Category: არქივი

  • თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

    თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    მამაკაცს  ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული.

    ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

    შეგახსენებთ, თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი  მოკლა. ამის შემდეგკი  მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა.

    მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

  • გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს

    „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დააკავეს- ამის შესახებ ინფორმაციას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. 

    “Guram Chalagashvili – დააკავეს შეშლილი ოლიგარქი აპირებს ყველა დევნოს განსხვავებული პოზიციის გამო” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

  • ნაციონალური მოძრაობა შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა და კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს-ჩერგოლეიშვილი

    “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ბოლო დღეებში, “ნაციონალურ მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის სატელევიზიო ეთერებში კამათს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი განცხადებით, პროცესი ჯანსაღია და კამათის შედეგად ამომრჩეველი უფრო ინფორმირებული ხდება.

    “ლიბერალური დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა არის ინფორმირებული ამომრჩეველი.

    ენმ-ის ლუსტრაცია არის ძალიან, ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის.

    აი ამისთვისაა კამათი კარგი – კამათში ვლინდება ჭეშმარიტება.

    ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ გვარამიას არხის ეთერში ჯერ გიგამ, მერე კაკომ, მერე ირაკლიმ გააკრიტიკა ენმ.

    შედეგი ისაა, რომ დღეს გაცილებით მეტმა იცის რომ ნაციონალური მოძრაობა შავრაზმულ ძალად ჩამოყალიბდა და კრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებს”-წერს ჩერგოლეიშვილი.

  • თბილისში პარკირების ყალბი საშვების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირების უფლებას.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

  • ავარია დიდ დიღომში- დაშავებულია სამი ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა  დიდ დიღომში- პეტრიწის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

    არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა მათ შორის არის  მცირეწლოვანი ბავშვი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟების ჯგუფები.

    ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აქვს,  მეორეს თავი აქვს გატეხილი, მცირეწლოვანს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

  • წყალტუბოში გარდაცვლილის სახლში ფურცელი იპოვეს, რომელზეც მისი გარდაცვალების დრო და ადგილი წერია

    წყალტუბოში  მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში იპოვეს ფურცელი, სადაც მისი  გარდაცვალების დრო და ადგილი ეწერა.

    სწორედ ამიტომ, ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი კომპიუტერული თამაში გამხდარიყო.

    სკოლაში, სადაც მოზარდი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ის ბოლო პერიოდშისკოლაში იშვიათად დადიოდა და გულჩათხრობილი იყო. 

    შეგახსენებთ, 18 წლის ბიჭმა  წყალტუბოში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ბიჭი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს.  გარდაცვალების შემდეგ  კი დედამაც თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

    მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა თურქეთში, ხოლო მამა ყაზახეთში ცხოვრობდა.

  • ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატოვისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით-უდუმაშვილი

    ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატოვისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით-ესგანცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მთავარი არხის ეთერში  გააკეთა. 

    “ის, რომ ჩვენ, ზოგადად, მომხრე ვართ ტრადიციების და იმ სულისკვეთების, რასაც ქართული ტრადიციები ჰქვია, ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ რეალურად… ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რომელსაც 300 ან 500-წლიანი ისტორია გააჩნია, ჩვენს გენში ზის ტრადიციები და ჩვენს გენში ზის ამ ტრადიციების პატივისცემა… კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ის, რომ ჩვენს გენში ზის ტრადიციებისადმი პატივისცემა და სიყვარული, ამას ვერ ამოშანთავ ვერანაირი ლიბერალური მიდგომით, როგორც არ უნდა ულტრალიბერალი იყო შენ. ეს გენში გაქვს შენ,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

  • სიღნაღში სასტუმრო იწვის

    სიღნაღში, სასტუმრო „ნიკალა“ იწვის. ცეცხლი რესტორნის სახურავს უკიდია.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

    ადგილზე ამ დროისთვის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს.

    სასტუმროდან  სტუმრებისა  და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

  • “ვერ გადახარშავს იმას, რომ ხალხმა გადაირჩია და ამის გამო გაბრაზებულია ხალხზე”- გიგა ბოკერია

    მაშინ, როცა პოლიტიკური ფიგურა და ლიდერი ვერ გადახარშავს იმას, რომ ხალხმა გადაირჩია და გაბრაზებულია ხალხზე, ვეღარ მართავს, ვეღარ მიდის წინ და დეგრადირდება – ეს მოუვიდა სააკაშვილს,-ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი განაცხადა.

    გიგა ბოკერიას განცხადებით, სააკაშვილისა და ივანიშვილის გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა.

    „ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მისი გზავნილი ერთი ერთში ემთხვევა ივანიშვილის გზავნილს. ორივენი იძახიან: ან ივანიშვილი იქნება, ივანიშვილი თუ იქნება, იქნება სააკაშვილი. სააკაშვილი იქამდეც კი მიდის და ამბობს, რომ თუ მე არ ვიქნები, უჩემოდ გამარჯვება არ გაბედოთ. ეს ძალიან მძიმეა და პრაგმატულადაც აწყობს ოცნებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომელიც გონიერი და პატრიოტი ხალხია, მტკივნეულია თვალი გაუსწორო, რომ ფიგურა, რომელმაც ძალიან მნიშნელოვანი ფუნქცია შეასრულა, ასე დეგრადირდა – პრაგმატულადაც, პოლიტიკური ზნეობის თვალსაზრისითაც, მაგრამ ეს ფაქტია“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს არ შესწევთ უნარი, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარებიდან გამოიყვანონ. ბოკერიას განცხადებით, აღნიშნულში ყველას არ გულისხმობს.

  • ყაჩაღობა თბილისში – ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს

    ყაჩარობა თბილისში – ბაქოს ქუჩაზე თავდამსხმელებმა ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს და შემდგომ მას ბლაგვი საგნით სცემეს. ნაწამები ქალის მდგომარეობა მძიმეა. ის ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას თავის ტვინის შერყევა, სხეულისა და გულმკერდის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.

    ტელეკომპანია “მთავარი არხს“ მეზობლები უყვებიან, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, რა დროს იმყოფებოდა ქალი სახლში მარტო. შემთხვევის შემდეგ კი სახლიდან დიდი ოდენობის თანხა და ოქროულობა წაიღეს.

    არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.