Category: მსოფლიო

  • საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის სამი წევრი დააპატიმრეს

    საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის სამი მაღალჩინოსანი წევრი, მათ შორის მეფე სალმანის ძმა დააპატიმრეს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემები – New York Times და Wall Street Journal წერენ.

    დაპატიმრებულებიდან ორი სამეფოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შედის. ესენი არიან მეფის ძმა, ახმედ იბნ აბდულ აზიზი და ყოფილი მემკვიდრეობითი პრინცი მუხამედ იბნ ნაიფი. ორივე მათგანი სხვადასხვა დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

    New York Times წერს, რომ მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პრიპნცი – ნავაფ იბნ ნაიფი.

    ამერიკული გამოცემები ამტკიცებენ, რომ დაკავებები პარასკევს დილით მოხდა. ნიღბიანი სპეცრაზმელებმა სამეფო ოჯახის წევრებს სახლში მიაკითხეს და დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩაატარეს. Wall Street Journal–ის ცნობით მიზეზი სახელმწიფო ღალატის საქმეა.

    ოფიციალური ინფორმაცია დაკავებებისა და მიზეზების შესახებ არ არსებობს. თუმცა ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ დაკავებების უკან შესაძლოა ამჟამინდელი მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ იბნ სალმანი იდგეს, რომელიც საუდის არაბეთის ფაქტიურ მმართველად ითვლება. ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს.

    2017 წელს მისი ბრძანებით დააკავეს ათობით მინისტრი, ბიზნესმენი და სამეფო ოჯახის წევრები, რომლებსაც კორუფციაში დასდეს ბრალი. გარკველი დროის მანძილზე ისინი ფაქტობრივ პატიმრობაში ყავდათ სასტუმრო Ritz Carlton–ში ჰყავდათ გამოკეტილი, შემდეგ კი გაათავისუფლეს. არაოფიციალური ინფორმაციით ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ თანხმობა განაცხადეს სახელმწიფოსთვის ათეულობით მილიარდი დოლარი დაებრუნებინათ.

  • კორონავირუსმა ევროკავშირის სტრუქტურებშიც შეაღწია. დაინფიცირებულია 2 თანამშრომელი

    ევროკავშირის სტრუქტურებში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ევროპის თავდაცვის სააგენტო და ევროკავშირის საბჭო ადასტურებენ, რომ მათი თანამშრომლები ვირუსით დაინფიცირდნენ.

    ევროპის თავდაცვის სააგენტოს განცხადების თანახმად მათ თანამშრომელს ტესტმა კორონავირუსი დაუდასტურა და ის ამჟამად სახლში მარტო იმყოფება. სიმპტომები მას შაბათს საღამოს აღმოაჩნდა და მას შემდეგ სამსახურში აღარ მისულა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი თანამშრომელი იტალიიდან ბრიუსელში 23 თებერვალს დაბრუნდა.

    სააგენტის განცხადებით კოლეგებს, რომლებიც დაავადებულ თანამშრომლებთან ახლო კონტაქტში იყვნენ ინფორმაცია ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე მიაწოდეს და თხოვეს 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.

    სხდომები, რომლებიც თავდაცვის სააგენტოს შენობაში უნდა ჩატარებულიყო ან სააგენტოს მიერ სხვა ადგილებზე ორგანიზებული შეხვედრები 13 მარტამდე გადაიდო.

    ევროკავშირის საბჭომ კი განაცხადა, რომ ერთ–ერთ მათ თანამშრომელს ვირუსზე დადებითი შედეგი აღმოაჩნდა, თუმცა ისინი სხდომების გადადებას არ აპირებენ.

    “ჩვენს კოლეგას საინფორმაციო უსაფრთხოების განყოფილებიდან ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, რომელიც აქ, ბელგიაში გადაედო“ – წერს საბჭოს გენერალური დირექტორი ორგანიზაციული განვითარების საკითხებში უილიამ შეპკოტი მედიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში.

    ვირუსის დადასტურებამდე კოლეგა საერთო ოფისში მუშაობდა, ამიტომ ორგანიზაცია იღებს ზომებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც ინფიცირებულთან მისი სიმპტომების გამოვლენამდე 4 დღით ადრე ურთიერთობა ჰქონდათ.

    საბჭოს პრესსამასხური ამბობს, რომ დაინფიცირებულ თანამშრომელს მისი მოვალეობებიდან გამომდინარე არ აქვს პირდაპირი კონტაქტი გარე დელეგაციებთან ან ვიზიტორებთან. საბჭო აცხადებს, რომ ინფიცირებული თანამშრომლის გამო არანაირი სხდომის გადადებას არ აპირებს.

  • კალიფორნიაში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    ​აშშ-ის შტატ კალიფორნიაში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    კალიფორნიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, შტატში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.კორონა  ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ასევე  ვაშინგტონსა და ფლორიდაში.

    არსებული ინფორმაციით აშშ-ში ახალი კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა, ვირუსი 16 შტატში დაფიქსირდა.

  • უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

    უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მან პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.

    საკითხს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს განიხილავენ.

    35 წლის  გონჩარუკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია.

    მან  თანამდებობა გასული წლის აგვისტოში დაიკავა.

    ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ განაცხადა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

  • ამერიკაში კორონავირუსით მეექვსე ადამიანი დაიღუპა

    შეერთებულ შტატებში კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რაოდენობა  6-მდე გაიზარდა. მსხვერპლი მხოლოდ ვაშინგტონის შტატის ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა, სადაც ფიქრობენ, რომ ვირუსი მის აღმოჩენამდე გაცილებით ადრე ცირკულირებდა.

    იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში ახლად ინფიცირების ტემპი შედარებით დაეცა, უცხოეთში ჯერჯერობით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით ინფიცირების 9-ჯერ მეტი შემთხვევა აღირიცხა.

    კორონავირუსი ახლა ყველა კონტინენტზეა, ანტარქტიკის გარდა. დღეს ის პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკში, ბერლინში და მოსკოვში.

    მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 89 000-ს აღწევს. განსაკუთრებით სწრაფი მატება ფიქსირდება სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში. დაღუპულთა რაოდენობა 3 000-ზე მეტია.

  • კორონავირუსის გამო “ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს

    კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო,  “ტვიტერის“ ხელმძღვანელობა საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს.

    როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ ქვეყნებში სადაც ვირუსის ეპიდაფეთქებაა თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობა სავალდებულოა.ეს ადგილებია:  ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

    კომპანიის განმარტებით, მათი მიზანია, ამ ქმედებით მათ კომპანიასა და მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობა შეამცირონ.

  • ირანელმა ფეხბურთელმა უარყო,რომ კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

    ირანელმა ფუტსალის ფეხბურთელმა ქალმა ილჰამ შეიხმა კორონავირუსის შედეგად საკუთარი გარდაცვალება უარყო.

    მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 28 თებერვალს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

    23 წლის შეიხმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია, მას კორონა ვირუსი არც ჰქონია და მედიაში  გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  • ლუვრის მუზეუმი დაიკეტა

    პარიზში ლუვრის მუზეუმი დროებით დაიკეტა. ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი მუზეუმის დახურვის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ლუვრის თანამშრომელთა საგანგებო თათბირი გახდა.

    თანამშრომელთა საგანგებო შეხვედრის გამო, მუზეუმის გარეთ ტურისტების რიგი შეიქმნა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუზეუმი მნახველებისთვის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიღება.

    ლუვრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მუზეუმზე არ ვრცელდება მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დახურულ დაწესებულებებში ხუთი ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების ამართვა აიკრძალა.

  • სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში „ჩვეულებრივი ხალხის პარტიამ“ გაიმარჯვა

    სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „ჩვეულებრივი ხალხის პარტიამ” (OLaNO) გაიმარჯვა.

    ბიულეტენების დათვლის შედეგად, პარტიას ამომრჩეველთან 25%-მა დაუჭირა მხარი. პარტიამ პოპულარობა განსაკუთრებით კორუფციის საწინააღმდეგო დღისწესრიგით მოიპოვა.

    პარტიის პოპულარობა მისი ანტიკორუფციული დღისწესრიგის წყალობით ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა.

    BBC წერს, რომ არჩევნებმა საზოგადოების მკაფიო ნეგატიური განწყობის ფონზე ჩაიარა, რაც გამოწვეული იყო 2018 წელს გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი საცოლის მკვლელობით.

    მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების მხოლოდ 18% მიიღო.

    დამარცხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ აღიარა.

  • Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    კომპანია Google-ის თანამშრომელს შვეიცარიაში, ციურიხში კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვირუსი გამოვლინდა, კომპანიამ თანამშრომლებს იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობა აუკრძალა.

    „ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

    კომპანიის ოფისში ციურიხში არ დაიხურება.

    ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.