5 დაღუპული და 15 დაშავებული – თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

Written by

in

უბედური შემთხვევა თურქეთში – კანეკალეს პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 მგზავრი, 15 კი – დაშავდა. მაშველების ცნობით, დაღუპულებს შორის 2 ქალი და ერთი მცირწლოვანი ბავშვია.

ავტობუსი რეისს კანეკალედან ანკარის მიმართულებით ასრულებდა, ცენტრალურ მაგისტრალზე კი მოულოდნელად ცეცხლი მოედო. გამოძიების ცნობით, ცეცხლი ავტობუსის სალონში გაჩნდა, თუმცა რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *