Category: მსოფლიო

  • კორონავირუსის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

    კორონავირუსის გამო, აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

    აზერბაიჯანმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ შტაბზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

    საზღვარი ამ დროის გადაწყვეტილებით ორი კვირით იკეტება. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანა გააკეთებს სპეციალურ კორიდორს, რომ ირანში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ.

  • რომის პაპი შეუძლოდ არის.მედია ეჭვობს, რომ მას კორონავირუსი აქვს

    რომის პაპმა საჯარო ღონისძიებები გადადო და სახლიდან მუშაობს. ვატიკანის განცხადებით ის თავს კარგად ვერ გრძნობს. ოთხშაბათს, წირვის დროს პაპს გაციების სიმპტომები აღენიშნებოდა. ის ხშირად ახველებდა. წირვის დაწყებამდე კი მრევლთან ჰქონდა ურთიერთობა და ბევრ მათგანს ხელი ჩამოართვა.

    სააგენტო ასოშეითედ პრესი ხაზს უსვამს, რომის პაპი ფრანცისკი იშვიათად აუქმებს დაგეგმილ ღონისძიებებს. ვატიკანის განცხადებაში კორონავირუსი არ არის ნახსენები და მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ პაპი შეუძლოდ არის.

    იტალია, სადაც ვატიკანი მდებარეობს ევროპაში კორონავირუსის გავრცელების კერაა. 23 თებერვალს ქვეყანაში საგანგებო ზომები შემოიღეს. ოფიციალური მონაცემებით იტალიაში ამდროისთვის 655 დაავადებულია, 17 კი გარდაიცვალა.

  • ჯანდაცვის ოფიციალური პირები ვირუსის შეკავებაზე მთელ მსოფლიოში ზრუნავენ

    კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის აფეთქებისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაცული. ამიტომ, პრევენციულ ზომებს ჯანდაცვის სისტემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ. ახალი (more…)

  • მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა, აშშ გმობს რუსეთის მიერ ოკუპაციას!

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, 27 თებერვალი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობის თარიღია. მისი სახით, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყირიმი უკრაინაა და ხაზს უსვამს, რომ 2018 წლის ივლისის ყირიმის დეკლერაციის მიხედვით, აშშ არც ახლა არ აღიარებს და არც როდესმე დაუშვებს რუსეთის ამბიციებს ყირიმის ნახევარკუნძულის სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ასევე, ამ ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია, მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის საშიშროებას ქმნის.

    მაიკ პომპეო შეშფოთებით აღნიშნავს ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას ყირიმში, ისევე, როგორც იქ მედიის, სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური უმცირესობების შექმნილ კრიტიკულად მწვავე სიტუაციას. სახელმწიფო მდივანი ხელახლა გმობს რუსეთის მოქმედებებს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში და ამასთან აცხადებს, რომ აშშ სანქციებს შეინარჩუნებს რუსეთის წინააღმდეგ იმ დრომდე, ვიდრე ეს უკანასკნელი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს და მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი გამოუვლინდა

    ირანის ვიცე-პრეზიდენტს  მასუმე ებტეკარს კორონავირუსი აღმოაჩნდა.ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

    ირანული მედიის ინფორმაციით, ებტეკარს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები ჰქონდა, მან ანალიზი ჩააბარა, რაზეც პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

    კორონავირუსის ინფექცია ებტეკარის გარდა,  ირანში ასევე მთავრობის 2 წევრს აღმოაჩნდა. გასულ დღეებში პარლამენტის წევრ მაჰმუდ სადეგს და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ვირუსული ინფექცია დაუდასტურდათ.

  • რუსეთში, ლენინგრადის ადგილობრივი მთავრობის წევრებს მთავრობის სხდომაზე ავარჯიშებენ (ვიდეო)

    დღეს ლენინგრადის ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე, სპეციალურად მოწვეულმა ე.წ. ჩირლიდერებმა ადგილობრივი მთავრობის წევრებისთვის ვარჯიშები ჩაატარეს.

    ტელეარხი Dozhd-ის ინფორმაციით, მთავრობის წევრები ჯანსაღი ცხოვრების წესს უჭერენ მხარს და სხდომათა დარბაზში ვარჯიშობენ.

    როგორც მედია წერს, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა ე.წ. ჩირლიდერებთან ერთად ლენინგრადის რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი იალოვის ეკონომიკისა და ინვესტიციების შესახებ სიტყვით გამოსვლამდე მუსიკის ფონზე ივარჯიშეს.

    მათ ამის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს. 

  • ევროპის ქვეყნების მთავრობები პანდემიისთვის ემზადებიან

    ევროპის ქვეყნები კორონავირუსის შესაძლო პანდემიისთვის მოსამზადებელ გეგმებზე მუშაობენ. კოვიდ-19-ის შემთხვევები ევროპაში აზიასთან შედარებით ამ ეტაპზე ბევრად დაბალია, თუმცა მთავრობები მომზადებას ამჯობინებენ.

    რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ვირუსის გავრცელებას ელოდებიან და განიხილავენ ისეთი საკითხების ორგანიზებას, როგორიცაა დიდი სპორტული ღონისძიებების, კონცერტების თუ სხვა საზოგადოებრივი თავყრილობების გაუქმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირების, ფრენებისა და მგზავრობების შეზღუდვის თუ სკოლების დახურვის შესაძლებლობას.

    ვირუსით ამჟამად მსოფლიოში 80 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, დაახლოებით 3 000 კი – გარდაიცვალა.

    ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ წევრი ქვეყნები შენგენის ზონის შიგნით, თავისუფალ გადაადგილებას არ შეზღუდავენ, თუმცა ასევე ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში ქვეყნების მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ახლა კარგი დროა პანდემიისთვის მოსამზადებლად, რადგან ევროპაში შესაძლოა დაავადების იმაზე მეტი შემთხვევა იყოს, ვიდრე ამ ეტაპზეა ცნობილი.

    ბრიტანეთში ამ დრომდე კოვიდ-19-ის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ქვეყანა ანალიზებისა და ტესტირების მასშტაბებს ზრდის და რამდენიმე კლინიკა უკვე მზადაა იმისთვის, რომ ის ადამიანებიც კი შეამოწმოს, ვისაც არ უმოგზაურია ან არ იცის ჰქონდა თუ არა დაავადებულებთან კონტაქტი. მედიკოსები ახალი შემთხვევების გამოვლენას მოსალოდნელად მიიჩნევენ.

    თუმცა ევროპაში ყველაზე რთული ვითარება ამჟამად იტალიაშია. მისი მეზობელი სახელმწიფოები პანდემიისთვის აქტიურად ემზადებიან. ბრიტანეთი იტალიასთან ფრენების შეზღუდვას ამ ეტაპზე არ აპირებს და აცხადებს, რომ “ეს ვირუსი საზღვრებს არ ცნობს” და ჩინეთთან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, იტალია მაინც ძლიერ დაზარალდა.

    საზღვრების საკითხს ქვეყნები, სავარაუდოდ, განსხვავებულად მიუდგებიან. შენგენის ზონის ზოგიერთმა წევრმა უკვე შეზღუდა ქვეყანაში მგზავრების შესვლა ჩინეთიდან. ევროკავშირის ლიდერები ამჟამად საზღვრებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას ემხრობიან და არ სურთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა თუნდაც დროებითი ავტონომიური კონტროლი დაამყარონ შიდა საზღვრებზე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ეგვიპტის ექსპრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაკი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰოსნი მუბარაკი კაიროში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    მუბარაქი ქვეყნის მეთაურის პოსტს 1981-2011 წლებში იკავებდა.

    2011 წელს მუბარაქის მთავრობა დაამხეს. რეოლუციური პროცესები 2 კვირისა და 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 1000-ზე მეტი ადამიანი შეტაკებების შედეგად გარდაიცვალა.
    და ციხე დატოვა.

  • “რატომ არის საქართველო ერთერთი დაუფასებელი კურორტი სათხილამუროდ” – CNN-მა საქართველოს შესახებ სტატია მომზადა

    რატომ არის საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სათხილამურო მიმართულება? – ამ სათაურით CNN-ი საქართველოს ზამთრის კურორტებზე სტატიას აქვეყნებს.

    „საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ -წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.ბენჯამინ კემპერი სტატიაში დეტალურად აღწერს საქართველოს სამთო კურორტებს და მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.

    „საქართველოს შესახებ პირველი რაც მოგზაურებს თავში მოსდით ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და ტრენდული ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს” – წერს ჟურნალისტი.

    {{PHOTOGALLERY}}

    სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა საკმაოდ იაფია. ავიაკომპანია Raynair-ის ბილეთები ევროპული ქალაქებიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით 20 დოლარიდან იწყება, შედეგად საქართველო ევროპული სამოგზაურო მიმართულებების სიას დაემატა.

     

    „ საქართველოს ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი გუდაური თბილისიდან 90 წუთის სავალზეა. კურორტი ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარეობს. აქ ავტომობილების სადგომები უფრო მაღალზეა, ვიდრე ალპების ფერდობთა უმრავლესობა, გარშემო თუ მიმოიხედავთ, შეამჩნევთ, რომ ამ სიმაღლეზე უკვე ხეები აღარ იზრდება. ახალი საბაგირო გუდაურს კობთან აკავშირებს და ჯვრის უღელტეხილს კვეთს. ეს საბაგირო სამთო კურორტსა და სტეფანწმინდას შორის კომუნიაციას ამარტივებს. სტეფანწმინდა ტურისტების სიხშირით გამორჩეული დაბაა, რომელიც მყინვარწვერთან მდებარეობს და მთიდან გერგეტის სამება გადმოჰყურებს.“

    {{PHOTOGALLERY}}
    სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი სათხილამურო ტრასა გუდაურს კობთან აკავშირებს, ასევე ეს ყველაფერი ახლოსაა სტეფანწმინდასთან, სადაც მდებარე გერგეტის სამების ტაძარი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

     

    „თუ გსურთ თავგადასავლებს გემო გაუსინჯოთ სვანეთში უნდა წახვიდეთ, რომელიც შუასაუკუნოვანი კოშკებით და მთის ტრადიციების გავლენით გამოირჩევა.“

    {{PHOTOGALLERY}}

  • ისრაელმა სირიასა და პალესტინაში „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციები დაბომბა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიასა და პალესტინაში “ისლამური ჯიჰადის” პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

    „ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში, სამხრეთ დამასკოსა და ასევე ღაზას სექტორში განთავსებულ ლოკაციებზე, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ ეკუთვნის,“- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მედიის ცნობით, ინფორმაცია „ისლამურმა ჯიჰადმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მათი ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც, დაჯგუფება სამაგიეროს გადახდით იმუქრება.

    თავდასხმა ისრაელმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო.