Category: მსოფლიო

  • აშშ–ში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა

    ტეხასის ქალაქ ელ პასოში ახალგაზრლა მამაკაცი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 40-ს აღწევს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

    მსროლელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მედიის ცნობით, ის 21 წლის პატრიკ კრუზიუსი აღმოჩნდა. დანაშაულის ჩადენამდე თავდამსხმელმა მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც ის მხარს უჭერს ტერორისტს, რომელმაც ახალი ზელანდიის მეჩეთებში ხალხი დახოცა.

    კრუზიუსი წერს, რომ ამ თავდასხმით ის შეერთებულ შტატებს უცხოელებისგან იცავს, რომლებიც ამერიკის კულტურასა და ეკონომიკას აზარალებენ. საქმე მასობრივი მკვლელობისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მუხლით აღიძრა.

  • 5 დაღუპული და 15 დაშავებული – თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

    უბედური შემთხვევა თურქეთში – კანეკალეს პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 მგზავრი, 15 კი – დაშავდა. მაშველების ცნობით, დაღუპულებს შორის 2 ქალი და ერთი მცირწლოვანი ბავშვია.

    ავტობუსი რეისს კანეკალედან ანკარის მიმართულებით ასრულებდა, ცენტრალურ მაგისტრალზე კი მოულოდნელად ცეცხლი მოედო. გამოძიების ცნობით, ცეცხლი ავტობუსის სალონში გაჩნდა, თუმცა რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

  • NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

    NASA-ს მეცნიერებმა რამდენიმე ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი შესაძლოა სიცოცხლისთვის ვარგისი აღმოჩნდეს.მეცნიერები ახალი პლანეტის შესწავლას უკვე შეუდგნენ, რომელმაც უკვე მიიღო სახელწოდება GJ 357 . ეგზოპლანეტა ქცევით დედამიწას ჰგავს და თავისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ის მანათობლიდან ისეთივე მანძილზეა, როგორც მარსი მზიდან. ეს აჩენს ვარაუდს, რომ პლანეტაზე შესაძლოა, იყოს სითხე და სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.

    პლანეტის ზუსტი ზომა და მასა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ დიდი და მინიმუმ ექვსჯერ მძიმეა. პლანეტაზე ერთი წელიწადი დედამიწის 55.7 დღეს უდრის.

    მეცნიერები პლანეტის ატმოსფეროს გამოიკვლევენ იმის დასადგენად, არის თუ არა ის საკმაოდ მყარი, რომ სითბო შეინარჩუნოს, პლანეტა გაათბოს და ზედაპირზე წყალი თხევადი სახით შეინარჩნოს.

  • ტრამპმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

    დონალდ ტრამპმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას 2018 წელს სოლსბერიში ქიმიური იერიშის გამო დაუწესდა. საუბარია FSB-ს ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის ნოვიჩოკის მოწამვლის საქმეზე.

    სანქციების ამოქმედების ბრძანებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას გამოცემა “პოლიტიკო” ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. პუბლიკაციაში წერია, რომ ახალი შეზღუდვები რუსეთისთვის კრედიტების გაცემას, და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების ეხება.

    სანქციების მოთხოვნით, წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტმა თეთრ სახლს რამდენიმე დღის წინ მიმართა. კანონპროექტი დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს.

  • ჰარი პოტერის პირველი გამოცემა 34,500 დოლარად გაიყიდა

    ჯოან როულინგის წიგნის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის ეგზემპლარი Hansons-ის აუქციონზე 34,5 ათას დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN- ი ავრცელებს.

    1997 წელს გამოცემულ წიგნში 2 სარედაქციო შეცდომაა. მეპატრონეს წიგნი 20 წლის განმავლობაში თაროზე ედო, თუმცა მას შემდეგ, რაც სახლის გასარემონტებლად ფული დასჭირდა, თავისი ბიბლიოთეკის გაყიდვა გადაწყვიტა.

    „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა,“ რომელიც 1997 წელს 1,20 დოლარი ღირდა, აუქციონზე  კოლექციონერმა 34,5 ათას დოლარად შეიძინა. კოლექციონერის სახელი და გვარი უცნობია. 

    “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის” სარედაქციო შეცდომა ერთ-ერთ გვერდზეა. როდესაც ჰარი მრუდე ქუჩაზე ჰოგვორტსისთვის საჭირო აღჭურვილობას ეძებს  ჩამონათვალში ჯოხი (Wand) ორჯერ მეორდება. 

  • ლას-ვეგასს კალიები შეესივნენ

    აშშ-ში ლას-ვეგასს კალიები მასიურად შეესივნენ. მანქანიდან გადაღებული ვიდეო ABC News-მა გაავრცელა.  გამოცემის  ცნობით, მწერებმა ქალაქის რამდენიმე ზონაში ტროტუარი მთლიანად  დაფარეს.

    კალიების დიდი რაოდენობაა  ღამის საათებში, კალიების შემოსევას  აშშ-ში ამინდს უკავშირებენ. 

    ოფიციალურმა პირებმა განმარტეს,რომ კალია ადამიანს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა  მძღოლებს ურჩევენ,  გზებზე სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა კალიების შემოსევისგან მათ ხილვადობის პრობლემა არ შეექმნათ.

  • ნავალნი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუს ოპოზიციონერს უცნაური ალერგიის ნიშნები აქვს

    ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც მიტინგის ჩატარების წესების განმეორებითი დარღვევისთვის დააკავეს, სპეციალური მიმღები განყოფილების კამერიდან მოსკოვის 64–ე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საავადმყოფოს ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია.

    როგორც ოპოზიციონერი ლიდეის პრეს მდივანიშ,კირა იამიში ამბობს, ნავალნი კვირას დილით მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას სახე შეშუპებული აქვს, კანი კი მთლიანად დაწითლებული. ალერგიული რეაქციის წყარო არ არის დადგენილი. პრეს მდივნის თქმით, ალექსეი ნავალნის ცხოვრებაში არასოდეს ქონია ალერგიული რეაქცია.

    ნავალნის თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი ნავალნის ალერგიას უცნაურს უწოდებს. მისი თქმით, როცა ის ივნისში მიტინგის ორგანიზების წესების დაღვევისთვის დააკავეს, იმავე კამერაშ მოათავსეს, სადაც ამჯერად ნავალნი.

    ის ამბობს, რომ კამერიდან გამოსვლისთანავე მთლიანად შეშუპდა და წითელი ლაქებით დაიფარა. ერთი კვირა მედიკამენტებს იღებდა. “ვფიქრობდით რომ ალერგია იყო, მაგრამ როგორც ჩანს ალექსეისაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს. ეს რაღაც უცნაური ალერგიაა“– დაწერა ტვიტერზე ლეონიდ ვოლკოვმა.

    24 ივლისს სიმონოვსკის რაიონულმა სასამათლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მიტინგის ჩატარების წესების განმეორებითი დარღვევისთვის.

    პოლიტიკოსი იმავე დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს, როცა ის მისი თქმით სახლიდან სარბენად და ცოლისთვის ყვავილების საყიდლად გამოვიდა.

    მისი დაკავების მიზეზი ნავალნის ფეისბუქ სტატუსი გახდა, რომლითაც მომხრეებს 27 ივლისს მოსკოვის მერიასთან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა. აქციის მოთხოვნა მოსკოვის საკრებულოში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება იყო.
    27 ივლისის აქცია ქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და 1374 ადამიანის დაკავებით დასრულდა. მათგან 152 კვირას დილით გაათავისუფლეს. 

  • რუსეთის ტელეარხ Дождь-ის შენობაში პოლიცია შევიდა.მანამდე გადაცემის წამყვანი დააკავეს

    რუსეთის დამოუკიდებელ ტელეარხ Дождь-ში პოლიცია შევიდა. 

    გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს უწყება გადასცეს და მოსკოვში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების საქმეზე დაკითხვაზე დაიბარეს.

    არხის ჟურნალისტები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი ამ მეთოდით ტელეკომპანიას მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის აქციის გაშუქებისთვის სჯის.

    ტელეკომპანია Дождь-ში შესვლამდე პოლიცია ალექსეი ნავალნის სტუდიაშიც შევიდა, პირდაპირი ეთერი გათიშა, უსაფრთხოების კამერები გამორთო და გადაცემის წამყვანი დააკავა.

    შენობაში მიმდინარე პროცესებს არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.

  • ტრამპი ფრანგულ ღვინოზე საბაჟო გადასახადს აწესებს

    აშშ–ს პრეზიდენტი ფრანგულ ღვინოზე საბაჟო გადასახადის დაწესებას აანონსებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით ეს არის საპასუხო ნაბიჯი საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს აწესებს. 

    საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ინიციატივით, საფრანგეთი უცხოურ კომპანიებს, რომელთა წლიური შემოსავალი 750 მილიონ ევროს აღემატება, საბაჟო გადასახადს უწესებს.

    ახალი რეგულაცია 30-მდე კომპანიას ეხება, მათ შორის უმეტესობა ამერიკული კომპანიებია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფრანგ კოლეგასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ამერიკული ბიზნესის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

    მან ამერიკელი მომხმარებლები იმით დაამშვიდა, რომ ამერიკული ღვინოები ფრანგულს ბევრად ჯობის.

  • აშშ–ში 16 წლის მანძილზე პირველად სიკვდილით დასჯის განაჩენს აღასრულებენ. რიგში 5 პატიმარია

    აშშ–ს ფედერალური მთავრობა პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა განაჩენს აღასრულებს.

    გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან განკარგულება გასცა, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მზადება დაიწყოს ხუთი პატიმრის სიკვდილით დასჯისთვის.

    ბარის თქმით, ხუთივე მათგანი ბავშვების და მოხუცების გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით არის გასამართლებული.სიკვდილით დასჯა 2019 წლის დეკემბერში ან 2020 წლის იანვარში უნდა შედგეს.

    იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ, განსხვავებით ზოგიერთი შტატისგან 2003 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯაზე არაფორმალური მორატორიუმი გამოაცხადა. ამ წელს აშშ–ში სიკვდილით 53 წლის ლუის ჯონს უმცროსი დასაჯეს – სპარსეთის ყურეში პირველი ომის ვეტერანი, რომელმაც 19 წლის სამხედრო მოსამსახურე, ტრეისი ჯოი მაკბრაიდი მოკლა.

    აშშ–ში სასამართლო საქმეების ნაწილი ფედერალურ დონეზე განიხილება, ნაწილი კი შტატების დონეზე. ზოგიერთი დანაშაული – მაგალითად ყალბი ფულის დამზადება, ავტომატურად ხვდება ფედერალურ სასამართლოში. გარდა ამისა, ფედერალური სასამართლოები განიხილავენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს.

    1972 წელს აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა გააუქმა როგორც ფედერალურ, ასევე ზოგიერთი შტატის დონეზე. 1976 წელს უზენაესმა სასამართლომ ზოგიერთ შტატს სიკვდილით დასჯის აღდგენის უფლება მისცა. 1988 წელს კი მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც სიკვდილით დასჯა ფედერალურ დონეზე აღადგინა.ამ მომენტისთვის ფედერალურ ციხეებში 62 სიკვდილმისჯილი იმყოფება.

    სიკვდილით დასჯაზე 16 წლის მანძილზე აშშ–ში ოფიციალური მორატორიუმი არ გამოცხადებულა, თუმცა ადმინისტრაციულმა შეფერხებებმა, მეტისმეტად ხანგრძლივმა აპელაციებმა და პრაქტიკულმა პრობლემებმა, ასევე სიკვდილმისჯილთა შედარებით მცირე რაოდენობამ არაფორმალური მორატორიუმი გამოიწვია.

    პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სიტუაცია შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ში სიკვდილით დასჯისთვის აუცილებელი ქიმიური პრეპარატების რაოდენობა არასაკმარისია.
    წარსულში ტრამპი მკაცრ განცხადებებს აკეთებდა დამნაშავეების მიმართ და ამტკიცებდა, რომ მათ მეტისმეტად კარგად ექცევიან და აპელაციებისთვის მეტისმეტად ბევრ შანსს აძლევენ.

    საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, სიკვდილით დასჯის მომხრე კვლავ ამერიკელთა უმრავლესობაა, თუმცა მომხრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.