ისრაელმა სირიასა და პალესტინაში „ისლამური ჯიჰადის“ პოზიციები დაბომბა

Written by

in

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიასა და პალესტინაში “ისლამური ჯიჰადის” პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში, სამხრეთ დამასკოსა და ასევე ღაზას სექტორში განთავსებულ ლოკაციებზე, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ ეკუთვნის,“- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ინფორმაცია „ისლამურმა ჯიჰადმაც“ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მათი ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის გამოც, დაჯგუფება სამაგიეროს გადახდით იმუქრება.

თავდასხმა ისრაელმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *