Category: მსოფლიო

  • ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს

    ირანი უარყოფს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, თეირანში უკრაინული თვითმფრინავი მათმა რაკეტამ ჩამოაგდო. შეიარაღებული ძალების სპიკერმა , ალი აბეძადეჰმა ბრალდებებს სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ მეცნიერულად შეუძლებელია ირანს ჩამოეგდო ბოინგი.

    ირანის რევოლუციურ გვარდიასთან აფილირებული საიტი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალ ვერსიას მტრების შექმნილ კონსპირაციულ თეორიას უწოდებს.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ირანმა ამერიკულ კომპანია Boeing-სთვის შავი ყუთის გადაცემაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, შავ ყუთს არც უკრაინას გადასცემენ, თუმცა მონაცემთა გაანალიზების მიზნით მათთან ერთად იმუშავებენ.

    შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს და ერაყის მაღალჩინოსნები დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანმა შემთხვევით ჩამოაგდო. ირანის ბრალეულობაზე საუბრობს კანადის პრემიერ-მინისტრიც.

    ამერიკული მედია ვიდეოს ავრცელებს, სადაც , მათი თქმით, ასახულია, როგორ ეჯახება რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ბოინგმა ირანში ავიაკატასტროფა 8 იანვარს განიცადა. შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 180-მდე მგზავრი დაიღუპა.

  • უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო-კანადის პრემიერი (ვიდეო)

    “კანადელებს აქვთ შეკითხვები და იმსახურებენ პასუხებს”- კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინული ბოინგის ავიაკატასტროფაში ირანი ღიად დაადანაშაულა.

    “ჩვენ მრავალი წყაროსგან გვაქვს ინფორმაცია, როგორც მოკავშირეების ასევე საკუთარი წყაროებისგან გვაქვს მტკიცებულება, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია ირანული რაკეტების მიერ. ეს ინფორმაცია მოითხოვს შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს. კანადა თანამშრომლობს მოკავშირეებთან, იმისთვის რომ დადგინდეს რამ გამოიწვია კატასტროფა. კანადელებს  აქვთ შეკითხვები და იმსახურებენ  პასუხებს”-განაცხადა ტრუდომ. 

  • ირანმა უკრაინული ბოინგი შემთხვევით ჩამოაგდო- ამერიკული მედია

    CBS-ის ინფორმაციით, ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო.

    მედიის ცნობით, ამერიკული მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ რადარებმა ორი სარაკეტო გასროლა ბოინგის ჩამოვარდნამდე დააფიქსირეს. მათი თქმით, ირანმა თვითმფრინავი Tor-M1 სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს.

    პენტაგონი კომენტარისგან თავს იკავებს. დონალდ ტრამპის თქმით, მას აქვს ეჭვები და შეიძლება ,,ვიღაცამ შეცდომა დაუშვა”.

    ირანის ავიაციის ხელმძღვანელი აცხადებს , რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ირანის რევოლუციურ გვარდიასთან აფილირებული საიტი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ახალ ვერსიას მტრების შექმნილ კონსპირაციულ თეორიას უწოდებს. 

    უკრაინული ბოინგი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 180-მდე მგზავრი დაიღუპა.

  • საბერძნეთში პიტბულმა 11 წლის ბიჭი დაგლიჯა

    საბერძნეთში ძაღლმა 11 წლამდე ბიჭი დაგლიჯა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეზობლის ძაღლმა დაგლიჯა.  რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი ბავშვს პირს არ უშვებდა და ფეხებზე მძიმე დაზიანებები მიაყენა. ბიჭი  საავადმყოფოში დედამ გადაიყვანა.

    მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას განაგრძობს.

  • ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა

    ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად  მუსიკოსმა ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

    ელტონ ჯონმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, სიდნეიში გამართული კონცერტის დროს თავად განაცხადა. 

    „იქ არის ხალხი, რომლებმაც დაკარგა საკუთარი სიცოცხლე, რათა გადაერჩინათ  საცხოვრებელი სახლები. ეს უაღრესად გულდასაწყვეტია.სამწუხაროდ,  ხანძრის შედეგად ცხოველთა უამრავი სახეობა დაიღუპა, დანაკარგი ბიბლიური მასშტაბის არის. მე ვაპირებ 1 მილიონი დოლარი გადავრიცხო ფონდში“,- თქვა ელტონ ჯონმა. 

    მუსიკოსის ამ განცხადებას ხალხში მხურვალე აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა. 

    მედიის ცნობით, მასშტაბური ავსტრალიის ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.

  • გარდაცვლილთა ვინაობა ზუსტდება- ზელენსკი უკრაინული ავიალაინერის კატასტროფას გამოეხმაურა

    უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ირანში, უკრაინული ავიალაინერის კატასტროფას გამოეხმაურა. ზელენსკიმ  დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ჯერჯერობით დაღუპულთა ზუსტი იდენტიფიცირება არ მომხმდარა.

