Category: მსოფლიო

  • 10 წლის ბიჭმა ეზოში თამაშის დროს დინოზავრის კვერცხები იპოვა

    ჩინეთში,  ქალაქ ჰეიუანში 10  წლის ბიჭმა დინოზავრის 11 გაქვავებული კვერცხი იპოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

    მესამე კლასელმა ბიჭმა ეზოში თამაშის დროს უცნაური ქვა აღმოაჩინა, რომელსაც შემდეგ კარგად დააკვირდა.

    ბიჭმა ივარაუდა, რომ ეს  დინოზავრის გაქვავებული კვერცხები იყო, რადგან მესამე კლასის მოსწავლე მეცნიერებით არის გატაცებული და გადაშენებული ქვეწარმავლის ვიზუალური მხარე  მუზეუმიდან ახსოვდა.

    ამის შემდეგ მოზარდის დედამ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მისულმა ექსპერტებმა სპეციალური სამუსაოების ცატარების შემდეგ  კიდევ 10 გაქვავებული კვერცხი აღმოაჩინეს.

    მედიის მტკიცებით, კვერცხები 66 მილიონი წლისაა, თუმცა  ამ მონაკვეთზე პალეონთოლოგები გათხრებს ჩაატარებენ.

  • ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ რუსული ტელეარხი დააჯარიმა

     


    ბრიტანეთის მარეგულირებელმა კომისიამ, Ofcom–მა მიიღო გადაწყვეტილება მაუწყებლობის წესების დარღვევისთვის რუსული სახელმწიფო ტელეარხის, Russia Today-ს 200 000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმების შესახებ.

    “მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ RT –მ ვერ შეძლო 2018 წლის 17 მარტსა და 26 აპრილს შორის პერიოდში სათანადო მიუკერძოებლობის შენარჩუნება ახალი ამბების შვიდ პროგრამაში.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში. კერძოდ, რეგულატორის აზრით ტელეარხი არ იცავდა მიუკერძოებლობას ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციის გაშუქებისას სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის, ასავე სირიის კონფლიქტის თემებზე.

    ტელეარხი აცხადებს, რომ აღშფოთებულია ბრიტანული რეგულატორის გადაწყვეტილებით და საჯარიმო თანხის მოცულობით. “თანხა ბევრად აღემატება ჯარიმებს, რომლებიც დაუკისრებიათ სხვა მედიასაშუალებებისათვის ისეთი სერიოზული დარღვევების გამო, როგორიც არის სიძულვილის გაღვივება და ძალადობისკენ მოწოდება, იმ დროს, როცა ჩვენს არხს მედიარეგულატორი სუბიექტურად ადანაშაულებს არასათანადო მიუკერძოებლობაში“ – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. მოკვლევა Russia Today-სთან დაკავშირებით გასულ წელს დაიწყო. Ofcom–მა არხის 10 საინფორმაციო გამოშვება შეისწავლა. აქედან სამში დარღვევა ვერ აღმოაჩინა. დეკემბერში რეგულატორმა გამოაქვეყნე ყოველი შესაძლო დარღვევის დეტალური გარჩევა, გამოცემების შინაარსთან, არხის პასუხთან და მარეგულირებლის დასკვნებთან ერთად.

    ტელეარხი ცდილობს Ofcom–ის გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინასწარ მოსმენებზე მოსამართლემ დასაშვებად ცნო ტელეარხის არგუმენტები და მას უფლება მისცა რეგულატორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. საქმის განხილვა წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. თუმცა რეგულატორი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა.

    “აღშფოთებულები ვართ, რომ ბრიტანულმა რეგულატორმა ჯარიმა ისე დაგვაკისრა,სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერია Ofcom–ის პრეტენზიები ტელეარხის მიმართ “– ნათქვამია RT–ს განცხადებაში. მარეგულირებლის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ის აპირებს დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვოს ჯარიმის გადახდა.ჯარიმასთან ერთად რუსულ სახელმწიფო ტელეარხს დაეკისრა მაყურებლისთვის Ofcom–ის გადაწყვეტილების გაცნობა იმ ფორმით და იმ ვადებში, რომელსაც რეგულატორი დაადგენს.

     

  • რატომ გამოჩნდა ტრამპის სიტყვით გამოსვლისას ორთავიანი არწივი

    აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტის უკან   ბანერზე ორთავიანი არწივი იყო გამოსახული, რომელსაც კლანჭებით ისრების შეკვრის ნაცვლად გოლფის ჯოხები ეკავა.

    მედიაში  ორ გზავნილს განიხილავდნენ, ორთავიანი არწივი, რომელიც ცალსახად რუსულ სიმბოლიკასთან ასოცირდება,  ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების მინიშნებად ჩათვალეს,

    მეორე  ვერსიით კი ბანერის შინაარსი გოლფთან იყო კავშირში, რადგან ცნობილია, რომ ტრამპი ხშირად თამაშობს გოლფს.

    სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ  შეცდომა იყო. პირმა, რომელიც ბანერს ამზადებდა ფოტო ინტერნეტიდან სიჩქარეში აარსწორად გადმოწერა.

    ადამიანი, რომელმაც ბანერი დაამზადა, ამბობს, რომ ის მიზანმიმართულად არ დაუმზადებია და მომხდარს შეცდომას უწოდებს.

    ამავე პოზიციას იზიარებენ თეთრ სახლში და ფიქრობენ, რომ ბანერს ტრამპის მოსაზრებებთან კავშირი არ ჰქონია.

  • აშშ-სა და კანადაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ

    ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აშშ-სა და კანადაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ. მაღალი ტემპერატურა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ბოსტონში დაფიქსირდება, სადაც დაახლოებით 200 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ი ავრცელებს.

    მომდევნო 24 საათში რეკორდულად მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბილ დე ბლასიომ მოსახლეობას მოუწოდა, ტემპერატურის მატებას სერიოზულად მიუდგნენ და შესაბამისი ზომები მიიღონ. ნიუ-იორკის მერის განმარტებით, მსგავსი ტემპერატურა ქალაქში ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. საგანგებო ზომები მიიღეს აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. 

    ანომალიურად მაღალი ტემპერატურის ტალღა კანადის ცალკეულ რეგიონებსაც მოიცავს. ტორონტოში სინოპტიკოსები 40 გრადუს ცელსიუსს პროგნოზირებენ.

  • ტერეზა მეიმ ისევ იცეკვა (ვიდეო)

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ისევ იცეკვა. ტერეზა მეი  ჰენლის ფესტივალს დაესწრო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფესტივალზე გადაღებული ვიდეო, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ლეგენდარული ჯგუფის,  Abba-ს პოპულარულ ჰიტზე ცეკვავს. ტერეზა მეიმ საზოგადოების ყურადღება ცეკვით რამდენჯერმე მიიქცია.
    სოციალურ ქსელში მას ცეკვის ტექნიკა დაუწუნეს და მისტერ ბინს შეადარეს.
  • პუტინმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

    რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც კრემლის წარმომადგენელი ამბობს, ინიციატორი უკრაინული მხარე იყო.
    “განიხილებოდა უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში სიტუაციის დარეგულირების საკითხები და ერთობლივი სამუშაო ორვე მხრიდან დაკავებული პირების დასაბრუნებლად. “– ამბობს პესკოვი.
    მისი თქმით, გარდა ამისა განიხილა ნორმანდიულ ფორმატში კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობა. მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ საკითხზე ექსპერტების დონეზე გაგრძელდეს უშაობა.
    ზელენსკის პრეს სამსახურმა სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა. პრეს სამსახურის ცნობით მთავარი საკითხი დატყვევებული სამხედრო მეზღვაურების გათავისუფლება იყო.
    ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში აპრილში გაიმარჯვა. სხვა ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით პუტინს მისთვის გამარჯვება არ მიულოცავს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ მოსკოვს სურს ზელენსკის მუშაობის შედეგებს დაელოდოს.
    მას შემდეგ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვედრიან, არც ტელეფონზე უსაუბრიათ და არც წერილები მიუწერიათ. ივნისის დასაწყისში პუტინმა უკრაინის პრეზიდენტზე თქვა: “არ ვიცნობ ამ ადამიანს. ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, სადაც აქამდე მუშაობდა – კარგი მსახიობია. თუმცა ერთი საქმეა ვინმეს თამაში, მეორეა იყო ვინმე. “
  • სკანდალი წერილების გაჟონვასთან დაკავშირებით. აშშ–ში ბრიტანეთის ელჩი თანამდებობიდან გადადგა

    აშშ–ში ბრიტანეთის ელჩი, კიმ დეროკი თანამდებობიდან გადადგა წერილების გაჟონვის სკანდალის ფონზე. წერილებში ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებდა. მანამდე აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მასთან მუშაობას აღარ აპირებდა.
    “საელჩოდან ოფიციალური დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ ბევრი სპეკულაცია იყო ჩემს თანამდებობასთან დაკავშირებით. მინდა ამ სპეკულაციებს ბოლო მოვუღო. შექმნილ სიტუაციაში მე აღარ შემიძლია ისე გავაგრძელო მუშაობა, როგორც ვისურვებდი“ – განაცხადა დეროკმა.
    მან აღნიშნა, რომ მისი უფლებამოსილება წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გადაწყვიტა პოსტი დროზე ადრე დატოვოს რათა მთავრობას ახალი ელჩის დანიშვნის საშუალება მისცეს.
    წერილის ტექსტი, რომლითაც დეროკმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საიმონ მაკდონალდს მიმართა ფორინ ოფისმა გაავრცელა.
    მაკდონალდმა დეროკის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
    “მესმის თქვენი სურვილი, შემციროთ ზეწოლა თქვენს ოჯახზე და კოლეგებზე. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ სხვებზე მეტს ზრუნავთ, ვიდრე საკუთარ თავზე“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
    დეროკის გადადგომამდე ტრამპმა ტვიტერის გვერდზე მას შეშლილი ელჩი უწოდა და განაცხადა, რომ მასთან აღარ იმუშავებდა.
    ელჩის კონფიდენციალური ელექტრონული წერილები, რომლებიც კვირას გაზეთ Mail on Sunday–ში გამოქვეყნდა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მიმართ მთელ რიგ კრიტიკულ მოსაზრებებს შეიცავდა. თეთრი სახლის პოლიტიკა წერილებში დახასიათებული იყო როგორც “მოუქნელი და არათანმიმდევრული.“
    2017 წლით დათარიღებულ წერილებში ნათქვამია, რომ ხმები თეთრ სახლში განხეთქილებისა და ქაოსის შესახებ ძირითადად დადასტურდა, აშშ–ს პოლიტიკა კი ისეთ მიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის მაგალითად ირანი ქაოსური და არათანმიმდევრული აღმოჩნდა.
    ბრიტანეთის მთავრობამ ელჩის წერილების გაჟონვის მიუხედავად ხაზი გაუსვა, რომ ლონდონსა და ვაშინგტონს კვლავინდებურად განსაკუთრებული და მყარი ურთიერთობები აკავშირებს.
    გაზეთ Time-ის ინფორმაციით ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს გამოიძიოს, როგორ მოხვდა ჟურნალისტების ხელში ელჩის ტელეგრამები და ხომ არ არის ჩარეული ამ ისტორიაში რომელიმე მტრული სახელმწიფო.
    თუმცა, ამავე დროს პრემიერ–მინისტრის კანცელარიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ჩანს რომელიმე სხვა სახელმწიფოს მიერ წერილების ხელში ჩაგდების კვალი.
  • არასამთავრობოები ტრამპის მიერ დამოუკიდებლობის დღეზე დახარჯული თანხების გამოძიებას ითხოვენ

    შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე ექსტრავაგანტული ღონისძიება გაემართა, საზოგადოების ერთ ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. ასევე გაჟღერდა გამოძიების ჩატარების მოთხოვნები იმის დასადგენად, თუ რა თანხა დაუჯდა ამერიკის ბიუჯეტს 4 ივლისის საზეიმო ღონისძიება.
    პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში გამართული ღონისძიების მასპინძელი იყო. მისი გადაწყვეტილებით, საზეიმო ღონისძიების ერთი ნაწილი სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა და ტანკების გამოფენა იყო.
    ტრამპი ლინკოლნის მემორიალთან გრძელი სიტყვით გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 70 წლის განმავლობაში, როცა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ეროვნულ მოლზე სიტყვით გამოვიდა.
    ღონისძიებაზე დახარჯული თანხის სრული ოდენობა ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა გაზეთი „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკის ეროვნული პარკების სამსახურმა, რომელსაც ვაშინგტონში 4 ივლისის ღონისძიების ორგანიზება ევალება, სხვა მიზნისთვის გამოყოფილი 2.5 მილიონი დოლარი საზეიმო ღონისძიების ანგარიშზე გადაიტანა.
    რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწყების გენერალურ ინსპექტორს გამოძიების ჩატარებას სთხოვს და აცხადებს, რომ ერთი მიზნისთვის გამოყოფილი თანხის სხვა მიზნებზე დახარჯვა პოტენციურად არაკანონიერია.
    ტრამპი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი დემოკრატი კანდიდატია და თქვა, რომ 4 ივლისს პომპეზური ზეიმის გამართვა ტრამპის ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.
    უცნობია რამდენი ადამიანი შეიკრიბა ეროვნულ მოლზე ფეიერვერკების სანახავად. თუმცა მომდევნო დილას, თეთრი სახლიდან ნიუ-ჯერსიში გამგზავრებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ „წუხელ ხალხის ფენომენალური რაოდენობა“ შეიკრიბა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • 7.1-ბალიანი მიწისძვრა კალიფორნიაში – მეორე ძლიერი ბიძგი ორ დღეში

    პარასკევს, 5 ივლისს კალიფორნიის შტატის სამხრეთში (აშშ) კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო 25 წლის მანძილზე ეს შტატში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო. მისი სიმძლავრე 7.1 ბალს უტოლდებოდა.
    იმავე რეგიონში, ქ. რიჯეკრესტის მახლობლად ერთი დღით ადრე, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისმა სიმძლავრემ 6.4 ბალი შეადგინა.
    5 ივლისის მიწისძვრის შედეგად, გაიბზარა შენობები, გზები. მილებიდან გაჟონილი გაზის გამო, ზოგან გაჩნდა ხანძარიც. არცერთი მიწისძვრის შემდეგ სერიოზული ნგრევა, ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
    სპეციალისტები მოსახლეობას განმეორებით ბიძგებისთვის ამზადებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ განმეორებითი ბიძგები სულ ცოტა, რამდენიმე დღე, ან შესაძლოა, რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.
  • პრინც არჩის 6 ივლისს მონათლავენ-ნათლიების ვინაობა ცნობილია

    პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბავშვის, პრინც არჩის ნათლობა შაბათს გაიმართება. ნათლიების ვინაობა გამოცემა The Sun-მა დაასახელა. გამოცემის ინფორმაციით, პრინც არჩის ნათლიებს შორის ერთ-ერთი ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი განიხილება, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.

    ნათლიებს შორის იქნებიან ასევე მეგანის მეგობარი ბენიტა ლიტი, რომლის ქალიშვილები ჰარის და მეგანის მეჯვარეები იყვნენ,ასევე ამერიკელი მეგობარი ლინდსი როთი.
    რაც შეეხება ჰარის მხარეს, ბავშვის ნათლებად სახელდებიან ჰარის ბავშვობის მეგობრები ჯეიკ ვარენი და მარკ დეიერი.

    ნათლობის ცერემონია უინძორების სასახლეში 6 ივლისს გაიმართება. როგორც ცნობილია ნათლობა ვიწრო გარემოცვაში ჩატარდება და დაახლოებით 25 ადამიანი დაესწრება.

    პრინცი არჩი 6 მაისს დაიბადა. ახალშობილის სრული სახელი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორია.