Category: არქივი

  • ჩავიხუტე, ვაწყნარებდი და ვუხსნიდი, რომ მისთვის კარგი მინდა-ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის პერიოდს იხსენებს

    “ჩავიხუტე, ვაწყნარებდი და ვუხსნიდი, რომ მისთვის კარგი მინდა”- “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში სააკაშვილთან შეხვედრის ერთ-ერთ ისტორიას ყვება. 

    “2012 წლის ნოემბერი, ან დეკემბერი იყო.

    სახლში დაღლილი მოვედი, ბენდუქიძესთან მქონდა შეხვედრა, ტაბულას ტელევიზიის ბიუჯეტს გავდიოდით და ტყავს მაძრობდა.

    ტელევიზორი ჩავრთე – ვნახე მიშაა გაჭრილი ველად და ყვირის, რომ ლაზიკა დაჭაობდა და ძროხები შემოესიენ.

    ——————————-

    შეგახსენებთ რა დროა:

    ივანიშვილს ახალი მოგებული აქვს არჩევნები, 100 დღეც კი არ გასულა.

    ამომრჩეველთან აქვს თაფლობის თვე, ყველა ელის, რომ საქართველო ჭორვილად იქცევა – ივანიშვილი დაუფარავს ვალებს, გაუნახევრებს კომუნალურებს, ააგუგუნებს ქარხნებს … როგორც ხდება ხოლმე, ახალი ხელისუფლების მოსვლისას.

    სრული ჰარმონიაა ამომრჩეველსა და ივანიშვილს შორის, გარდა ნაცების მხარდამჭერი 15-17 პროცენტისა, ყველა იმედის თვალით შეჰყურებს ბიძინას!

    არანაირი, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს რას ვიტყვით ჩვენ და რა არგუმენტებით დავამტკიცებთ რომ ბიძინა ცუდია – ცალ ყურშიც კი არავინ უშვებს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ისედაც იცის, რომ ბიძინა ცუდია.

    ——————–

    ამ ფონზე, მიშას მინდორში სირბილმა და ძროხებთან ბრძოლამ ძალიან შემაშფოთა.

    დავურეკე, მეთქი სად ხარ – სალაპარაკო მაქვს.

    სასახლეში ვარ, რაფაელიც აქაა მოდიო – მივედი.

    მეთქი რას შვები – რა დროს ძროხებია, ხომ ხედავ რომ ბიძინას ჯერ თაფლობის თვე აქვს და ახლა შენი ასეთი გამოხტომები მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს – არასერიოზულს გხდის.

    ხომ შევთანხმდით, რომ შენ, საქართველოს პრეზიდენტი, ყველაფერზე მაღლა დადგები და იპრეზიდენტებ. შიდა ამბებზე, თუ რამეა ჩვენ ვიჩხუბებთ მანამდე, სანამ ქოცებს დიდი “fuck up” არ მოუვათ და ხომ იცი, რომ აუცილებლად მოუვათ და ძალიან მალე.

    მიშა თეთრ ცხენზე ხარ – პირველი ლიდერი ხარ რეგიონში, რომელმაც ძალაუფლება არჩევნებით გადააბარა, თუკი რამე შეგშლია, დასავლეთის თვალში რეაბილიტირებული ხარ, დაიჭირე მომენტი და გამოიყენე.

    ვიცი რომ “attention whore ” ხარ და ტელევიზორში გინდა, მაგრამ შიდა პოლიტიკას გაეშვი – მეთქი წადი დასავლეთში, გიგა და რაფაელი ტურს გაგიკეთებენ, წადი ჰარვარდში, იელში, ოქსფორდში, კემბრიჯში, think-tank-ებში. შეხვდი იქ ხალხს, წაიყვანე რუსთავი ორი, ილაპარაკე რეგიონზე, რეგიონის გამოწვევებზე – მაგ კუთხიდან დაენახე ქართველ ხალხს, იქიდან ელაპარაკე, გაანებე თავი ამ გოიმ ბიძინას ცოტა ხანი.

    ელაპარაკე ამ ხალხს შენ მემკვიდრეობაზე და მაგით გაზარდე აქ შენი მნიშვნელობა, რა ჭაობი და ძროხები აგიტყდა მეთქი – რადგან რაფაელიც იქ იყო, ინგლისურად ველაპარაკებოდი და სიტყვა LEGACY – მემკვიდრეობა ვახსენე.

    აი ამ სიტყვის ხსენებაზე გაფუჭდა.

    შენო მეო მიწას მაყრიო! რა მემკვიდრეობაზე მელაპარაკებიო – იცი რამდენი წლის ვარო!

    მოკლედ, მრავალნაირი მიშა მინახავს – ეგეთი მიშა, არასოდეს მინახავს და არც მინდა რომ ვნახო. ისტერიკაში იყო.

    ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩავიხუტე, ვაწყნარებდი და ვუხსნიდი, რომ მისთვის კარგი მინდა, რომ არავინ მიწას არ აყრის, რომ მისივე პოლიტიკური სიცოცხლისთვის ჯობია, ისე მოიქცეს, როგორც მე ვეუბნები.

    ————————

    სასახლიდან რომ გამოვედი, შოკირებულ რაფაელთან ერთად პირველად და უკანასკნელად “მტკვარზე” წავედი და მაგრად გამოვთვერით.

    მას მერე ვიცი, რომ მიშა არის ძალიან, ძალიან ცუდად.

    კი, ლორდ აქტონი მართალია – ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.

    ეს ვიცოდი.

    მაგრამ არ ვიცოდი, ძალაუფლებით გარყვნილებს რას უშვება ძალაუფლების დაკარგვა – და ვნახე.

    მერე ბევრი ვიკითხე ძალაუფლებაზე, ადიქციაზე, დოპამინზე, ძალაუფლებაზე ადიქციის ეფექტზე. ძალიან ბევრი. მაინტერესებდა, რა სჭირს კაცს, რომელსაც 1996 წლიდან ვიცნობ და რომლის აღმასვლასაც ახლო მანძილიდან ვუყურე.

    მას მერე, ვიძახი რომ ეს კაცი, რომელმაც მართლა დიდი როლი ითამაშა ამ ქვეყნის სიბნელიდან გამოყვანაში, რელსებიდან გადასულია, საშიშია და პირველ რიგში საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

    —————————–

    2012 წელს მე არ ვიცნობდი პარტიას. მე მიშასთან და პარტიის რამდენიმე ლიდერთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც მიშას თანასწორად თვლიდნენ და შესაბამისი კომუნიკაციაც ჰქონდათ.

    ამიტომ არ მქონდა გაცნობიერებული ის, რომ მე რომ ლიდერი მეგონა, ბევრისთვის მიშა ბელადი ყოფილა.

    მოკლედ, ამ სიგრძე ამბავი იმისთვის მოვყევი, რომ ახლა მიშათი გაკვირვებულებს მოვახსენო:

    მიშა ძალიან კანონზომიერად მოვიდა აქამდე – ძალიან ცხადი იყო იმთავიდან, რომ აქ მოდიოდა.

    მესმის, რომ თქვენ ჩემს შიშებს მიშას მტრობად აღიქვამდით, მაგრამ სინამდვილეში ეგ იყო მეგობრობა – მე მინდოდა რომ ეგ კაცი გადამერჩინა! მე მინდოდა, რომ თქვენთან ერთად კედელი გაგვეკეთებინა მაგისთვის, რომ არ გადაჩეხილიყო.

    არ გამოვიდა – არ გამოვიდა იმიტომ, რომ უსიტყვოდ მორჩილები არ ემეგობრნენ და დაღუპეს.

    ხოდა ახლა ნუ გაქვთ თუ შეიძლება პირები დაბჩენილი.

    კი, საცოდაობაა რაც ხდება, მაგრამ განსაკუთრებით პირღიებმა ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად იცოდით და პირადი კომფორტის შენარჩუნების გამო, მიუშვით!

    ახლა იმდენს ნუ იზამთ, რომ საკუთარ კომფორტს ქვეყანა შესწიროთ და ბიძინა ივანიშვილს დაუტოვოთ კიდევ 4 წელი.

    P.S. და კიდევ, ამჟამინდელ და მომავალ ლიდერებს მივმართავ:

    წინააღმდეგობის ნუ შეგეშინდებათ, უსიტყვოდ მორჩილების გეშინოდეთ! ეგენი არიან თქვენი მტრების მთავარი მოკავშირეები!”- წერს ჩერგოლეიშვილი.

  • იქნებ სააკაშვილი კასანდრაა – ვოლსკი

    „დურაკია და იმიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს.

    „კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა რეალურად ჩვენი სახელმწიფო იდგა საშიშროების წინაშე. ამბობს, მე კასანდრა არ ვარ, მაგრამ ხედავს მომავალს. ასეთი მომავლის ხედვა, სააკაშვილს რომ ქონოდა იმ პერიოდში, როდესაც ხელს უწყობდა რუსეთს თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, იქნებოდა უკეთესი. ან არის კასანდრაა და განგებ შეუწყო რუსეთს ხელი, ან არის ცრუპენტელა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

  • სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს – ბოკერია

    სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკასვილის ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა. 

    „ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,”- განაცხადა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

    „ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

  • ეკა ბესელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

    პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატის, ეკა ბესელიას გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დღეს მოხდება. დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში 12:00 საათზეა დაბარებული.

    ბესელიას გამოკითხვა იმ განცხადების საფუძველზე მოხდება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა.  დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. ბესელია აცხადებს, რომ  ამის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები აქვს.

  • რუსთავის მე-5 სკოლაში სიტუაცია დაძაბულია-რას ითხოვენ მშობლები (ვიდეო)

    რუსთავის #5 საჯარო სკოლაში დილიდან ხმაურია. სკოლასთან მშობლების აქცია მიმდინარეობს.

    ისინი მე-6 კლასელი მოსწავლის სკოლიდან წასვლას ითხოვენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს, როცა გოგონამ პედაგოგი კიბიდან დააგორა.

    ვითარება სკოლის ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეექვსე კლასელი გოგონა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კიბიდან პედაგოგი დააგორა, სკოლაში მშობელთან ერთად მივიდა. ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს ინფორუსთავი.

    მშობლები აცხადებენ, რომ სკოლაში ბავშვებს არ უშვებენ, რადგან მათი შვილები საფრთხეში არიან.

    ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე მივიდა რუსთავი მერი და ასევე განათლების რესურს-ცენტრის წარმომადგენელი.

  • „თბილისი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

    თბილისი მოლში“ცოტა ხნის წინ  ევაკუაცია გამოცხადდა. მოლში მყოფ სტუმრებსა და თანამშრომლებს  დაცვის სამსახურმა  შენობა მთლიანად დააცლევინეს.როგორც გაირკვა, ეს დიდი ალბათობოთ სასწავლო განგაში იყო.

    შენობაში დაბრუნების უფლება ვიზიტორებსა და თანამშრომლებს მალევე დართეს. ამ დროისთვის თბილისი მოლი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

  • ჩცდ ლუნას და თენგოს გარეშე გაგრძელდება

    პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“  „ფორმულას“ ეთერში, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს გავა. მაყურებელი მას რამდენიმე მსახიობის გამოკლებით იხილავს. 

    ცნობილია, რომ სერიალი დატოვეს მსახიობებმა ქეთი ხუციშვილმა და შოთიკო ნოზაძემ, რომლებიც ბიზნესმენი და-ძმის ლუნასა და თენგოს როლებს ასრულებდნენ.

    პროექტის დატოვების მიზეზი მსახიობების თქმით, “ფორმულას” გადაწყვეტილება გახდა. როგორც ცნობილია, მსახიობები ასევე მუშაობას აგრძელებდნენ რუსთავი2-ში.სავარაუდოდ,  სწორედ  რუსთავი2-თან თანამშრომლობა გახდა მათი გათავისუფლების მიზეზი.

    „ფორმულამ“ Facebook-ის გვერდზე სერიალის პრომოები უკვე გამოაქვეყნა. კიდევ რა ცვლილებებს ნახავს მაყურებელი ჯერჯერობით უცნობია.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, კეხვის, ახალმოწამეთას, ხუდადოვის, ელო ანდრონიკაშვილის და იოსელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონის სოფელი გლდანის, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, მონადირის და ნიჟარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09 საათიდან 10 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის და კალაუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

    ამასთან, 11 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტაბიძის, რაზმაძის, კლდიაშვილის, აბაშელის და მარუხის გმირთა ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, თერგის, გოგებაშვილის, შანიძის და ბაშალეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის შესახვევის, მეტეხის აღმართის, ევროპის მოედნის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • “პატრიოტთა ალიანსის და ასავალ დასავლის ტყლაპოში თევზაობა სირცხვილია“–ევროპული საქართველოს წევრები სააკაშვილს პასუხობენ

    ევროპული საქართველოს წევრები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობენ, რომელიც მან მთავარი არხის ეთერში გააკეთა და თქვა, რომ გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მათი ხელისუფლების დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული ფასეულობებისგან.

    ევროპული საქარველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა სააკაშვილს ერთ–ერთი მცნებით პასუხობს:

    ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი კი სააკაშვილს ფარისეველს უწოდებს.

    სააკაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მისმა რიტორიკამ ბევრს ირმა ინაშვილი და ლევან ვასაძე გაახსენა, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებზე აპელირებით ცდილობენ პოლიტიკური კარიერის აწყობას.

  • “ბოკერია არის ყველაფერი ის,რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული“–სააკაშვილი

    ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის გადაცემა “მთავარ აქცენტებში“ ჩართვისას საქართველოს ექსპერიზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს, გიგა ბოკერიას მათი ხელისუფლების “ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დასდო ბრალი.“

    კითხვაზე, რომელიც ევროპულ საქართველოსთან ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობას ეხებოდა სააკაშვილმა ბოკერიას კრიტიკით უპასუხა.

    “რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები. აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები.მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას ესეა. ვატარებ ჯვარს ეს არის ჩვენი ფასეულობები. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული ფასეულობებისგან. ეს არის რეალობა.“

    გვარამიას კითხვაზე, კონკრეტულად როდის გააკეთა ეს ბოკერიამ, სააკაშვილი პასუხობს:

    “მთელი ეს წლები. ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციების მიმართ, ქართული ფასეულობების მიმართ.ჩვენი ფასეულობების, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი და ქართველი ხალხისთვის ყოველდღიური ცხოვრების წესი.ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში. ბოკერია არის ყველაფერი ის, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.“

    გადაცემის წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ სააკაშვილს შეახსენა, რომ ქართული მარში, ირმა ინაშვილი და სხვა ანტიდასავლური ძალები სწორედ ასეთ ბრალდებებს უყენებენ მას და ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილი პარაქტიკულად მათ ანტიდასავლურ, პოპულისტურ რიტორიკას იმეორებს. ამაზე სააკაშვილი პასუხობს:

    “ჩემს წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით. ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი ტრადიციებით, მარტო ეკლესიებში არ არის საქმე. და არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის. რას ნიშნავს პოპულისტური. დასავლეთი დგას ოჯახურ , ტრადიციულ, რელიგიურ ფასეულობებზე.

    ევროპულ საქართველოში არის ბევრი კარგი ადამიანი, ვისთანაც ვითანამშრომლეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. გავაგრძელებთ ამ ხალხთან თანამშრომლობას. კონკრეტულად ბოკერიაზე გიპასუხეთ. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომხდარიყო გაუცხოება ჩვენი მოქალაქეების ჩვენთან. “

    კითხვაზე, რატომ აძლევდა ამის შესაძლებლობას ბოკერიას სააკაშვილი პასუხობს:

    “შეცდომები ვის არა აქვს დაშვებული.“