spot_imgspot_img

“პოლიციის თანამშრომელი ხელს გვადებს, მე, ლაკას და ვასაძეს, თითქოს დაგვინახა, რომ ხალხს მოვუწოდებდით პარლამენტის აღებისკენ” – ზურა ჯაფარიძე

დღეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, რომელიც მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა  დახურულია.პროცესის დასრულების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულია, პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ დღევანდელ პროცესზე პოლიციის თანამშრომელი ნიკოლოზ კოპაძე გამოიკითხა.
 „რადგან დახურულია სხდომები და მედიასაც არ უშვებენ, დავწერ ხოლმე მოკლედ.
მოწმე, ვინმე ნიკოლოზ კოპაძე, პოლიციის თანამშრომელი ხელს გვადებს მე, ლაკასა და ვაშაძეს, თითქოს დაგვინახა და გაიგონა როგორ მოვუწოდებდით ხალხს – მივაწვეთ, გავარღვიოთ, არ გავჩერდეთ, ავიღოთ პარლამენტის შენობაო.
საქმეში არ არსებობს 1 კადრიც კი, სადაც ჩვენ ამასთან მიახლოებულ რაიმეს ვიძახით. (ზუსტად სიტყვები არ მახსოვსო) საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები.
არ არსებობს 1 კადრიც კი, სადაც ჩვენ ამასთან მიახლოებულ რაიმეს ვიძახით ან ჟესტიკულაციით ვაკეთებთ. ვინმე კოპაძე ჰყვება, რომ დაინახა როგორ ჩავდიოდით ამ დანაშაულს, მაგრამ არ იცის, რატომ არ დაწერა ამაზე პატაკი (5 თვის მერე მოჰყვა, პროკურატურაში როცა დაიბარეს).
იგივე კოპაძემ არ იცის, რატომ არ მოითხოვა ამავე ან მეორე დღეს კამერების ჩანაწერების ამოღება (ქუჩის, სამკერდე, სხვა), სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ჩვენი ეს ქმედება.
იმავე კოპაძემ დამიდასტურა, რომ მეც წინა რიგში ვიდექი და ამიტომ გაიგონა რას ვიძახდი, მაგრამ ვერ ხსნის როგორ გადავურჩი წყლის ჭავლით გაწუწვას 28-ში (სხვა დღეებში გავიწუწე ორჯერ), როცა თვითონ მოჰყვა, რომ რამდენჯერმე მოგვიშვეს ჭავლი.
არ ახსოვს რა მეცვა, ზუსტად სად ვიდექი, ვინ იდგა ჩემთან ერთად, ლაკა და/ან ვაშაძე ჩემთან ერთად იყვნენ თუ არა სხვა არაფერი არ ახსოვს თუმცა ახსოვს რომ ვიდეოჩანაწერშიც მნახა როგორ ვაკეთებდი პარლამენტის აღების მოწოდებებს.
ვიდეოში, რომელიც პროკურატურაში აჩვენეს და საქმეში დევს ოღონდ ეგეთი ვიდეო ბუნებაში არ არსებობს, არათუ საქმეში.“ – წერს ზურა ჯაფარიძე
spot_imgspot_img

პოპულარული

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

"გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა" - ჟურნალისტური ეთიკის...

ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი...

WP: აშშ მალიში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მალიში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა – შსს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ინფორმაციას...

სახელმწიფო დუმამ რუსეთის არმიაში ბანდიტიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევას დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი...

გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შეძენას გეგმავს

გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობისა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის...

რუსეთის ცენტრობანკი ბიუჯეტის დეფიციტის გამო ოქროს რეზერვებს ყიდის

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეექვსე თვეა რეზერვებიდან ოქროს ყიდის,...
spot_img

ყველა ამბავი

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა – ქარტია სანაიაზე

"გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო...

შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია – ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზე

„ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა, მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს...

ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე

გუშინ ღამით,  ხორავას ქუჩაზე, პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ცნობით ერთი არასრულწლოვანი გუშინ...

WP: აშშ მალიში სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მალიში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფებები ძლიერდებიან, წერს The Washington Post. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა – შსს

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ინფორმაციას შსს ავრცელებს."ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის,...

სახელმწიფო დუმამ რუსეთის არმიაში ბანდიტიზმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მსჯავრდებულთა გაწვევას დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ გააფართოვა იმ პირების წრე, რომლებსაც მოუხსნელი ან გაუქარწყლებელი ნასამართლობის მიუხედავად რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება შეეძლებათ....

გერმანია აზერბაიჯანისგან მეტი გაზის შეძენას გეგმავს

გერმანიამ და აზერბაიჯანმა ორმხრივი პარტნიორობისა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავების საერთო სურვილი დაადასტურეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სამშაბათს,...

რუსეთის ცენტრობანკი ბიუჯეტის დეფიციტის გამო ოქროს რეზერვებს ყიდის

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეექვსე თვეა რეზერვებიდან ოქროს ყიდის, რათა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი დაფაროს, რომელმაც ბოლო ექვს თვეში თითქმის...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი იქნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.„გადავწყვიტე, რომ...

ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება, რათა ოპოზიციამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხოს.„აქ აღარ იქნება...

უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა თითქმის ნახევარს, სავარაუდოდ, სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი – მედია

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ „აგენტსტვომ" 2026 წლის 8 აპრილს გამოქვეყნებული გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს 47 თანამშრომლიდან 15-ს...

გააქტიურდეს სირიასთან ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების საკითხი – კოალიცია ცვლილებებისთვის EU-ს მიმართავს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში და ევროკავშირის...