    „წინასწარი ინფორმაციით, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის სრული შემადგენლობა დაიღუპა. ჩვენი საელჩო ამ წუთებში აზუსტებს ინფორმაციაც ტრაგედიის გარემოებებსა და დაღუპულ მგზავრთა შესახებ. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო თითოეული მათგანის  ოჯახებს“. – აღნიშნულია ზელენსკის  განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ირანის დედაქალაქში უკრაინული ავიალაინერი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი  ყველა ადამიანი დაიღუპა.

  • ირანში უკრაინული ბოინგი ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 180 ადამიანი

    ბოინგის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 180 ადამიანი.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ- 737 თეირანის აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. ის დედაქალაქ კიევში მიფრინავდა.

    თვითმფრინავის ჩამოვარდნას ადასტურებს იმამ ხომეინის აეროპორტის ადმინისტრაცია. 

    პირველადი ინფორმაციით თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურ გაუმართაობას უკავშირდება.

  • ირანმა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ავიადარტყმები განახორციელა

    ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზას, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ ბალისტიკური რაკეტები ესროლა. შეტევა მოხდა ერაყის ჩრდილოეთით, ერბილის პროვინციაში მდებარე აეროდრომზე, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ და ქვეყნის დასავლეთში მდებარ ეინ ალ ასადის ავიაბაზაზე.

    პენტაგონმა დაადასტურა, რომ სარაკეტო შეტევა ორ ბაზაზე განხორციელდა. აშშ–ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა, რომ ბაზებს ათზე მეტი რაკეტა ესროლეს. თუმცა ირანული მედიის ინფორმაციით რაკეტების რაოდენობა 30–ს აღემატებოდა.

    ავიადარტყმაზე პასუხისმგებლობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი განცხადებით ეს არის წარმატებული ოპერაციის დასაწყისი სახელწოდებით “წამებული სულეიმანი“ და ეს არის შურისძიება 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის მკვლელობის გამო.

    ირანის ლიდერი აცხადებდა, რომ მზად აქვს შურისძიების 13 სცენარი. დონალდ ტრამპმა კი ირანის ლიდერი გააფრთხილა, რომ თეირანის საპასუხო რეაქციის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები ირანის ტერიტორიაზე 52 სამიზნეზე მიიტანდნენ იერიშს.

  • ირანში ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტის დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

    გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას ჭყლეტაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    „სამწუხაროდ, ჭყლეტის დროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა და ზოგი დაშავდა“,-განაცხადეს ექიმებმა.

    გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მიმდინარეობს.

    სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს”.

    სოლეიმანი 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

  • როგორი იქნება შურისძიება გენერლის მკვლელობის გამო. ირანის ლიდერები ვაშინგტონს ემუქრებიან

    გავლენიანი ირანელი გენერლის, კასემ სულეიმანის გლოვის კამპანიაში ირანის პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო. ირანის ცენტრალურ ტელევიზიაში მოკლულ გენერალს რწმენისთვის დაღუპულ წამებულს ადარებენ. სამხედროები აიათოლა ჰამენეის მსგავსად სასტიკ შურისძიებაზე საუბრობენ.

    პირველი დემონსტრაციები სულეიმანის სიკვდილის გამო აშშ–სა და ისრაელისთვის სამაგიეროს გადახდის მოთხოვნით უკვე პარასკევს, ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო შეტევიდან რამდენიმე საათში გაიმართა. სწორედ ამ შეტევას ემსხვერპლა გენერალი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე სამხედრო.

    ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუხანიმ ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შაბათს აშშ–ს ოპერაციას ერაყის მიწაზე ჩადენილი სახელმწიფო ტერორიზმის აქტი უწოდა. მან რეგიონის ქვეყნებს “აშშ–ს აგრესიის“ წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.ამ განცხადებიდან მალევე ერაყის ხელისუფლებამაც სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

    შაბათს ბაღდადში პირველი სამგლოვიარო პროცესია გაიმართა, სადაც ხმამაღლა ისმოდა შურისძიების მოწოდებები. ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

    ცერემონიალის შემდეგ მალევე დაიცხრილა ბაღდადის “მწვანე ზონა“, სადაც აშშს საელჩო და სახელმწიფო დაწესებულებები მდებარეობს. ასევე ორი რაკეტა გაისროლეს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა “ბალადის“ მიმართულებით, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კვარტალს ალ ჯადრიას.

    როგორც ერაყის პოლიციამ როიტერს განუცხადა, აშშ–ს საელჩოს სიახლოვეს “კატიუშას“ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. მედია ხუთ დაშავებულზე წერს. ვინ გახსნა ცეცხლი ბაღდადში ჯერჯერობით უცნობია.

    შაბათს საღამოს შიიტურმა დაჯგუფება ალ ხაშდ აშ შააბიმ განაცხადა, რომ ერაყში იმ სამხედრო ბაზებზე თავდასხმას გეგმავს, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ.

    მოკლულ გენერალთან გამომშვიდობების ცერემონიალი სამშაბათამდე გაგრძელდება, თეირანის საომარი რიტორიკა კი სავარაუდოდ კიდევ დიდხანს. მას ირანის სახელმწფიო მედია და სოციალური ქსელებიც აღვივებს.

    ექსპერტების აზრით პროპაგანდის მიზანი არა მხოლოდ მტრის შეშინება, არამედ ქვეყნის შიგნით ხალხის მობილიზება და მოყოყმანეების და სკეპტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებაა.

    გენერალი სულეიმანი ირანის ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის მარჯვენა ხელი და ირანში რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისი მკვლელობის შემდეგ ტელევიზია ცდილობს განსაკუთრებით გაუსვას ხაზი გარდაცვლილსა და ჰამენეის შორის სიახლოვეს. სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიება კი წარმოჩენილია როგორც აიათოლასთვის დაკისრებული მისია.

    ჰამენეიმ აშშ–ზე შურისძიების შესახებ მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე განაცხადა, ერთ დღეში კი შურისძიების დაპირება ირანის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად და პროპაგანდისტულ ხაზად იქცა. შურისძიებაზე საუბრობს ყველა სამხედრო, ჩინოვნიკოსები და პოლიტიკოსები, რომლებიც ირანის ტელევიზიით გამოდიან.

    ისინი ამბობენ, რომ დასავლური ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ–ს მოქალაქეებს ურჩევნიათ ახლო აღმოსავლეთი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ. ამბობენ იმასაც, რომ სულეიმანის სიკვდილმა ბოლო უნდა მოუღოს რეგიონში ამერიკელი სამხედროების ყოფნას.

    პრეზიდენტი როუხანი მოკლული გენერლის ოჯახში მივიდა. ამ ვიზიტის შესახებ სიუჟეტში სულეიმანის ქალიშვილი მას ეკითხება, როდის იძიებენ შურს მამამისის მკვლელობის გამო, რაზეც როუხანი პასუხობს: „ეს მაშინ მოხდება, როცა ამერიკას ბინძურ ხელებს მოაჭრიან, რომლითაც ამ რეგიონზეა ჩაბღაუჭებული“.

    ირანის რეჟიმის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ჰეშთეგს “სასტიკი შურისძიება“ იყენებენ. გენერლის სიკვდილის დღეს ბიბისის მონიტორინგის სამსახურის ცნობით ეს ჰეშთეგი სოციალურ ქსელებში 274 000 ჯერ გამოიყენეს. ამავე სამსახურის ინფორმაციით ექაუნთებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია საეჭვო, შესაძლო კოორდინირებული მოქმედება. ბევრი მათგანი დეკემბერში ან იანვარში შექმნა, აქვთ პროფილის მსგავსი ფოტოები, არიან ერთმანეთის ხელმომწერები, მათი სახელები კი ძირითადად შემთხვევითი ასოებისა და ციფრებისგან შედგება.

    სოცქსელებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომელიც ჰეშთეგით #TnxPOTUS4Soleimani (მადლობა აშშ–ს პრეზიდენტს სულეიმანისთვის) არის წარმოდგენილი. ისინი, ვინც ამ ჰეშთეგს იყენებენ წერენ, რომ გენერალი სულიმანი პასუხისმგებელია სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე. ითვლება, რომ თავის დროზე სწორედ სულეიმანიმ დაარწმუნა ვლადიმერ პუტინი სირიის კონფლიქტში ჩარეულიყო.

    სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ სამგლოვიარო დემონსტრაციებისთვის თეირანი სამხედროებს, სტუდენტებს და პატიმრებს იყენებს.

    როდის იქნება პასუხი და სად?

    ირანი რომ შურისძიებას შეეცდება ცხადია, თუმცა გაუგებარი როდის და სად მოხდება ეს. გერენალ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიალი ირანის ხელისუფლებისთვის ამაღლებული სცენების დადგმის საშუალება იქნება. მათთვის დღეს უმნიშვნელოვანესია სულეიმანის სიკვდილის მნიშვნელობის მაქსიმალური ხაზგასმა და ამაში იმ ადამიანების დარწმუნება, ვისაც მაინც და მაინც არ მოსწონდა გენერლის სიახლოვე ირანის ლიდერთან და მისი ძვირადღირებული სამხედრო ავანტიურები ქვეყნის გარეთ.

    ირანის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ სულეიმანის სიკვდილი ნაციას გააერთიანეს, რომელიც ახლა გაურკვეველი მომავლის წინაშე დგას.
    ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა გენერალმა აბუხამზემ განაცხადა, რომ ირანმა რეგიონში 35 სამხედრო სამიზნის იდენტიფიკაცია მოახდინა, თელ–ავივის ჩათვლით. მან ახსენა სპარსეთის ყურეში აშშ–ს სამხედრო ხომალდებზე შესაძლო შეტევაც.

    თუმცა, ანალიტიკოსების აზრით ირანი შეეცდება თავი აარიდოს პირდაპირ სამხედრო შეტაკებას, რომელმაც შესაძლოა მასზე გამანადგურებელი დარტყმა გამოიწვიოს. ამჟამად სპარსეთის ყურეში აშშ–ს სამხედრო ძალების დიდი რესურსებია მობილიზებული.

    ამის ნაცვლად თეირანისგან ასიმეტრიულ საპასუხო დარტმას ელიან. ექსპერტები ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, როგორი იქნება ეს პასუხი.