Category: არქივი

  • ” ჩვენი არც ერთი კომენტარი არ გავიდა „რუსთავი 2“- ის ეთერში”- ჟორჟოლიანი

    „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-მა მისი და ნოდარ მელაძის პრესკონფერენციიდან, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის, პაატა სალიას მიმართ საჩივარს ეხებოდა, არც ერთი კომენტარი არ გაუშვა ეთერში:

    “ნიუსი არის რომ მე და ნოდარი ვუჩივით „რუსთავი 2“-ს. ჩავატარეთ პრესკონფერენცია, ვისაუბეთ ვრცლად და ჩვენი არც ერთი კომენტარი არ გავიდა „რუსთავი 2“- ის ეთერში. გესმით? წარმოუდგენელი ამბავი ჭირს ამ არხს და შესაბამისი სტანდარტების იურისტიც ჰყავთ: მე, ჟურნალისტ ნანუკას ფინანსური დარღვევები როგორ მაქვს? ფინანსური დარღვევები რომ მქონდეს, მინიმუმ ხელი ხომ უნდა მიმიწვდებოდეს ფინანსებამდე. პაატა სალიას კომპეტენციას ებარებოდეთ, თორემ ნიუსებს კი არა ხალხს რომ ბლოკავთ ფაქტი სახეზეა. Transparency International Georgia გაეცანით ვიდეოს”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

  • ვაკეში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

    თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები, რომლებიც ბასრი საგნით აქვს მიყენებული, ამის შესახებ გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალაიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაწერენ.

    “ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
    ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული”, – განაცხადა ირაკლი ფირცხალაიშვილმა.

  • უმძიმესი ტრაგედია წყალტუბოში – მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ დედაც იმავე კორპუსის სახურავიდან გადმოხტა

    წყალტუბოში დაღუპული 18 წლის ბიჭის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 18 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დედა რომელიც, ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში დღეს დაბრუნდა. დედა შვილის ცხედრამდე არ მისულა. ის ქუთაისში მე-9 სართულის სახურავიდან გადმოხტა და სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    სკოლის დირექტორი ამბობს, რომ 18 წლის ბიჭი კარგი მოსწავლე იყო. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გულჩათხრობილი იყო და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

    „ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • სახურავიდან გადმოვარდნილი კიდევ ერთი მოზარდი-უბედური შემთხვევა წყალტუბოში

    უბედური შემთხვევა წყალტუბოში –  18 წლის ბიჭი სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.

    მოზარდი მეზობლებმა კორპუსთან გარდაცვლილი იპოვნეს. 

    თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ტელეფონში ყველა ფოტო წაშლილი ჰქონდა.

  • მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

    ახალმა ინვესტორმა პირველი დაპირება შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

    ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

    ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში მხარში დავუდგებით,”-აღნიშნა მინისტრმა

    ახალი ინვესტორი, რომელიც საქნახშირმა იპოვა, მეშახტეებთან ერთად შახტში არსებული ვითარების შესწავლას იწყებს.ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

  • ჩცდ-ს დაწყების თარიღი ცნობილია

    სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ეთერში 25 ოქტომბერს “ფორმულაზე” გავა. ამის შესახებ On.ge-ს სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ უთხრა.  მისივე ცნობით, ჩცდ ეთერში უცვლელ დღეებში პარასკევს, შაბათსა და კვირას გავა.

    “ამჯერად, რუსთავი 2-ის შემთხვევისგან განსხვავებით, გამოცხადებულ, დაანონსებულ დროს გავა სერიალი. არც ერთი პოლიტიკური მოვლენა, თუ ქვეყანა არ ინგრევა, არ შეუშლის ხელს ამას. არხის პრიორიტეტი არ არის მხოლოდ პოლიტიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი, არის მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრება, მათ შორის ჩემი ცოლის დაქალები არის მთავარი ბურჯი. არხი შენდება მის გარშემო”, — განუცხადა საღინაძემ On.ge-ს.

  • სააკაშვილს უნდა, ნიშა წაგვართვას – პატრიოტთა ალიანსის წევრი გიორგი ლომია

    ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ მათ “ნიშა წაართვას”. დეპუტატის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    „მეცინებოდა, როცა სააკაშვილს ვუსმენდი, როგორი კონსერვატორია, ქვეყანაზე მზრუნავი პოლიტიკოსია და როგორ ადვილად გადააბრალა ბოკერიას ის ყველაფერი, რის გამოც პრეტენზიები წაუყენეს. თურმე, სააკაშვილი ეკლესიის ამშენებელი ყოფილა და 2005 წელს, ეკლესიაში სხვა რომელიღაც პარტიის წარმომადგენლები შევარდნენ. ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, როცა მისგან მორიგ ტყუილს ვისმენთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი პრორუსულ ძალას ამზადებს და ეს ძალა “პატრიოტთა ალიანსია”, ეს არის ტყუილი და სისულელე. არგუმენტი არ არსებობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული ძალაა. არსებობს იარლიყი და გასროლილი სიტყვა. რომელი ძალა არის ქართული? – გვყავს, პროდასავლური პარტიები და იარლიყმიკერებული პრორუსული პარტიები. თუ პრორუსული ძალა ვართ, როგორი უნდა იყოს ქართული ძალა? ქართული ძალა არ იქნება იმის მომხრე, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს? პოლიტიკური ძალა ომის მომხრე უნდა იყოს, რომ მას პრორუსული არ დაერქვას? სააკაშვილს უნდა, წაგვართვას ის ნიშა, ხალხის მხარეს იდგა, ხალხს მოსწონს – კონსერვატიზმი, ტრადიციები. ამის წართმევა უნდა და შიშველი პარტიის დატოვება, რომელსაც პრორუსული ერქმევა. ამ ტრადიციების გამანადგურებელი 2004 წლიდან 2012 წლამდე ვინ იყო? – მიხეილ სააკაშვილი. მას ბოკერიაზე გადაბრალება არ გამოუვა, თავად იყო გამანადგურებელი ეკლესიების, ასევე ქართული ტრადიციების”, – განაცხადა ლომიამ.

  • “გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც და მიმოწერის ფოტოასლებიც”-ნოდარ მელაძე “ოცნების” ბოიკოტზე

    “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის  უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ “მთავარის” ჟურნალისტებს “ქართული ოცნების დეპუტატები” ინტერვიუს არ აძლევენ, ასევე შეზღუდულია ინფორმაციის მიწოდება პრესცენტრებისგან.

    “მამუკა მდინარაძის ინიციტივით, ქართული ოცნების დეპუტატები მთავარ არხს ინტერვიუს არ აძლევენ. პარტიული ვერტიკალის ამ გადაწყვეტიულებით შეწუხებულმა დეპუტატმა კი პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ბოიკოტირების ამბავი მათ ჩატით აცნობეს და აუკრძალეს ჩვენს კითხვებზე პასუხი გაცემა.

    როდესაც ინფორმაციას ვაზუსტებთ რომელიმე პრესცენტრთან, ამბავს მალავს, არ გვპასუხობს და ჩვენს ინფორმაციას სამთავრობო მედიას ეუბნება (გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც და მიმოწერის ფოტოასლებიც)

    პრესცენტრების ნაწილი განზრახ არ გვეუბნება მათ ღონისძიებებს, ვითომ გამორჩათ…

    საინტესოა ომში მუშაობა, მაინც სასწრაფოზე ადრე მივდივართ გადასაღებ მოედანზე…

    რაც დავწერე, მტკიცებულებებს ვამზადებთ, ვთარგმნით და გავუგზავნით, საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, არასამთავრობეობს და დიპკორპუსს”-აცხადებს მელაძე.

  • მარტვილის ბაღიდან ინტოქსიკაციით 15 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    მასიური ინტოქსიკაცია სამეგრელოში-სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის ბაგა-ბაღიდან 15 აღსაზრდელი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    “სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 -მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

    შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას” – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „მსოფლიო რაგბიმ“ საქართველოს ბოდიში მოუხადა

    „მსოფლიო რაგბიმ” საქართველოს ბოდიში მოუხადა.საქმე ეხება იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მომხდარ ფაქტს, როდესაც საქართველოსა და ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას, სტადიონზე შეკრებილებს რუსული სიმღერები  ჩაირთო.

    „როიტერსის“ ცნობით, მსოფლიო რაგბის  ორგანიზაციამ ამ ფაქტის  გამო საქართველოს ბოდიში მოუხადა.„მსოფლიო რაგბის” პრესმდივანის განცხადებით, ორგანიზაცია წუხს შეცდომის გამო და ქართველებს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობისთვის.

    29 სექტემბერს, „ბორჯღალოსნების“ მიერ გატანილ ლელოებს ორგანიზატორები ქართველ ქომაგებს ვალერი მელაძის რუსული სიმღერის აჟღერებით ულოცავდნენ.მომხდარი ფაქტის გამო,  მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პროტესტი გამოხატეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. მათ თქვეს, რომ საქართველო და რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებია და  ეს შეცდომა სამომავლოდ ორგანიზატორებს გაეთვალისწინებინათ.