“ბავშვს ჭიანჭველები ესეოდა” – ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა სათხილეში იმშობიარა

Written by

in

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა.

ახალშობილის პოვნა მას შემდეგ შეძლეს, როდესაც 31 წლის  ქალი საშვილოსნოდან სისხლდენით კლინიკაში მოხვდა, ხოლო ექიმებმა ეჭვი მიიტანეს, რომ  ის ახალი ნამშობიარები იყო. არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა. 

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

ექიმების განცხადებით, ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდა. ჩვილის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. ამ დროისთვის  ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *