გზით.

გარდა შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებისა, რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს, მათ შორის, პოლიტიკურ პლურალიზმს, აკადემიურ დამოუკიდებლობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, ლგბტქი ადამიანთა უფლებებს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

spot_imgspot_img

პოპულარული

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

"გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა" - ჟურნალისტური ეთიკის...

ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი...

WP: აშშ მალიში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მალიში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა – შსს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ინფორმაციას...

სახელმწიფო დუმამ რუსეთის არმიაში ბანდიტიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევას დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი...

გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შეძენას გეგმავს

გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობისა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის...

რუსეთის ცენტრობანკი ბიუჯეტის დეფიციტის გამო ოქროს რეზერვებს ყიდის

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეექვსე თვეა რეზერვებიდან ოქროს ყიდის,...
spot_img

ყველა ამბავი

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

"გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო...

შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია – ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზე

„ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა, მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს...

ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით ერთი არასრულწლოვანი გუშინ...

WP: აშშ მალიში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მალიში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები ძლიერდებიან, წერს The Washington Post. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა – შსს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს."ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის,...

სახელმწიფო დუმამ რუსეთის არმიაში ბანდიტიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევას დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი ან გაუქარწყლებელი ნასამართლობის მიუხედავად რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლებათ....

გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შეძენას გეგმავს

გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობისა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების საერთო სურვილი დაადასტურეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამშაბათს,...

რუსეთის ცენტრობანკი ბიუჯეტის დეფიციტის გამო ოქროს რეზერვებს ყიდის

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეექვსე თვეა რეზერვებიდან ოქროს ყიდის, რათა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი დაფაროს, რომელმაც ბოლო ექვს თვეში თითქმის...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი იქნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.„გადავწყვიტე, რომ...

ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება, რათა ოპოზიციამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხოს.„აქ აღარ იქნება...

უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა თითქმის ნახევარს, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი – მედია

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ „აგენტსტვომ" 2026 წლის 8 აპრილს გამოქვეყნებული გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს 47 თანამშრომლიდან 15-ს...

გააქტიურდეს სირიასთან ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხი – კოალიცია ცვლილებებისთვის EU-ს მიმართავს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში და ევროკავშირის...