ირანში ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე ჭყლეტის დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

Written by

in

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას ჭყლეტაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ჭყლეტის დროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა და ზოგი დაშავდა“,-განაცხადეს ექიმებმა.

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მიმდინარეობს.

სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს”.

სოლეიმანი 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *