Category: მსოფლიო

  • ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია ქალი, რომელიც ჩინეთიდან დიდი ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

    ეს უკვე დიდ ბრიტანეთში ​კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მეცხრე შემთხვევაა.

    ჩინეთში, კი ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია.

    ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2600 მედიკოსი გაგზავნეს.

  • ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა

    ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1113-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.

    ჩინეთში დაინფიცირებულთა რიცხვმა საერთო ჯამში 44 600-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებული კი  4 740 პაციენტია.

    ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  უხანის პროვინციაში დამატებით 20 000-მდე მედპერსონალი გაიგზავნა.

  • ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა

    ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ჯამში 1016-ს მიაღწია, –  ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ადასტურებს.

    მათი ცნობით, ქვეყანაში 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

    ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან უხანში 20 000-მდე ექიმია გაგზავნილი და  უახლოეს დღეებში მედიკოსთა რიცხვი კვლავ გაიზრდება.

  • სალვადორის პრეზიდენტმა ჯარისკაცებისა და პოლიციის დახმარებით დროებით პარლამენტი დაიაკავა

    ელ სალვადორი პარლამენტის შენობაში შეიარაღებული პოლიციელები და ჯარისკაცები ძალის გამოყენებით შევიდნენ. პარლამენტში მაშინ შევიდნენ, როდესაც პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ კანონმდებლებს მიმართა და ქვეყნის უშიშროების ძალების უკეთ აღჭურვისათვის 109 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოითხოვა. 

    მანამდე მან პარლამენტარებს მისი მოთხოვნის შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შეიარაღებული პირების შესვლას ზეწოლად აფასებს.

    პრეზიდენტი ბუკელე თავის უფლებამოსილებას 2019 წლის ივნისში შეუდგა და კორუფციასთან და ძალადობასთან ბრძოლის პირობა დადო.

    ბურკელეს კაბინეტმა 9 თებერვლას პარლამენტის სპეციალური სესია მოიწვია მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მსგავს სიტუაციაში სალვადორელებს აჯანყების უფლება აქვთ. სესიის პარალელურად კი ქუჩაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

    38 წლის ლიდერს სურს, რომ გამოყოფილი თანხით ჯარისკაცებისა და პოლიციელების შეიარაღება გააუმჯობესოს, რათა კრიმინალთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. კერძოდ კი, ბურკელე ამტკიცებს, რომ თანხა მანქანების, ფორმების, აღჭურვილობისა და ვერტმფრენის ყიდვას მოხმარდება.

    ბუკელემ მხარდამჭერებს მოუწოდა პარლამენტთან გამოსულიყვნენ, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოსთან 50,000-მდე ადამიანი შეიკრიბა.

  • ეგზიტპოლის მიხედვით, აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტია ლიდერობს

    ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ – „ახალი აზერბაიჯანი“ -მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

    ეგზიტპოლის შედეგები ამერიკულმა კომპანია AJF & Associates-ის მიერ ჩატარდა,შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ 125 მანდატიდან 69, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი – 41 მანდატი მოიპოვეს.

    შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  გუშინ ჩატარდა.

  • რატომ ატარებენ ამერიკელი სენატორები ამ სიმბოლოს?

    კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური და პოპულარული თემაა.

    ამერიკელი დემოკრატი სენატორები  სხვადასხვა შეხვედრაზე ერთნაირი სიმბოლიკის გულსაბნევით ჩნდებიან. როგორც ირკვევა ეს გულსაბნევი ასახავს  თუ როგორ დაჩქარდა დედამიწაზე გლობალური დათბობის პროცესი უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

    როგორც სენატორები აღნიშნავენ ამ სიმბოლოს ტარება, გაამარტივებს საუბრის დაწყებას გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით რომელიც საკმაოდ მნიშნველოვანი და საყურადღებოა დღევანდელ რეალობაში. 

    გრაფიკი ძალიან მარტივი გასაგებია : ხაზები ასახავს კლიმატის ცვლილებას ბოლო 150 წლის განმავლობაში. ათვლა იწყება 1859 წლის ლურჯი ხაზებით   და  სრულდება 2019 წლის წითელიი ხაზებით.  ლურჯი ხაზები დაბალ ტემპერატურას გვიჩვენებს ხოლო წითელი მაღალ ტემეპრატურას. ეს ადასტურებს იმ ფაქტს რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა უკვე დაწყებულია. 

    რა საფრთხეს უქმნის გლობალური დათბობა ადამიანებს?

    ზღვის დონის გაზრდა – ყინულების დნობის გამო წყლის დონე იზრდება, რასაც კუნძულების და მიმდებარე ზონების ჩაძირვა მოჰყვება.

    ოკეანის მჟავიანობა –  ნახშიროჟანგის მნიშვნელოვან ნაწილს ოკეანე შთანთქვას. ეს ცუდად აისახება მის მობინადრეებზე. კვების ჯაჭვის მოშლას შეიძლება სახეობათა შემცირება და სხვა უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს.

    კლიმატური პირობების შეცვლა და წყლის რეზერვების განაწილება – გლობალური დათბობის გამო, ზოგიერთი რეგიონი შეიძლება მტკნარი წყლის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც წყლის რესურსებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

    გარეული ცხოველების და მცენარეების გაქრობა – მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბევრი სახეობა გაქრება, რადგან ვერ შეძლებს სწრაფად ცვლად პირობებთან ადაპტაციას.

    {{PHOTOGALLERY}}
  • თურქმენეთის პრეზიდენტმა შვილი მინისტრად დანიშნა

    თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა საკუთარი შვილი ქვეყნის მრეწველობის და მშენებლობის მინისტრად დანიშნა. ბრძანებას პრეზიდენტმა გუშინ, 7 თებერვალს მოაწერა ხელი.  ამის შესახებ ინფორმაციას “Reuters” წერს. როგორც სტატიაშია ნათქვამი პრეზიდენტის შვილის კარიერული წინსვლა აჩენს ეჭვებს, რომ 62 წლის გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი შვილს სავარაუდოდ თავის შემცვლელად ამზადებს.

    პრეზიდენტმა საკუთარი შვილი ახლსკის ველაიათის მმართველის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩააბარა. სერდარი გურბანგულ ბერდიმუხამედოვის ერთადერთი ვაჟია.

    პრეზიდენტის შვილი ბოლო წლების განმავლობაში ბევრ სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული. მეჯლისის დეპუტატობიდან საგარეო უწყებამდე, რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახლსკის ვილაიათის ხელმძღვანელი იყო.

  • მსოფლიოს უდიდესი აისბერგი ატლანტიკის მიმართულებით დაიძრა

    მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, რომელიც დასავლეთ ანტარქტიდაზე ყინულს მოწყდა  თავისუფალ ცურვას იწყებს.

    კოლოსალურმა აისბერგმა სახელწოდებით A68, შელფურ ყინულისგან დაშორება 2017 წელს დაიწყო, თუმცა პირველ წელს თითქმის არ დაძრულა ადგილიდან. ამჟამად კი ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს, თეთრი კონტინენტის ნახევარკუნძულის გასწვრივ. 6000 კვ. კილომეტრის ფართობის ყინულის მასა რაღაც მომენტში თითქოს უედელის ზღვის ფსკერმა შეაფერხა, თუმცა ახლა უკვე სიჩქარე აკრიფა. ოკეანის დინებამ ის 250 კილომეტრით გადააადგილა.

    აისბერგის სიგრძე 160 კილომეტრია, სიმაღლე კი მხოლოდ 200 მეტრი, რაც მას უზარმაზარ ყინულის კუნძულს ამსგავსებს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, მისი ფართობი თითქმის ცხრაჯერ დიდია, ვიდრე თბილისის ფართობი. მეცნიერების თქმით, ის “მოგზაურობის პერიოდში“ პრაქტიკულად არ შემცირებულა და არ დაზიანებულა.

    მეცნიერებმა თითქმის ზუსტად იციან მისი სამომავლო მოძრაობის ტრაექტორია. ისევე, როგორც უედელის ზღვის სექტორის აისბერგთა უმრავლესობას, საბოლოოდ A 68–ს ოკეანის ცირკულირებადი დინება ანტარქტიკის ოკეანის სამხრეთით გამოიტანს ე.წ. “აისბერგების ხეივნის“ სახელით ცნობილ მიმართულებაზე. ღია ოკეანეში გასვლის შემდეგ აისბერში თანდათანობით ნაწილებად დაიშლება, რაც საკმაოდ სახიფათოა ზღვაოსნებისთვის.

    მეცნიერები აისბერგზე თანამგზავრების მეშვეობით მუდმივ დაკვირვებას აწარმოებენ იმ საფრთხის გამო, რომელსაც ის ხომალდებს უქმნის.

    პარალელურად მეცნიერები დაკვირვებას აწარმოებენ ორ სხვა მსხვილ აისბერგზე, რომლებიც უახლოეს მომავალში მოწყდება ანტარქტიდის ყინულოვან ფარს. ერთ–ერთი მათგანი დასავლეთ ანტარქტიდაში, პაინ აილენდს დაშორდება. მისი ფართობი დაახლოებით 300 კვ. კილომეტრი იქნება. ყინულის ამ მასას უკვე აქვს მრავალი ბზარი და მეცნიერების ვარაუდით რამდენიმე ფრაგმენტად მაშინვე დაიშლება, როგორც კი გამოცალკევდება.

    მეორე მსხვილი აისბერგის ფორმირება აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ბრანის ყინულოვანი შელფის ნაპირზე მიმდინარეობს. მისი ფართობი სავარაუდოდ 1500 კვ. კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით თბილისის ფართობზე ორჯერ მეტია. ამ პოტენციურმა აისბერგმა უკვე მიიპყრო დიდი ყურადღება, რადგან მის გამო ბრიტანული კვლევითი სადგურის ახალ ადგილზე გადატანა გახდა საჭირო. ჯერჯერობით არავინ იცის, როდის მოწყდება ის საბოლოოდ ანტარქტიდის ყინულს, რადგან ბზარი ძალიან ნელა იზრდება.

  • ბრიტანეთში მდიდარი უცხოელების დაუსაბუთებელ ქონებაზე ნადირობა იწყება

    ლონდონის სასამართლომ წერტილი დაუსვა აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის მმართველის ცოლის პრეცედენტულ საქმეს, რითაც მოხსნა ბოლო ბარიერი მაშტაბური ნადირობის დასაწყებად დიდ პრიტანეთს შეკედლებული კორუფციონერების და დამნაშავეების წინააღმდეგ.

    ბრიტანელები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ლონდონი საეჭვო წარმომავლობის კაპიტალისთვის მშვიდ სავანედ იქცა. ისინი ხელისუფლებისგან წესრიგის დამყარებას მოითხოვდნენ და რამდენიმე წლის წინ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ახალი ინსტრუმენტი უძრავი ქონების შესყიდვის გზით დანაშაულებრივიად ნაშოვნი ფულის ლეგალიზაციასთან საბრძოლველად . ეს არის ორდერი, რომელიც ავალდებულებს 50 000 ფუნტზე მეტი აქტივების მქონე ადამიანს დაადასტუროს, რომ ისინი პატიოსანი გზით ნაშოვნი ფულით არის შეძენილი.

    ამიერიდან კი, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს ორდერი მთელი ძალით ამოქმედდება.
    სამმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი თავმძდომარის ცოლის, ზამირა გაჯიევას ცოლის აპელაცია, რომელიც სამშობლოში თანხების დატაცებისთვის არის გასამართლებული. სწორედ მას გამოუწერეს პირველი ორდერი 2018 წელს. მან ორდერი სასამართლოში ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა საბოლოოდ აპელაცია წააგო და ვერ მიღო ნებართვა ბოლო ინსტანციაში – უმაღლეს სასამართლოში დავის გასაგრძელებლად.


    გაჯიევა, რომელსაც ოფიციალურად შემოსავლები არ ქონდა ლონდონში ხელგაშლილად ცხოვრობდა, რამაც ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს ეჭვები გამოიწვია და ის ახალი კამპანიის პირველი საქმის წამოსაწყებად იდეალურ სამიზნედ აქცია. გამომძიებლებმა ადვილად დაარწმუნეს მოსამართლე მისთვის ორდერი გამოეწერა, რომელშიც იყო მოთხოვნა ქალს დაედასტურებინა, საიდან ქონდა ლონდონის ფეშენებელურ რაიონში შეძენილი სახლის და მდიდრულ პროვინციაში მამულის შეძენის თანხები.

    გაჯიევებმა სახლი ნაითსბრიჯში 2009 წელს 11.5 მილიონ ფუნტად შეიძინეს.

    გაჯიევა თავს აზერბაიჯანში უსამართლო დევნის მსხვერპლად აცხადებს და ამბობს, რომ ყველაფერი საკუთარი შრომით იშოვნა. ტაბლოიდები წერენ მისი მრავალმილიონიანი ხარჯების შესახებ ფეშენებელურ მაღაზიებში და კერძო თვითმფრინავის შეძენის თაობაზე. თუმცა ამ მხრივ გამოძიებას პრეტენზიები არ აქვს. მათ მხოლოდ უძრავი ქონება აინტერესებთ.

    ახლა გაჯიევას მოუწევს გამოძიებას შვიდი დღის მანძილზე აუხსნას მისი სიმდიდრის წარმომავლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო სასამართლოს მისი ქონების კონფისკაციის მოთხოვნით მიმართავს, შემდეგ კი მას გაყიდის. შემოსული ფული კი ბრიტანეთის ხაზინაში წავა.

    თუ გაჯიევა სახსრების კანონიერ წარმომავლობას დაადასტურებს, დანაშაულთან ბრძლის ნაციონალურ სააგენტოს 60 დღე ექნება მისი ანგარიშების შესასწავლად, რის შემდეგაც გამომძიებლები გადაწყვეტენ გააგრძელონ თუ არა საქმის ძიება.

    “დაუსაბუთებელი სიმდიდრის“ მფლობელს საქმის ნებისმიერი დასასრულის შემთხვევაში არაფერი ემუქრება, რადგან გაუგებარი ფულით ნაყიდი ქონება მათ დამნაშავეობას არ ადასტურებს. ეს მხოლოდ სამოქალაქო წარმოებაა და არა სისხლის სამართლებრივი დევნა, სადაც ბევრად უფრო მყარი მტკიცებულებებია საჭირო.

    თუმცა თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ადამიანი, რომელმაც ორდერი მიიღო მისი აღსრულების პროცესში შეეცდება ხელისუფლება მოატყუოს, მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეც წამოიწყონ.

    დაუსაბუთებელი ქონების ახალი რეგულირება მხოლოდ ადამიანების ორ კატეგორიას ეხება: პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებს ევროპის საზღვრებს გარედან და მძიმე დანაშაულში ნებისმიერ ეჭვმიტანილს, მიუხედავად მოქალაქეობისა.

    გაჯიევას ორდერი პირველი პრეცედენტია და ის 2018 წელს გამოიწერა. მალე სასამართლომდე კიდევ სამი ახალი საქმე მივა. საქმეების ფიგურანტები არ კონკრეტდება, თუმცა სააგენტოს მეთაურებმა განაცხადეს, რომ ორდერები გამოიწერება აფრიკელი, სამხრეთ აზიელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლების და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

  • რუსეთის დუმის დეპუტატი ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

    რუსეთის დუმის დეპუტატი და მულტიმილიონერი აირატ ხაირულინი ავია კატასტროფას ემსხვერპლა ინფორმაცია ამის შესახებ დუმის ვიცე-სპიკერმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

    კატასტროფა თათრეთის რესპუბლიკაში მოხდა,Bell 406 ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დეპუტატთან ერთად 2 პირი იმყოფებოდა, ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.