აქ განთავსდება ინფორმაცია რეკლამის შესახებ
Category: არქივი
-
2007 წლის – 7 ნოემბრის მოვლენებიდან- 11 წელი გავიდა.
2007 წლის – 7 ნოემბრის მოვლენებიდან- 11 წელი გავიდა. 11 წლის წინ ამ დღეს მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია საპროტესტო აქცია, რომლიტაც ოპოზიციური პარტიები და მშვიდობიანი მოქალაქეები ხელისუფლების შეცვლას მოითხოვდნენ. პოლიციამ და სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური იარაღითა და წყლის ჭავლით- საპროტესტო აქცია ჯერ რუსთაველის გამზირზე დაშალა. მოქალაქეების დარბევა მოხდა რიყის ტერიტორიაზეც. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა. იმედთან ერთად ხელისუფლებამ გათიშა ტელეკომპანია კავკასიის მაუწყებლობაც.
2007წელს მიხეილ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 3 ნოემბერს დაიწყო. დარბევა კი მას შმდეგ მოხდა, რაც პროტესტის მოანწილეებმა კარვების ქალაქის გაშლა დააანონსეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ ქვეყანაში 15დღიანი საგანგებო მდგომარეობა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებაზე პლებისციტი გამოაცხადა.
-
“სოციალური კეთილდღეობის პროგრამა”- საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მილიონი ევროს გამოყოფს
სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მლნ ევროს გამოყოფს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით შესაბამის შეთანხმებას დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საფრანგეთის ელჩმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა მოაწერეს ხელი. პროგრამა სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პასკალ მენიე
“ეს არის ისტორიული მომენტი იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 35 მლნ ევროს გამოყოფის თაობაზე. ეს არის სოციალური კეთილდღეობის პროგრამით გათვალისწინებული პირველი ტრანში. პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: დევნილთა, სოციალურად დაუცველ, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა და ბავშვების დახმარება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა, საფრანგეთი მზადაა, დახმარების გასაწევად და ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას”.
-
ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში ევროპაბეთის მოწვევით იმყოფებოდა კვირას, ნაშუადღევს, ვენაში გაფრინდა. გამგზავრების წინ, მან საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.”
“საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ – ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა,” – აცხადებს იგი.
როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელი თბილისში ევროპაბეთის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. გადასაღებ მოედანზე პირლოსთან ერთად ფრანგი რეჟისორი, ჟულიენ ზენიე მუშაობდა, რომელსაც სხვადასხვა დროს ისეთი დიდი კომპანიების რეკლამები აქვს გადაღებული, როგორებიცაა ”მერსედეს ბენცი”, ”როლექსი” და ”პეჟო”. მას ამასთანავე უმუშავია მსოფლიო ვარსკვლავებთან, კრიშტიანო რონალდოსთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან.გადაღებების დაწყებამდე პირლო გულშემატკივრებს შეხვდა, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.

იტალიელმა ფეხბურთის ლეგენდამ გადაღებების შესახებ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზეც დაპოსტა. -
პროდუქტები, რომლებიც ზამთარში ავადმყოფობისგან დაგვიცავს.
{{ARTICLEIMAGE}}
შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ადამიანის ორგანიზმის დამცავი თვისებები ქვეითდება, რაც ხშირად ავიტამინოზს და ხშირ გაციებას იწვევს. ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რათა ორგანიზმის იმუნიტეტი გაძლიერდეს. რა პროდუქტები უნდა დავამატოთ რაციონში რომ ნაკლებად ვიავადმყოფოთ.პროდუქტები გრიპის საწინააღმდეგოდ
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის მთავარია ვიტამინი C, ვიტამინი E, ბეტაკაროტინი, სელენი, თუთია და ვიტამინი D. დაამატეთ თქვენს რაციონს პროდუქტები, რომლებიც C ვიტამინს შეიცავს : ფორთოხალი, გრეიფრუტი, ტომატი, ტკბილი წიწაკა, მარწყვი, პაპაია, კივი, მოცვი, ბროკოლი. ქალისთვის ძალზე მნიშვნელოვან E ვიტამინს უხვად შეიცავს: ავოკადო, ნუში, მზესუმზირის მარცვლები და ისპანახი. იმუნიტეტის გაზრდასთან ერთად ეს პროდუქტები თქვენს კანს ჯანსაღ ელფერსაც შესძენენ. არ დაგავიწყდეთ ბეტაკაროტინიც, რომელსაც შეიცავს სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და გოგრა. ეს ბოსტნეული იდეალურია არომატული საშემოდგომო სუპების მოსამზადებლად. რეკომენდირებულია მწვანე სმუზის მომზადება იმუნიტეტისათვის და მასში სელენის შემცველი პროდუქტების დამატება, მაგალითად ბრაზილირი თხილის, მზესუმზირის მარცვლების ან სხვა ტიპის მარცვლეულის და ხახვის. თუთიის მისაღებად კარგი იქნება მაგალითად გოგრის, სეზამისა და ბარდის სალათს ნუშის რძე მოვასხათ, რომელიც D ვიტამინით მდიდარია.
რეცეპტები დეპრესიის წინააღმდეგ
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული. თამამი ექსპერიმენტები ჩაატარეთ და გამოიყენეთ სხვადასხვა ხილ–ბოსტნეული ნაირ–ნაირი სალათების მოსამზადებლად – შემწვარი გოგრა, წიწაკა, სტაფილო, ბროკოლი, ჭარხალი, ისპანახი, პომიდორი. ამ ინგრედიენტებით არაერთი სალათის ან კრემ–სუპის მომზადება შეგიძლიათ. არ დაგავიწყდეთ სასარგებლო ტკბილეულიც – თაფლი, აგავას სიროფი თუ კივის და ფორთოხლის წვენი. ისინი განწყობასაც გამოგისწორებენ და ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით და მიკროელემენტებითაც მოამარაგებენ.
-
„ჯაშუში ფოტოგრაფები“ გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშს ითხოვენ
გიორგი აბდალაძემ ე.წ. ჯაშუში ფოტოგრაფების საქმეზე 2011 წელს დაკავებულ კოლეგასტან – ნათია გედენიძესთან ერთად კიდევ ეთხელ ისაუბრა, თუ რის გამო გაასამართლეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. აბდალაძე ვაშაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს და საქმის გასაჯაროვების მიზნით პროკურატურას მიმართავს.
-
პირბადეების გაკეთება სასულიერო პირებისთვის გათვალისწინებული არ არის, ღვთის წინაშე ვდგავართ – მეუფე დანიელი
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.
„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. яндекс
-
კორონავირუსი, რომელიც ტესტმა ვერ დაადგინა “კატემ” აღმოაჩინა. საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელმა საკუთარ თავს დიაგნოზი თვითონ დაუსვა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული გინეკოლოგი „მთავარ“ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ სიმპტომების გამოვლენისას თავდაპირველად ლუგარის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით მას Covid19 არ დაუდგინდა თუმცა ვირუსის დამახასიათებელი ნიშნების გამო მან საკუთარი ინიციატივით დამატებითი კვლევის ჩატარება მოითხოვა.
„მე პარასკევს გადავიღე კატე. როცა ცუდად ვიგრძენი თავი, ჩემი პირველი ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ლუგარის მონაცემით.მერე მაინც რომ გამიგრძელდა ტემპერატურული რეაქცია, საღამოობით მაძლევდა სიცხეს.ხუთშაბათს ვიყავი ძალიან ცუდად, მაშინ დასნებოვნდა ჩემი შვილიც. სამსახურის საქმეს ვაკეთებდი და თავი არ მქონდა, მეხმარებოდა ჩემი შვილი და მაშინ გადაედო.პარასკევს სამსახურში მოვედი იმ მიზნით, რომ გამეკეთებინა კატე კვლევა, მე რასაც სხვა პაციენტებს ვუკეთებ, ხომ ვიცი რაც უნდა გამეკეთებინა.
ვიფიქრე ფილტვების ანთება არ გამომეპაროს-მეთქი და ამიტომ გავიკეთე კატე კვლევა.კატე კვლევაზე აღმოჩნდა დაბურული მინის სინდრომი, რომელიც არის კოვიდინფექციის ერთ-ერთი ნიშანი.მე ვმუშაობ გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ვიცი რომ ჩემს მერე, მთელს განყოფილებაში ჩაუტარდათ ტესტირება, ეს ყურმოკვირთ ვიცი, მაგრამ პასუხები არ ვიცი.
ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს, მეუღლესთან ერთად. ის ჩემი განყოფილების თანამშრომელია” – განაცხადა ინფიცირებული გინეკოლოგი.