Category: არქივი

  • მინდოდა ესროლათ მოვმკვდარიყავი-გუგუტიანთკარში ატირებული ხალხი შველას ითხოვს (ვიდეო)

    მძიმე კადრები გუგუტიანთკარიდან – ატირებული ხალხი შველას ითხოვს. მოსახლეობა იძულებულია წლების წინ აშენებული სახლები აგურ-აგურ დაშალოს, რადგან მათი კერძო საკუთრება, ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა.საოკუპაციო ხაზთან ახლა ემოციურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა, აცრემლებული გუგუთიანთკარელები უყურებენ ბაღებს, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ მათი იყო.

    „სულს ვღაფავთ… ნაბიჯი არ გაადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს და ვეღარ ვითმენ, ეს ბოღმები მახრჩობს… სიკვდილი მინდა, მინდოდა დამეჯანჯღარებინა, ან მოვმკვდარიყავი, ესროლათ, იქნებ ამით საქართველო გადარჩეს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში პირველად არ არიან და 2013 წელს მავთულხალართებით მისი სახლი შუაზე გაყვეს. მაშინაც ადგილზე იმყოფეოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    „2013 წლის მარტის თვეში გაავლეს მავთულხალართები ჩემს სახლთან, მაშინაც ასე, 11 ქვეყნის ელჩი იყო ჩამოსული, ყველას აინტერესებდა, ყველა მეკითხებოდა, გასაუბრება უნდოდა, რა ხდება, რა ამბავია, რატომაა ასე, როგორ შედიხარ, ასეთი შემთხვევა არ არსებობს მსოფლიოში, რომ სახლი შუაზე გაყვეს, მავთულხლართები ახლაც ყრია. გავიდა 7 წელიწადი, იგივე მეორდება, ისევ ელჩები, დი0პლომატები, მთავრობის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ისევ ისეა, ერთი ამბავია“, – განაცხადა გუგუთიანკარში მცხოვრებმა.

    ამ ფონზე კი დუმს პრეზიდენტი. ქვეყნის პირველ პირს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ არ ჩნდება.ამ დრომდე გუგუტიანთკარში ერთადერთი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდა, ისიც გუშინ გვიან საღამოს, რაც ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთელი მთავრობა და თქვა, რომ უნიათოები არიანციხელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

  • გალერია თბილისი მუშაობას დღეს განაახლებს

    გალერია თბილისი  მუშაობას 16:00 საათიდან განაახლებს.

    დილით გალერია თბილისმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც  უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სავენტილაციო სისტემების შემოწმება მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გაჩნდა, რის გამოც გალერია თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გამწოვი დაიწვა, რამაც  დაკვამლიანება გამოიწვია.

  • ანტიოკუპაციური აქციის წევრები პოლიციამ გუგუტიანთკარში არ შეუშვა

    ხმაური სოფელ მერეთთან არსებულ პოლიციის საგუშაგოზე – სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ” რუსეთი ოკუპანტია” წევრები და აქტივისტები გააჩერეს და სოფელ გუგუტიაანთკარის მიმართულებით არ გაატარეს. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს.

    სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ რომ მათ მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა უნდოდათ, მათი მხარდაჭერის მიზნით.

    ახალგაზრდებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე შეხვდა. ირაკლი ანთაძემ განმარტა რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა დროებითი ღონისძიებაა და ის უსაფრთხოების დაცვისთვისაა საჭირო. გუგუტიაანთკარში შესვლას უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ითხოვს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”.

  • სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    სამტრედიის გზაზე, საჯავახოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, სამარშუტო ტაქსში ფეხბურთელი ბავშვები მგზავრობდნენ, რომლებიც ხულოში თამაშზე მიდიოდნენ.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

  • დედოფლისწყაროში მამაკაცი სატვირთოს ქვეშ მოყვა და დაიღუპა

    დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევა მოხდა, 62 წლის მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოყვა და დაიღუპა.

    თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამწედან ჩამოვარდა. 

    ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული მიზანი-სააკაშვილი “იმედის” სკანდალურ ფილმს აფასებს (ვიდეო)

    საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შესახებ ტელეკომპანია “იმედზე” გასულ ფილმს ეხმაურება. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდება, რომლის მიხედვითაც ომი წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების განმტკიცებისთვის დაიწყო რუსული პროპაგანდის ნაწილია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, რომ თითქოს მან ომი  დაიწყო, რადგან პოლიტიკური სიტუაცია შერყეული ჰქონდა.

    “ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, იმის გამო რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე.

    20017 წელს იყო მართლაც პოლიტიკური გამოსვლები, მე გადავდექი განსხვავებით ამათგან, ახალი არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდნეიმე თვეში მოვიგეთ უზარმაზარი უპიტესობით საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა და სწორედ მას შემდეგ რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდა დესტაბილიზაციის, პუტინმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა, ეს არის სიმართლე”-აცხადებს სააკაშვილი.

    სააკაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი, ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი რუსულ დაკვეთებს ასრულებს. 

    “ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, პუტინმა მითხრა ეს პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი, ლალიაშვილი რათქმაუნდა პუტინთან არის კავშირში. როგორც ამ დღეებში აქტიურობს, ის იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ჩანერგილო, ასევე კაგებეშნიკ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო კგბ-ს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში, ეს ვიცით ყველამ და ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს არის რუსული დავალებები, ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული მიზანი, 2 მიზანი  ეს უნდა გვახსოვდეს ყველას.რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ბრალი, წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, უნდა აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სინამდვილეში, შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოო მიტაცება, ეს არის, რისთვისაც ისინი ემზადებიან და რისთვისაც არის ეს ფილმი გაკეთებული. ამგვარად, მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები ჩვენ უკვე ასე ადვილად ვეღარ გვახვევენ თავს”-ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

  • გორის მერი გუგუტიანთკარში ჩასვლას გონიოში დასვენების შემდეგ აპირებს

    გორის მერი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ აპირეს ჩასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

    გამოცემასთან საუბრისას  კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ საოკუპაციო ზოლთან  არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია და ადგილზე  პირადად გორში დაბრუნების შემდეგ ჩავა.

    ,,ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,“- აცხადებს თავზარაშვილი.

    გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.

  • დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა -პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებას სთხოვენ

    დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

    უფლებადამცველების თქმით მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის სათანადო პირობებში მკურნალობას საჭიროებს. 

    „დღევანდელი შეწყალების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე არის. 6 თვეზე მეტია, რაც ასე ვთქვათ, მარჯვენა კიდურები გაჩერებული არის და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მინიმუმ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე და ასევე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და ასევე, რა თქმა უნდა, მის წინამძღოლს უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ შეწყალებული იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე,“- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

    დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა მაშინდელმა პპრეზიდენტმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადა.

  • ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

    ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა გაიფიცა.გაფიცულები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

    მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.
    მუშები აცხადებენ, რომ მათი დღიური შემოსავალი 22 ლარია, საიდანაც ნაწილი ტრანსპორტირებაში ეხარჯებათ. მათი განცხადებით, დასაქმებულებს არასათანადო პირობებში უწევთ მუშაობა.

    ” მოვითხოვთ დამტებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს.ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

    ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.

  • “ბავშვს ჭიანჭველები ესეოდა” – ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა სათხილეში იმშობიარა

    ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა.

    ახალშობილის პოვნა მას შემდეგ შეძლეს, როდესაც 31 წლის  ქალი საშვილოსნოდან სისხლდენით კლინიკაში მოხვდა, ხოლო ექიმებმა ეჭვი მიიტანეს, რომ  ის ახალი ნამშობიარები იყო. არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა. 

    ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

    ექიმების განცხადებით, ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდა. ჩვილის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. ამ დროისთვის  ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.