ეს ერთი და სხვა მრავალი, დიდი სიმძიმე მოგვეხსნა ყველას – გვარამია გიორგი რურუას ციხესთან დახვდა

“ეს ერთი და სხვა მრავალი, დიდი სიმძიმე მოგვეხსნა ყველას” – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. გვარამია გიორგი რურუას გლდანის ციხესთან დახვდა. მისი თქმით, საქართველო პოლიტიკური პატიმრებით და დევნილებით დახუნძლულია.

”პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს ერთი და სხვა მრავალი. ეს ქვეყანა დახუნძლულია პოლიტიკური პატიმრებით, პოლიტიკური დევნილებით… მუდმივად, ამ პერიოდის განმავლობაში, არ მტოვებდა იმის განცდა, რომ გიორგი მათ შორის, და პირველ რიგში, იმის გამო იყო ციხეში, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებული არხის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო, ამიტომ ეს ძალიან დიდი სიმძიმე ჩვენ ყველას მოგვეხსნა. და რაც მთავარია, მოგვეხსნა ამ ძალიან დიდი სიხარულის ფორმით, რასაც მისი შეწყალება ერქვა. მე არ გავაკეთებ კომენტარს შექმნილ კონტექსტთან დაკავშირებით. ამ სასიხარულო წუთებში ამას არ გავაკეთებ ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მაშინ ცუდიც უნდა ვთქვა, მაგრამ რითიც დავიწყე იმით დავასრულებ – ვულოცავ გიორგის და ძალიან მალე მიმელოცოს ყველა იმ ადამიანისთვის და პოლიტპატიმრისთვის, ვისითაც სავსეა საქართველოს ციხეები. პირველ რიგში და უმთავრესად ნიკა მელიას ვგულისხმობ და ასევე ყველა იმას. ვისაც ჯერ კიდევ ელოდება ეს პატიმრობა და ასევე ყველა იმას, ვინც ქვეყანაში ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ ელოდება ეს პატიმრობა… ყველას, ყველას, ყველას. თუ მართლა გვინდა რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება გადავფურცლოთ და მართლა კრიზისები განიმუხტოს, უნდა მოხდეს სწორედ ეს. გიორგის ვულოცავ. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველაფერი კარგად იქნება ” -ამბობს ნიკა გვარამია.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img