Category: მსოფლიო

  • ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, სახანძრო სამსახური მოსახლეობას თავშესაფრის მოძებნისკენ მოუწოდებს

    ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. პრემიერ მინისტრის, სკოტ მორისონის ბრძანებით, ლოკალიზების სამუშაოებში 3000 ჯარისკაცი ჩაერთო.

    სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორია არ დატოვონ და თავშესაფარი ადგილზევე ეძებონ. “ტერიტორიის დასატოვებლად უკვე ძალიან გვიანაა, ეძებეთ თავშესაფარი,”- წერია უწყების განცხადებაში.

    ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი სიცხე და ქარი ართულებს. დღეს ავსტრალიაში სიცხემ 40℃-ს მიაღწია. 4 იანვარს, დღის ბოლოს, ხანძრის ახალი 73 კერა გაჩნდა, 53 კი ისევ იწვის.

    ხანძარმა გაანადგურა 1500 სახლი და მილიონობით ჰექტარი ტყე. დაიღუპა ნახევარ მილიარდამდე ცხოველი, მათ შორის დიდი რაოდენობით კოალა. მათი საცხოვრებელი ტყეების დაწვის გამო, ისინი შესაძლოა გადაშენების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

    ავსტრალიაში ხანძარს სექტემბრიდან დღემდე მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება. სტიქიას ავსტრალია უკვე რამდენიმე თვეა ებრძვის.

  • ვინ იყო გენერალი სოლეიმანი, რომლის ლიკვიდაციისთვის აშშ–მ სარაკეტო იერიში განახორციელა

    გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტურ ქვედანაყოფს, „ყუდსის ძალებს“ 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა.
    სოლეიმანი ირანის მთავრობას ახლო აღმოსავლეთში არაპირდაპირი ომების წარმოებაში ეხმარებოდა. გენერალ-მაიორი სამშობლოში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა. ამასთან ერთად, მუდამ იყო აშშ-ის, ისრაელისა და ირანის რეგიონული კონკურენტის, საუდის არაბეთის დაკვირვების ქვეშ.

    აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მალევე დაადასტურა. პენტაგონის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეც-ოპერაცია ირანის მიერ, სამომავლო თავდასხმის გეგმების შეკავებას ისახავდა მიზნად. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გენერალ სოლეიმანს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასობით ამერიკელის სიკვდილსა და კოალიციური ძალების ათასობით წარმომადგენლის დაშავებაში.

    ყასემ სოლეიმანი და მასთან ერთად ლიკვიდირებული შეიარაღებული დაჯგუფება „სახალხო მობილიზაციის ძალების“ მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, ირანში მტრებთან მებრძოლ ეროვნულ გმირებად იყვნენ აღიარებული.

    გენერალი სოლეიმანი ირანის საგარეო საიდუმლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის ველზე ის ხშირად ჩნდებოდა, როგორც ერაყის შიიტური დაჯგუფებების ხელმძღვანელი.


    ყასიმ სოლეიმანი „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელად 1998 წელს ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა, ალი ჰამეინიმ დანიშნა. ამ პერიოდიდან, მან მოახერხა ირანის კავშირების გაძლიერება დაჯგუფება “ჰეზბოლასთან” ლიბანში, ბაშარ ალ ასადის მთავრობასთან სირიაში და შიიტურ დაჯგუფებებთან ერაყში.

    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გენერალ-მაიორის იმიჯსა და რეპუტაციაზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ. სოციალურ ქსელებში ანთავსებდნენ ფოტოებს, სადაც ის სირიასა და ერაყში ბრძოლის ველზე, სამხედრო მეთაურებთან ერთად იყო დაფიქსირებული. მისი წვერი და ვარცხნილობა კი ყოველთვის მოწესრიგებული იყო.

    გასულ წელს, ირანის სამხედრო ეშელონებში სოლეიმანის მზარდი ავტორიტეტი სულ უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ირანის ამჟამინდელმა სულიერმა ლიდერმა აიატოლა ალი ჰამენეიმ მას უმაღლესი სამხედრო წოდება მიანიჭა და ზულფიყარის მედლით დააჯილდოვა. ისლამური რევოლუციის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სამხედრო მეთაურმა ზულფიყარის მედალი მიიღო.

    სოლეიმანის დაღუპვის შემდეგ, ჰამეინიმ განაცხადა, რომ გენერლის მკვლელობაში მონაწილეები შურისძიებას უნდა ელოდონ.

    გენერალ-მაიორი, 1957 წლის 11 მარტს, ირანის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონის პატარა ქალაქ რაბორში, მიწათმოქმედების ოჯახში დაიბადა.
    13 წლის ასაკში ის მამასთან ერთად ქალაქ კერმანში გადავიდა და მასთან ერთად მშენებლობაზე მუშაობდა.

    ირანის ისლამური რევულუციის დროს სოლეიმანი მუნიციპალურ წყლის კომპანიაში მუშაობდა და ქალაქ კერმანში შაჰის წინააღმდეგ დემონსტრაციებს უკეთებდა ორგანიზებას. მოგვიანებით, ის მოხალისედ ირიცხებოდა რევოლუციურ გვარდიაში,1980-იან წლებში კი ავღანეთის საზღვრებთან იბრძოდა.

    2007 წელს ერაყში, სუნიტ და შიიტ მებრძლოებს შორის სამოქალაქო ომის დროს, ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსებმა „ყუდსის ძალებს“ შიიტი მებრძოლებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდებაში დასდეს ბრალი, რამაც მრავალი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    სოლეიმანს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა სირიის ომზეც. 2015 წლის ზაფხულში ის მოსკოვში ჩავიდა, რის შემდეგაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ინტერვენციისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. ამ ნაბიჯმა სირიის ომის დინამიკა რადიკალურად შეცვალა და შექმნა რუსეთ-ირანის ახალი ალიანსი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის დასახმარებლად.”ფოქს ნიუსი” 2015 წელს იუწყებოდა, რომ სოლეიმანი მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

    გენერლის წარმატებამ ხელი შეუწყო ირანის დღის წესრიგის გამყარებას და რეგიონულ მოწინააღმდეგეებთან, საუდის არაბეთთან და ისრაელთან, მომგებიანი პოზიციის შექმნას.

    2018 წლის „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიის თანახმად, საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსნები სოლეიმანის ლიკვიდაციის შესაძლებლობებს 2017 წელს განიხილავდნენ. მაშინ, “ნიუ იორკ-თაიმსთან” საუდის არაბეთის მთავრობის სპიკერმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ისრაელის ოფიციალური სამხედრო პირები მასზე თავდასხმის შესაძლებლობებს საჯაროდ განიხილავდნენ.

    საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ცნობით, ირანის სულიერი ლიდერი „ყუდსის ძალების“ მეთაურად გენერალ სოლეიმანის მოადგილეს, ისმაილ გაანის გამოაცხადებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში- დონალდ ტრამპი

    ,,ირანს ომი არასდროს მოუგია, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებებში”,- წერს აშშ-ს პრეზიდენტი , დონალდ ტრამპი საკუთარ ,,ტვიტერზე”.

    ეს უკვე მეორე პოსტია, რომელიც დონალდ ტრამპმა ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დაწერა. მან ,,ტვიტერზე” პირველად აშშ-ს დროშა აღწერის გარეშე განათავსა.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სარაკეტო ძალებმა ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ბაღდადის აეროპორტში 3 იანვარს, გამთენიისას მოკლეს.

  • რუსეთში დათვი მწვრთნელს თავს დაესხა (ვიდეო)

    რუსეთში, ქალაქ ოლონეცში, საცირკო წარმოდგენისას დათვი მწვრთნელს თავს დაესხა.

    ვიდეოში ჩანს, რომ სცენასა და მაყურებლებს შორის დამაბრკოლებელი ბარიერები არაა.

    ერთ-ერთი მაყურებლის ცნობით, მას შემდეგ, რაც დათვი მწვრთნელს თავს დაესხა, ხალხის მასაშიც შეიჭრა, რის შემდეგაც იგი ელექტროშოკის გამოყენებით შეაჩერეს. 

    {{VIDEO}}

  • 19 წლის გოგოს ცოცხლად დაწვისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯიან

    ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვის საქმეში ბრალდებულ 16 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

    19 წლის  ნუსრათ ჯაჰან რაფი სკოლის დირექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. საქმეზე ბრალდებულებს შორის სკოლის დირექტორიც არის. გამოძიება ყველა მათგანისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვდა, ბრალდებულებიდან 12-მა აღიარებითი ჩვენება მისცა.

    სასტიკი მკვლელობა გაზაფხულზე სკოლის სახურავზე მოხდა. მკვლელობას წინ უძღოდა დირექტორის მიერ გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობა.
    შეიყვანა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, ნუსრათმა თავი დააღწია და ოთახიდან გაიქცა. უამრავი სხვა ბანგლადეშელი გოგოსგან განსხვავებით, ნუსრათი ოჯახთან ერთად პოლიციაში მივიდა და ყველაფერი სამართალდამცველებს უამბო. იმავე დღეს პოლიციამ სკოლის დირექტორი დააკავა, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.

    მიუხედავად ამისა 6 აპრილს, ინციდენტიდან 11 დღეში ნუსრათი სკოლაში მივიდა, რათა გამოცდა ჩაებარებინა. ერთ-ერთმა თანასკოლელმა ნუსრათი სკოლის სახურავზე აიყვანა, სადაც 10-მდე  თანასკოლელი მას საჩივრის უკან გამოტანისკენ მოუწოდებდა. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი  გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

  • რატომ მოუწია დანიის პრემიერს აქლემის ყიდვა (ვიდეო)

    დანიის პარლამენტარები, შეხვედრაზე ცირკში ცხოველების გამოყვანის საკითხზე მსჯელობდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენს პარლამენტმა განმარტება მოსთხოვა ზედმეტ ხარჯზე. მან ცირკიდან 4 სპილო შეიძინა, რადგან ახალი კანონის მიხედვით ცირკში მათი ასე გამოყენება აღარ შეიძლებოდა. თუმცა ხარჯებში მაინც იყო გადამეტება, როგორც ირკვევა პრემიერმა 4 სპილოსთან ერთად კიდევ ერთი აქლემი შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი სპილოს განუყრელი მეგობარი იყო.

    პრემიერ მინისტრმა მოხსენების დროს სიცილისგან თავი ვერ შეიკავა, რითაც აიყოლია სხდომაზე მყოფი პარლამენტარები. მალევე სხდომა რეგლამენტის შესაბამისად გაგრძელდა.

    {{VIDEO}}

  • ზვიგენმა ტურისტ ქალს ხელები მოაჭამა

    საფრანგეთის პოლინეზიაში  ფრანგ ტურისტს ზვიგენი დაესხა თავს. 35 წლის  ქალი ვეშაპების დასათვალიერებლად იყო მისული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “Agence France-Presse”-ი ავრცელებს.

    ზვიგენმა ტურისტს მკერდზე და ხელებზე უკბინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქალს ადგილზე გაუწიეს პირველადი დახმარება. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ორივე ხელი მოეჭრათ.

  • ვლადიმერ პუტინმა და ერდოღანმა 10-პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

    სოჭში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 6 საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რეჯებ თაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი მთელი ამ დროის განმვალობაში პირისპირ საუბრობდნენ. მათ 10-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წაიკითხეს.

    შეთანხმების თანახმად:

    1. ორივე მხარე თანხმდება, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას, ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

    2. მხარეები ხაზს უსვამენ თავიანთ მზადყოფნას, ებრძოლონ ტერორიზმს მის ყველა გამოვლინებაში და ფორმაში და წინააღმდეგობა გაუწიონ სეპარატისტულ სწრაფვებს სირიის ტერიტორიაზე.

    3. ამ კონტექსტში, არსებული სტატუს-კვო, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ რაიონში, თელ-აბიადიდა და რას ალ აინის შორის, შენარჩუნდება.

    4. ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმების განხორციელებას თანამედროვე გარემოებებში.

    5. 2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან, სირია-თურქეთის საზღვრის სირიულ მხარეს, ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ზონის გარეთ, შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ძალები. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ძალებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლის.

    6. ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება უნდა გამოვიდნენ მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;

    7. ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;

    8. სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;

    9. აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;

    10. ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.

  • “ჰილარი გაგიჟდა!“–ტრამპი ყოფილ კონკურენტს შეურაცხმყოფელ ტვიტს უძღვნის

    ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტს, ჰილარი კლინტონს კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი ტვიტი მიუძღვნა. “ჰილარი გაგიჟდა! — წერს ტრამპი ტვიტერზე.

    “ის ახლა ამჯერად კონგრესმენ თულსი ჰაბარდს “რუსეთის ფავორიტს” ეძახის და და ჯილ სთაინსს “რუსულ აქტივს”. ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ მე რუსეთის დიდ მოყვარულს. მიწოდებდა (სინამდვილეში მე მიყვარს რუსი ხალხი. მე ყველა ხალხი მიყვარს). ჰილარი გაგიჟდა!” — წერს ტრამპი ტვიტერის ანგარიშზე.

  • იტალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

    კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ისევ ამოიფრქვა. ვულკანის გააქტიურებამდე კატანიის პროვინციაში მიწისძვრები მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. ეტნა კი ვულკანურ ფერფლს და ცხელ ლავას ახლაც აფრქვევს.

    ქალაქ კატანიის ცა ფრენებისთვის ნაწილობრივ დაიკეტა, ვულკანური ბოლი თვითმფრინავებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. ის 2013 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის რიცხვში შეიყვანა.