Category: მსოფლიო

  • ტრამპმა დაზვერვის უფროსი რუსულ ჩარევაზე გაფრთხილების შემდეგ დაითხოვა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ის კონგრესში, კანონმდებლებს შეხვდა და არჩევნების უსაფრთხოების შესახებ გამართულ საიდუმლო საინფორმაციო თათბირზე, მათ მოახსენა, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებში ისევ ერევა და ამას პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ აკეთებს.

    ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ხუთშაბათს, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერეს, რომ პრეზიდენტი განრისხდა მას შემდეგ, რაც წინა კვირაში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებისთვის გამართული საინფორმაციო თათბირის შესახებ შეიტყო.

    ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯოზეფ მაგვაიერი თავის კაბინეტში დაიბარა, როდესაც საბოლოოდ მისი ჩანაცვლება გადაწყვიტა. ანონიმურმა წყარომ „ვაშინგტონ პოსტს“ უთხრა, რომ მაგვაიერი მკაცრად დაიტუქსა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიხედვით, ეს „კატალიზატორი“ იყო. პრეზიდენტის განრისხების მიზეზი, მაგვაიერის ერთ-ერთი მთავარი თანაშემწის, შელბი პირსონის შეფასება იყო, რომელმაც კანონმდებლებს უთხრა, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა.

    ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის და ამავე ოფისის საარჩევნო უსაფრთხოების ოფისის ოფიციალურმა პირებმა „ამერიკის ხმას“ კომენტარზე უარი უთხრეს. თეთრი სახლისგან კომენტარის მიღების თხოვნაც უპასუხოდ დარჩა, მაგრამ დემოკრატი კანონმდებლების რეაქცია სწრაფი იყო.

    წარმომადგენელთა პალატის ქვეყნის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენი ტომპსონმა თავის განცხადებაში თქვა: „პრეზიდენტი თავის ეგოს ქვეყანაზე მაღლა აყენებს. ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მაგვაიერის მხოლოდ იმის გამო დათხოვნით, რომ მისმა კოლექტივმა კონგრესს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დაზვერვის წრეების ობიექტური დასკვნები მიაწოდა, პრეზიდენტი არა მხოლოდ უარს ამბობს უცხოური ჩარევისგან თავდაცვაზე, ის მას აქეზებს.“

    ტრამპსა და შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებს შორის რთული ურთიერთობა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან იწყება, როდესაც დაზვერვის საზოგადოებამ დაასკვნა: „პუტინი და რუსეთის მთავრობა, როდესაც შესაძლებლობა არსებობდა, პრეზიდენტად არჩეული ტრამპის საარჩევნო შანსების გაზრდისკენ ისწრაფვოდნენ.“ შეერთებული შტატების წამყვანმა სადაზვერვო სააგენტოებმა, ეს 2017 წელს გამოქვეყნებულ საჯარო ანგარიშში ჩაწერეს. ამ დასკვნებს ზურგს უმაგრებდა საგანგებო პროკურორ მალერის ხელმძღვანელობით, 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიში, რომელმაც აღმოაჩინა, რომ „რუსეთის მთავრობის ხედვა იყო, რომ ტრამპის პრეზიდენტობით ისარგებლებდა და ასეთი შედეგის დასადგომად მუშაობდა“.

    მაგრამ, ტრამპი ნებისმიერ რუსულ ჩარევას მუდმივად უარყოფდა და ისევ და ისევ პუტინის მიერ ამის უარყოფას ითვალისწინებდა. ვიეტნამში, პუტინთან საუბრის შემდეგ, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მან თქვა, რომ არ ჩარეულა, მე კიდევ ერთხელ ვკითხე. რამდენჯერ შეიძლება შეეკითხო!“

    და მაინც, შეერთებული შტატების დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ რუსეთი არა მხოლოდ 2016 წელს ჩაერია, რუსეთმა იგივე გააკეთა 2018 წელს და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერევა. გასული წლის ივლისში მალერმა კანონმდებლებს უთხრა: „ეს ერთი მცდელობა არ იყო. ისინი ამას აკეთებენ ახლაც, როდესაც ჩვენ აქ ვზივართ და მომავალი კამპანიისთვისაც ამის კეთებას მოელიან.“

    ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების მოკავშირეებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ კრემლი მომავალ არჩევნებში ჩარევას აპირებს. ამ თვის დასაწყისში, ესტონეთის გარე დაზვერვის სამსახურის ანგარიშში იყო გაფრთხილება: „მთავარი მიზანია, რუსეთისთვის უფრო სასარგებლო საარჩევნო შედეგის უზრუნველყოფა, რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი კანდიდატების ან მათი მხარდაჭერით, ვისაც დასავლეთზე დამყოფი გავლენა, ყველაზე მეტად აქვს.“

    სენატის დაზვერვის კომიტეტის ორპარტიული ანგარიშების წყებით, მიმდინარე რუსული ჩარევის შესახებ გაფრთხილება ამერიკელმა კანონმდებლებმაც გამოთქვეს. ერთ-ერთი ანგარიში პრეზიდენტს აფრთხილებს, რომ არჩევნებში ჩარევა პოლიტიკური უპირატესობის მისაღებად არ გამოიყენოს. კომიტეტის მიერ ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია: „შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ საკუთარი თავი განაცალკევოს პოლიტიკური განხილვებისგან, როდესაც უცხოური გავლენის ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.“

    შეერთებულ შტატებს ეროვნული დაზვერვის მუდმივი დირექტორი არ ჰყოლია 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც სადაზვერვო შეფასებების თაობაზე ტრამპთან საჯარო დაპირისპირებების შემდეგ, დენ ქოუთსმა თანამდებობა დატოვა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 247-ს მიაღწია

    მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2,247-ს მიაღწია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთში დაფიქსირდა.

    ბოლო 24 საათის მანძილზე ჩინეთის გარდა მომაკვდინებელი ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და შეერთებული შტატების მოქალაქეებს შორის.

  • “მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს ამიტომ სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- ტრამპი

    სოციალური მედია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მედიაში ჩემი ხმა არ მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

    „სოციალურ ქსელებს ვიყენებ და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვინაიდან ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. ეს ხმა კი პრესაში, მედიაში არ მაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    დონალდ ტრამპა ასევე განაცხადა, რომ ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი ტვიტები მუშაობას ურთულებს აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს.

    აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა დონალდ ტრამპის „მავნე ტვიტერული ჩვევა“ მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უწყვეტი კრიტიკა მას ყურადღებას უფანტავს და სამუშაო პროცესს შეუძლებელს ხდის.

  • სირიელი მამაკაცი შვილს ასწავლის, როგორ გადაფაროს ბომბის აფეთქების ხმა სიცილით (ვიდეო)

    სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, მამაკაცმა ქალიშვილის შიშისგან დასაცავად თამაში მოიფიქრა. ის 3 წლის სალვას ასწავლის, როგორ გადაფაროს ბომბის აფეთქების ხმა სიცილით.

    ვიდეო აბდულა ალ მუჰამედმა სოციალურ ქსელში თვითონ გამოაქვეყნა. მისი თქმით, დაბომბვის დროს სიცილი იმიტომ ასწავლა, რომ მისთვის ფსიქოლოგიური სტრესი აეცილებინა. აბდულა აფეთქების დროს ცდილობს ჭურვები ფოიერვერკებად ან სათამაშო იარაღად გაასაღოს.

    ვიდეოს The Guardian News ავრცელებს:

  • მოსკოვში შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში მრევლს თავს დაესხა

    მოსკოვში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მას შემდეგ, რაც მან მართლმადიდებლურ ტაძარში, საკვირაო ღვთისმსახურების დროს ორი ადამიანი დაჭრა.

    „პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 16 თებერვლის დილას, ეკლესიაში შევიდა და ორი ადამიანი დანით დაჭრა“, – განაცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ირინა ვოლკმა.

    მამა კირილ სლადკოვის ინფორმაციით, თავდამსხმელს სათვალე და ნიღაბი ეკეთა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმის კვალიფიკაცია არ აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

    შემთხვევა ბასმანის რაიონში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში მოხდა.

  • ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 15 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

    ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 15 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

    ხანძარი ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა.

    სოციალური კეთილდღეობისა და კვლევების ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, არიელ ვილდრუანის განცხადებით, ბავშვთა სახლს, სადაც ტრაგედია მოხდა, მუშაობის უფლება არ ჰქონდა. რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის უცნობია.

  • უპრეცედენტო მაჩვენებელი – ანტარქტიდაზე ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

    უპრეცედენტო მაჩვენებელი –  ანტარქტიდაზე პირველად,  20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დააფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს ბრაზილიელმა მეცნიერებმა ანტარქტიდის სეიმოურის კუნძულზე 9 თებერვალს 20.75 გრადუსი დააფიქსირეს, რაც წინა რეკორდზე, 1982 წლის იანვრის მაჩვენებელზე, რომელიც სიგნის კუნძულზე დაფიქსირდა, 1 გრადუსით მეტია.  

    „ანტარქტიდაზე ასეთი მაღალი ტემპერატურა არასოდეს გვინახავს“, — ამბობს ბრაზილიელი მეცნიერი კარლუს შეფერი.

    კარლუს შეფერი  20-წლიან სამეცნიერო პროექტშია ჩართული, რომლის ფარგლებშიც იკვლევენ კლიმატის ცვლილების გავლენას ანტარქტიდის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგებზე.

    „მხოლოდ ამის საფუძველზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი ტემპერატურა კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. ეს გახლავთ უბრალოდ სიგნალი, რომ ამ ზონაში რაღაც სხვა ხდება“, — ამბობს შეფერი.

    ტემპერატურის მატება განაპირობებს ანტარქტიდის მყინვარებისა და ყინულოვანი საფარის დნობის აჩქარებას. შესავამისად ამ დროს იმატებს ზღვის დონე,  რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანაპირო მეგაქალაქებსა და პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებს.

  • ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

    ერაყში, სამხედრო ბაზაზე, რომელზეც აშშ-ის ძალებია განლაგებული, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი და რამდენი ადამიანია დაშავებული.

    აღსსანიშნავია, რომ თავდასხმა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს მოხდა.

  • “აშშ-ს ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა”-რუსეთის საელჩო

    ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ ფეისბუქში აცხადებს.

    „აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები  რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა.

    გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“- წერს რუსეთის საელჩო.

    შეგახსენებთ,ვაშინგტონმა  სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

  • ქალს, რომელიც თვითმფრინავის კარის გაღებას ცდილობდა, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

    ბრიტანელ ქალს, რომელიც სამგზავრო თვითმფრინავის კარის გაღებას ცდილობდა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

    ინციდენტი დიდი ბრიტანეთი-თურქეთის რეისზე მოხდა. ბრიტანელი ქალი თვითმფრინავში კარის გაღებას ცდილობდა და ყვიროდა”ყველას მოგკლავთ”. მისი გაკავება მგზავრებმა შეძლეს. მოგვიანებით კი 24 წლის ქლოე ჰენსი დააკავეს.

    სასამართლოზე 26 წლის ქლოე ჰეინსმა აღიარა, რომ თვითმფრინავში მყოფი 206 ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა და ეკიპაჟის წევრს, ჩარლი კუმბს თავს დაესხა. მისივე თქმით, მან ალკოჰოლი და მედიკამენტები ერთმანეთში აურია, რის შემდეგაც გონება დაკარგა და არაფერი ახსოვდა.