Category: მსოფლიო

  • მსოფლიოს პუტინის არ ჯერა თუმცა თვლის, რომ რუსეთის გავლენა იზრდება

    ვაშინგტონ პოსტი. აშშ.

    6.12.2018

    ავტორი: ადამ ტეილორი

    ცოტა ხნის წინ 25 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ ნეგატიური  განწყობაა. ამავე დროს, გამოკითხულთა აზრით მსოფლიო არენაზე რუსეთის გავლენა იზრდება.ამაზე მეტყველებს  ამერიკული ორგანიზაცია  Pew Research Center –ის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულიახალი კვლევა.
    {{ARTICLEIMAGE}}

    კვლევის შედეგებით  მიუხედავად იმისა, რომ  რუსეთი მრავალ პრობლემას ეჯახება, მათ შორის აშშ–ს სანქციებს, გეოპოლიტიკურ იზოლაციას და დაუნდობელი ქვეყნის რეპუტაცია აქვს, პუტინმა მოახერხა მთელ მსოფლიოში რუსეთის გავლენის პროეცირების საშუალებები მოეძებნა.

    ისეთ საკვანძო რეგიონებში, როგორიც არის მაგალითად ახლო აღმოსავლეთი მოსკოვს დღეს აშკარად ისეთი გავლენა აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ ჰქონია და ხშირად ამერიკულ ინტერესებს ეჯახება.

     

    მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე აშშ და რუსეთი ხშირად ებრძვიან ერთმანეთს გავლენისა და ძალაუფლების გამო, ბევრ ქვეყანაში ტრამპს და პუტინს ერთნაირად აღიქვამენ: კვლევითი ორგანიზაცია Pew –ს მონაცემებით ამ ორი ლიდერის შედარებისას ნეგატიური შეფასებების მნიშვნელოვანი ურთიერთგადაფარვა ხდება. ასეთი გადაფარვა მაგალითად არ მომხდარა ტრამპის და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ან გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შედარებისას და ჩინეთის ლიდერის, სი ცზიანპინის შედარებისასაც კი. ზოგიერთ ქვეყანაში ტრამპისა და პუტინის მიმართ ნეგატიური შეფასებების ურთიერთგადაფარვა ძალიან დიდი იყო: ესპანელი რესპოდენტების 83 % ორივე მათგანის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. საფრანგეთში კი ამ მაჩვენებელმა 77% შეადგინა.


     

    საინტერესოა, რომ ქვეყნების უმეტესობაში ტრამპისა და პუტინის დადებითი შეფასებების ურთიერთგადაფარვა შედარებით უმნიშვნელო იყო. ფილიპინები ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც რესპოდენტთა უმრავლესობის (54%) განცხადებით მათ  ჯერათ, რომ ეს ორი ლიდერი საერთაშორისო ასპარეზზე სწორად იქცევა.

    პუტინის მიმართ, რომელსაც ბრალს სდებენ საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებში პირად მონაწილეობაში – მაგალითად აშშ–ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენაში ან ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე თავდასხმაში, უკიდურესად ნეგატიური განწყობაა იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც კვლევა ჩატარდა. ოცდახუთივე ქვეყანაში საშუალოდ გამოკითხულთა მხოლოდ 26% თვლის, რომ პუტინი საერთაშორისო პოლიტიკაში სწორ ნაბიჯებს დგამს. საპირისპირო პოზიცია აქვს გამოკითხულთა 63%–ს.

    ეს ციფრები არსებითად დაბალი მაჩვენებელია სხვა მსოფლიო ლიდერების მაჩვენებლებთან შედარებით, როგორებიც არიან მაგალითად მერკელი და მაკრონი. თუმცა მცირედით მაინც აღემატება ტრამპის მაჩვენებლებს. მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც პუტინის მიმართ უმრავლესობა დადებითად არის განწყობილი  – ფილიპინები (63%) , ტუნისი (55%)

    რაც შეეხება ზოგადად რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, ის ცოტა უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე პირადად პუტინის მიმართ დამოკიდებულება. საშუალოდ 34% რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 54% კი უარყოფითად. ფილიპინები (63%), ტუნისი (55%), სამხრეთ კორეა (53%) და საბერძნეთი (52%)   არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა.

    ბოლო წლების მანძილზე ქვეყნების უმეტესობაში არსებითად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პუტინის და რუსეთის მიმართ დადებითად არიან განწყობილი. შვედეთში რესპოდენტთა წილი, რომლებიც რუსეთის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილი 2007 წელს 59% იყო, 2018 წელს კი 79%.

    ქვეყნების უმეტესობაში პუტინის მიმართ ნდობა, რომელიც ისედაც დაბალი იყო, კიდევ უფრო დაეცა. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში გაიზარდა – პირველ რიგში ფილიპნებზე, სადაც 2014 წელს არსებული 34% ნდობა 2018 წლისთვის 61% მდე გაიზარდა.

    თუმცა რუსეთის ნეგატიური რეიტინგის ზრდის მიუხედავად, ასევე იზრდება რესპოდენტთა წილი, რომლებიც თვლიან რომ მსოფლიოში რუსეთის გავლენა გაიზარდა. კვლევის შედეგების მიხედვით საშუალოდ გამოკითხულთა 42 % თვლის, რომ ამჟამად მოსკოვი მსოფლიოში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ათი წლის წინ. შედარებისთვის, გამოკითხულთა მხოლოდ 19% თვლის, რომ რუსეთის როლი შემცირდა, 28% კი დარწმუნებულია, რომ იგივე დარჩა.

    აშკარაა, რომ პირდაპირი კავშირი რუსეთის გავლენის ზრდასთან დაკავშირებულ რწმენასა და მის მიმართ დადებით დამოკიდებულებას შორის არ არსებობს. მხოლოდ ფილიპინელ რესპოდენტთა 23 % თვლის, რომ რუსეთი ამჟამად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე 10 წლის წინ. 22% თვლის, რომ მისი როლი შემცირდა. მაგრამ საბერძნეთში და ტუნისში გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ რუსეთი დღეს უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. (65% და 59% შესაბამისად).

    საშუალოდ, გამოკითხულთა 31% თვლის, რომ ამჟამად ამერიკა ბევრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო ასპარეზზე, ვიდრე 10 წლის წინ. ამასთანავე, საშუალოდ 70% დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საქმეებში ჩინეთის როლი გაიზარდა.

    რუსეთს არ გააჩნია ზესახელმწიფოს ისეთი სტატუსი, რომელიც აშშ–ს და ჩინეთს აქვთ. მიუხედავად უზარმაზარი ტერიტორიისა და მოსახლეობის დიდი რაოდენობისა,  მისი მშპ მხოლოდ 1,5 ტრილიონი დოლარია, რაც სამხრეთ კორეისა და კანადის მშპ–ს უტოლდება.

    თუმცა რუსეთმა როგორც ძვირადღირებული ნაბიჯები – მაგალითად სირიი სამხედრო კამპანია –  ასევე ნაკლებხარჯიანი ნაბიჯები – როგორიც არის მაგალითად დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი აქტი – გადადგა, რომლებმაც საერთაშორისო მოვლენებზე შესამჩნევი გავლენა მოახდინეს.

    კრემლის იმიჯმეიკერებმა ასევე გაათამაშეს პუტინის პიროვნების კარტი, რათა უცხოურ აუდიტორიაზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. “ჩვენ განზრახ ვქმნიდით იდუმალების ატმოსფეროს პუტინის პიროვნების გარშემო – განაცხადა პუტინის ყოფილმა პოლიტტექნოლოგმა გლებ პავლოვსკიმ ვაშინგტონ პოსტთან ინტერვიუში. – უნდა შექმნილიყო ძლიერი სახე  სუსტ სახელმწიფოში.“

    რუსეთის შიგნით პუტინი კვლავ ძალიან პოპულარულ ფიგურად რჩება.  ბოლო დროს მისი რეიტინგი რუსეთში ოდნავ შემცირდა – 66% –მდე. თუმცა ასეთი  რეიტინგი ალბათ ბევრ დასავლელ ლიდერს შეშურდებოდა. საინტერესოა, რომ პრობლემების უმეტესობა, რომელსაც პუტინი ეჯახება შიდაპოლიტიკური ხასიათისაა. თუმცა ის თავისი პოპულარობის შესანარჩუნებლად საგარეო პოლიტიკას იყენებს. Pew research center – ის კვლევის თანახმად რუსეთის მოქალაქეთა 72% თვლის, რომ დღეს რუსეთი საერთაშორისო არენაზე ბევრად დიდ როლს თამაშობს, ვიდრე 10 წლის წინ.

    ორგანიზაციამ გამოკითხვა 2018 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლის ჩაატარა. მასში თითოეული ქვეყნის 915–დან: 2521–მდე მოქალაქე მონაწილეობდა. ყოველ ქვეყანაში ცდომილება +- 2.8 –5.1% –ს შეადგენს.

    სტატიის ორიგინალი

    https://www.washingtonpost.com/world/2018/12/06/russian-influence-is-perceived-growing-around-world-despite-global-mistrust-putin/?noredirect=on&utm_term=.00d3a6251f11

  • Huawei-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ჩინური ტელეკომუნიკაციების გიგანტის “Huawei-ს ფინანსური დირექტორი დაკავებულია. Meng Wanzhou კანადაში, ვანკუვერში დააკავეს.

    კომპანიის დამფუძნებლის შვილს და ხელმძღვანელის მოადგილეს Meng Wanzhou-ს შესაძლოა, აშშ-ში ექსტრადიცია მოუწიოს. დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, საქმე შეიზლება, ეხებოდეს  ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე შესაძლო დარღვევას, რომელსაც აშშ იძიებს.

    ჩინეთის საელჩო კანადაში Meng Wanzhou-ს დაკავებას აპროტესტებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს. Huawei-ში კი აცხადებენ, რომ საკმაოდ მწირ ინფორმაციას ფლობენ მომხდართან დაკავშირებით. რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ დირექტორს, Huawei აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია Meng Wanzhou-ს მიერ ჩადენილ რაიმე გადაცდომაზე.

  • როგორ შეიძლება დავსაჯოთ პუტინი უკრაინის გამო


    სარედაქციო სტატია 

    27/11/2018

    {{ARTICLEIMAGE}}

    შაბათ–კვირას რუსეთის შეტევამ უკრაინის წინააღმდეგ დაძაბულობის არსებითი ესკალაცია გამოიწვია. რუსული დროშით მოქმედმი რუსი სამხედროები ღიად დაესხნენ თავს თავის დასავლელ მეზობელს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა, სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ “რუსეთის აგრესიული ქმედებები“ დაგმო. მკაცრი რიტორიკა კარგია, თუმცა ამ სიტუაციაში აუცილებელია კონკრეტული მოქმედებები, განსაკუთრებით  ევროპისა და აშშ–ს თანამშრომლობა და ერთობლივი ქმედებები.

    პირველ რიგში რუსეთს საერთაშორისო პატივისცემაზე უნდა ეთქვას უარი, რისკენაც ის მიისწრფვის. დიდი ოცეულის სამიტი არგენტინაში კი კარგ შესაძლებლობას იძლევა რუსეთის ლიდერის იზოლაციისთვის. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გადადოს, სანამ რუსეთი კეთილი ნების ჟესტს არ გააკეთებს და მაგალითად ქერჩის სრუტეში რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს. ასეთი ზომა ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე პირადი შარმი, რომლის გამოყენების იმედი აქვს ტრამპს პუტინის წინააღმდეგ.

    რუსულ ეკონომიკას კიდევ ერთი სუსტი წერტილი აქვს, რომლის გამოყენება დასავლეთს შეუძლია. კონგრესი ახალ ფინანსურ სანქციებს და სადამსჯელო ზომებს განიხილავს მსხვილი რუსული ბანკის წინააღმდეგ და  რუსულ სახელმწიფო ობლიგაციებში ამერიკული ინვესტიციის ჩადების აკრძალვას გეგმავს. ასეთი ზომები პუტინის რეჟიმზე დაწოლას გააძლიერებს.

    მსგავსი სანქციები უკეთეს შედეგს გამოიღებს, თუ მათ ევროპასთან ურთიერთთანამშრომლობით გაატარებენ.  ძნელი იქნება ახალ ზომებზე ისეთი ქვეყნების დათანხმება, როგორებიცაა იტალია და საბერძნეთი. თუმცა ბოლო თვეებში ევროპამ ძველი სამყაროს ქვეყნებში რუსული შპიონაჟის  ახალი მტკიცებულებები მიიღო და ამან წესით ბევრი უნდა ჩააფიქროს.

    განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს გერმანია, რადგანაც ბერლინს მოსკოვზე ზემოქმედების მნიშვნელოანი ბერკეტები აქვს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“– ის გაზსადენის პროექტის წყალობით, რომლითაც გაზი რუსეთიდან დასავლეთს უნდა მიეწოდოს. პუტინს იმედი აქვს, რომ ახალი გაზსადენი, რომელმაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს, მას ევროპის კისერზე ენერგეტიკული ყულფის შემოჭერის საშუალებას მისცემს  – ერთდროულად უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს სატრანზიტო შემოსავლების გარეშე დატოვებს.

    მაგრამ ეს გაზსადენი საჭირო არ არის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ თხევადი  აირის ექსპორტს ზრდის. ახლა ზუსტად კარგი დროა იმისათვის, რომ ანგელა მერკელი ამ საკითხს მთავრობის დონეზე დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის წინააღმდეგ დღეს მწვანეთა პარტიის ლიდერები გამოდიან, რომელიც გერმანიაში გარკვეული თვალსაზრისით სიდიდით მეორე პარტიად იქცა. მწვანეთა ლიდერი, ჯემ ოზდემირი წელს გამოვიდა გაფრთხილებით: “თუ გვინდა პუტინმა სერიოზულად აღგვიქვას, მოდით, უბრალოდ შევაჩეროთ ბალტიური მილსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2““.

    ნატომ უშუალოდ არ უნდა დაიცვას უკრაინია, რომელიც ეს ქვეყანა ალიანსის წევრი არ არის. თუმცა ღირს დაფიქრება შავ ზღვაში სამხედრო ბლოკის წარმომადგენლობის გაძლიერებაზე სოლიდარობის დემონსტრაციის მიზნით.  ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს ასევე შეუძლიათ გაზარდონ  რუსეთის ზარალი აზოვის ზღვაში მისი შემდგომი ქმედებების შემთხვევაში, გადასცენ კიევს დამატებითი ლეტალური იარაღი, როგორიც არის მაგალითად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.

    რუსეთი პრობლემებს არა მხოლოდ უკრაინას უქმნის. უბრალოდ იქ ეს პრობლემები გადაუდებელი ხასიათისაა. პუტინს უნდა თავისი გავლენა ჩრდილოეთის პოლუსიდან აფრიკამდე გაავრცელოს. თუ ცოტახნისწინანდელ მოვლენებზე ქმედითი რეაქცია არ იქნება, რუსეთისგან სულ მალე ახალ შეურაცხყოფას უნდა ველოდოთ.

    სტატიის ორიგინალი

    www.wsj.com/articles/ways-to-make-putin-pay-for-ukraine-1543365336?mod=searchresults&page=1&pos=1

  • კალიფორნიაში ხანძარმა ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები გაანადგურა

    ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.
  • ნორვეგია ელექტროთვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს

    BBჩ-ის ინფორმაციით, 2040 წლისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიაზე ხანმოკლე ფრენებს განახორციელებენ. BBჩ წერს, რომ ნორვეგია მთიანი ქვეყანაა, სადაც ზამთარში ყინულსა და თოვლს გზების ჩაკეტვა შეუძლია, აქედან გამომდინარე, ხანმოკლე ფრენების განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
    2018 წლის ივლისში ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა კეთილ სულვიკ ოსლენმა ელექტოენერგიაზე მომუშავე ორადგილიანი თვითმფირნავით იმგზავრა. ელექტროთვითმფრინავი სლოვენიური კომპანიის მიერ იყო დამზადებული.

    მინისტრმა ჰაერში რამდენიმე წუთი გაატარა. სატესტო ფრენას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. BBჩ-ს ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე მსოფლიოში ისეთი სიმძლავრის ელექტროსატენი არ არსებობს, რომლიც თვითმფრინავის დატენვას შეძლებს, ნორვეგიის მხრიდან 2040 წლის დასახელება საკმაოდ გაბედული ნაბიჯია.
    სლოვენიური კომპანია “პიპისტელი” ელექტოენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავების შექმნაზე მუშაობს. BBჩ-ის ინფორმაციით, კომპანიამ მსოფლიოში პირველი, სრულად ელექტოენერგიაზე მუმუშავე ოთხკაციანი თვითმფინავი დაამზადა.

  • 10 მარტივი ცვლილება რომელსაც დედამიწის გადარჩენა შეუძლია

    ყველამ ვიცით რომ კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესია, თუმცა არსებობს უამრავი ნიუანსი რომელსაც ამ პროცესის შემსუბუქება შეუძლია.
    1