Category: მსოფლიო

  • ფილიპინებში მიწისძვრას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 7 წლის გოგონაა (ვიდეო)

    ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა ათობით ადამიანი. დაღუპულებს შორის 7 წლის გოგონაა, რომელიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოჰყვა.

    მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობდა.

  • იაპონიას ტაიფუნი “ჰაგიბისი” უახლოვდება, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იქნება (ვიდეო)

    იაპონიაში მონსტრად წოდებული ტაიფუნი “ჰაგიბისი” მძვინვარებს. სავარაუდოდ ის ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ  შეიძლება დაზარალდეს ის ადგილებიც, რომლებიც ტაიფუნისგან კარგად არის დაცული.

    BBC-ის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონებიდან, მომატებული საფრთხის გამო 7 მილიონზე მეტ ადამიანია ევაკუირებული.

    “მოსალოდნელია ნგრევისა და მეწყერის მაღალი საშიშროება, არნახული მასშტაბის წვიმის გამო მდინარეებმა შესაძლოა გაარღვიონ კალაპოტები. უზრუნველყავით თქვენი უსაფრთოხება, თუ საევაკუაციო ცენტრებში მისვლას ვერ ახერხებთ, თავშესაფარი იპოვეთ გამაგრებულ სახლებში. ტაიფუნი გვიახლოვდენა”, – განაცხადა იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც შვიდივე პრეფექტურის მოსახლეობას მიმართა.
    ტაიფუნის შედეგად უკვე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომლის მანქანაც ქარმა გადაატრიალა. 

    {{VIDEO}}

  • „დემოკრატები“ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ

    აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატების“ წარმომადგენლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვედა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა განაცხადა.

    „ვფიქრობ, რომ აქ მთავარი მიზანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმის გარკვევა, ძირს უთხრიდა თუ არა პრეზიდენტი სხვა ქვეყნის ლიდერებთან, კერძოდ პუტინთან საუბრისას, ჩვენს უსაფრთხოებას და ფიქრობდა თუ არა პირადი სარგებლის ნახვას თავისი კომპანიისთვის“, – განაცხადა შიფმა.

  • თურქეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

    თურქეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. reuters-ის ინფორმაციით, სტამბულში ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. გავრცელებული ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი მიწისძვრის ზღვაში 7 კილომეტრის სიღრმეში იყო

    არსებული ინფორმაციით, მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.ევაკუაცია მოხდა შენობებიდან,შეჩერებულია სწავლის პროცესი. ქალაქის მერის ინფორმაციით, სტამბულში ამ ეტაპზე დაშავებული არავინაა.

  • მეგან მარკლმა 4 თვის შვილს პირველი მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა

    38 წლის მეგან მარკლის და 34 წლის პრინცი ჰარის 4 თვის ვაჟმა, არჩიმ უკვე მოასწრო საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართვა. თანხა მისი სახელით დედამ გაიღო. სასექსის ჰერცოგის მეუღლემ არჩი ჰარისონის სახელით 5 ათასი ფუნტი გადარიცხა ორგანიზაციის Love the Oceans ანგარიშზე. ორგანიზაცია მოზამბიკში საქმიანობს. ეს თანხა აუზის მშენებლობას მოხმარდება, რომელშიც ცურვის შესწავლა უფასოდ იქნება შესაძლებელი.

    მოზამბიკში მდებარეობს გრიჯატის ყურე, რომელშიც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იხრჩობა იმის გამო, რომ ცურვა არ იცის. საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ ტრაგედიებთან ბრძოლას აპირებს.

    სამეფო ოჯახის მიმომხილველი, კეტი ნიკოლი დარწმუნებულია, რომ ასეთი შენაწირით დედამ შვილის მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და საკუთარ შვილს სამუდამოდ აჩუქა გულითადი ადამიანის რეპუტაცია და სიკეთის გაკვეთილი. კიდევ ერთი სამეფო ოჯახის ექსპერტი თვლის, რომ მეგანისთვის და პრინცი ჰარისთვის მათი პატარა შვილი ბედნიერი ბილეთია. ბრიტანელები წყვილის გადაჭარბებული ხარჯებით გაღიზიანებულები არიან, პატარა არჩის კი შეუძლია საზოგადოების თვალში მშობლების რეაბილიტაცია მოახდინოს.

    მალე წყვილი შვილთან ერთად აფრიკულ ტურნეში მიდის. “არჩი საუკეთესო ბილეთია მათთვის, რომ ისევ შეძლონ ხალხის სიყვარულის მოპოვება“– ამბობს ექსპერტი ინგრიდ სევარტი.

  • რუსეთში მღვდლებმა ქალაქი თვითმფრინავიდან აკურთხეს (ვიდეო)

    რუსეთის ქალაქი ტვერი მართლმადიდებელმა მღვდლებმა თვითმფრინავიდან აკურთხეს. ამის შესახებ იფნორმაციას და კადრებს რუსული მედია ავრცელებს. 

    მათი განცხადებით,  ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ “ქალაქში ალკოჰოლიზმი დაეძლიათ”.

    ქალაქის კურთხევისთვის  მღვდლებმა 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი გამოიყენეს და ქალაქს გადაასხეს. 

    აღსანიშნავია, რომ ქალაქ ტვერში  11 სექტემბერს ალკოჰოლიზმთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

  • დღის ფოტო:ბრიტანეთის პატარა პრინცესა შარლოტა პირველად წავიდა სკოლაში

    4 წლის პრინცესა შარლოტა პირველად წავიდა სკოლაში. ის ლონდონის სამხრეთ დასავლეთში მდებარე Thomas’s Battersea–ს პრესტიჟულ სკოლაში ისწავლის.

    სკოლაში პატარა პრინცესა მშობლებმა – პრინცმა უილიამმა და მისმა მეუღლემ, ქეითმა, ასევე უფროსმა ძმამ – ჯორჯმა მიაცილეს. ჯორჯისთვის ეს უკვე მესამე სასწავლო წელია იმავე სკოლაში.როგორც პრინცი უილიამი ამბობს  პრინცესა შარლოტა ძალიან გახარებულია რომ სკოლაში მიდის. პრინცმა საკუთარი ოჯახი სკოლაში მანქანით თვითონ მიიყვანა.

    ამ სკოლაში პრინცი ჯორჯის სწავლა ერთ სემესტრში 6429 ფუნტი ჯდება. პრინცესა შარლოტას სწავლა კი 6305 ფუნტი. ინგლისის საგანმანათლებლო სისტემაში სასწავლო წელი სამი სემესტრისგან შედგება.

  • ფორმულა2–ის დროს ფრანგი ავტომრბოლელი ავარიას ემსხვერპლა. ტრაგედიის ამსახველი ვიდეო

    ფრანგი ავტომრბოლელი, 22 წლის ანტუან ჰუბერტი ბელგიაში “ფორმულა2“–ის შეჯიბრის დროს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. რბოლა სპა–ფრანკორშამის ტრასაზე რბოლისას მოსახვევიდან გამოსვლისას ჰუბერტმა  მანქანის მართვა დაკარგა და 270 კმ. სთ. სიჩქარით ბარიერს შეეჯახა. მის უკან მომავალი ამერიკელი მრბოლელი ხუან მანუელ კორეა კი მის ავტომობილს მთელი სიჩქარით შეეჯახა. შედეგად ჰუბერტის ბოლიდი ორ ნაწილად დაიშალა, კორეას ავტომობილი კი გადაბრუნდა.
    შეჯახების შემდეგ ორგანიზატორებმა პაუზა გამოაცხადეს, შემდეგ კი რბოლა შეწყვიტეს.

    საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ იუბერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ადგილობრივი დროით 18:35 წუთზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში გადაიყვანეს ხუან მანუელ კორეაც. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იუბერმა ამ სეზონზე ორი რბოლა მოიგო – მონაკოში და ლე კასტელში. ტრაგედიის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება.
  • ბრაზილიაში 500 000 ფუტკარი დაიღუპა

    2019 წლის პირველ ექვს თვეში ბრაზილიის ოთხ სამხრეთ შტატში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ფუტკარი დაიღუპა. მათ უმრავლესობას ფიპრონილის და ინსეკტიციდის კვალი აღმოაჩნდა. ეს არის პესტიციდები, რომელთა გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია, აშშ–ს გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ კი კლასიფიცირებულია როგორც კანცეროგენული ნივთიერება ადამიანისთვის.

    მას შემდეგ, რაც იანვარში პრეზიდენტი ბოლსონარუს უფლებამოსილება შევიდა ძალაში, ბრაზილიაში რეკორდული რაოდენობის 290 სახეობის პესტიციდის გაყიდვა გახდა დასაშვები, რაც 27%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

    გაეროს სასურსათო და სოფლისმეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით ბრაზილიაში პესტიციდების მოხმარება 1990–დან 2016 წლამდე 770%–ით გაიზარდა. ამ პესტიციდების 40% ტოქსიკურია და ევროკავშირში აკრძალულია.

    “ფუტკრების დაუღუპვა იმის ნიშანია, რომ ყველანი მოწამლულები ვართ“– ამბობს ბრაზილიის მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალბერტო ბასტოსი.

    ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სოფლის მეურნეობაში გამოყვენებული პესტიციდებით მოწამვლის 15 000 შემთხვევა აღრიცხა, თუმცა ეს ციფრი სავარაუდოდ ხელოვნურად შემცირებულია.

    ბოლსონარუ პრეზიდენტად აგრობიზნესის დიდი მხარდაჭერით აირჩიეს. მან პირობა დადო, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ნებისმიერი იმიკატის მოხმარების უფლებას დააკანონებდა.

  • აშშ–ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. არის მსხვერპლი

    ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთმა ტრავმები მიიღო აშშ–ში ორძრავიანი თვითმფრინავის, Cessna 303–ის ჩამოვარდნის შედეგად, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა. გარდაცვლილი თვითმფრინავში იჯდა. ორი მამაკაცი, რომლებიც ასევე ბორტზე იმყოფებოდნენ უვნებლად გადარჩნენ.

    მომხდარის შედეგად დაშავდა 21 წლის გოგონა, რომელიც სახლში იმყოფებოდა. მან სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები მიიღო. შენობაში, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ქალი არ დაშავებულა, მამაკაცი კი ჯერჯერობით ვერ იპოვნეს. ინციდენტი ადგილობრივი დროით შაბათს საღამოს ნიუ იორკის შტატის ქალაქ პოკიპსის სიახლოვეს მოხდა. ორძრავიანი თვითმფრინავის საცხოვრებელ სახლზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მომხდარის გარემოებებს აშშ–ს ავიაციის ფედერალური სამმართველო იძიებს.