ვისზე გავრცელდება და ვისზე არა, საქართველოს პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს – კუბილიუსი ამნისტიის კანონზე

“როგორი იქნება ეს კანონი, ვისზე გავრცელდება ის და ვისზე არა, ეს უკვე საქართველოს პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს. მისი თქმით, არის ორი საკითხი, ერთი რომ ენმ-ის თავჯდომარე ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რომლის  გირაოს გადახდა ევროკავშირის მიერ არის შესაძლებელი. ხოლო მეორე საკითხი ეხება ამნისტიის კანონის განხილვას. კუბილიუსის თქმით, თუ ვის შეეხება ამნისტია და ვის არა, ეს საქართველოს პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

”მინდა მივულოცო საქართველოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შარლ მიშელის მეირ შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და შეთანხმდნენ, რომ კრიზისი უნდა დასრულდეს. ახლა პარლამენტში მმართველი პარტიაცაა და ოპოზიციაც. როგორ შესრულდება მთელი ეს შეთანხმება, ამას დრო გვიჩვენებს. იმედია, ყველა მხარე შეასრულებს პირობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით და ა.შ. რა თქმა უნდა, იქნება უთანხმოებები და დებატები ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველა მხარემ შესაბამისი დასკვნა გამოიტანა ამ კრიზისიდან. არ შეიძლება პირადი ან პარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენება, რადგან ამას მოყვება კრიზისი, რომელიც აზიანებს ქვეყანას. საქართველოს სჭირდება ნამდვილი საპარლამენტო დემოკრატია, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ხშირად იკამათებენ, მათ შორის, მწვავედაც. მაგრამ, არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში. ახლა ძალიან სენსიტიური მომენტია და არ უნდა სცადოს არავინ რამის შეცვლა სანამ შეთანხმების შესრულება დაიწყება.

არის ორი საკითხი რამდენადაც მე ვიცი. ერთი ის არის, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და ვიცი, რომ გირაოს გადახდა შესაძლებელია ევროკავშირის გარკვეული ფონდიდან. მეორე კი ის არის, რომ პარლამენტში ამნისტიის კანონის განხილვა დაიწყება. როგორი იქნება ეს კანონი, ვიზე გავრცელდება ის და ვიზე არა, ეს უკვე საქართველოს პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, – ამბობს კუბილიუსი.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img