უმძიმესი ტრაგედია წყალტუბოში – მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ დედაც იმავე კორპუსის სახურავიდან გადმოხტა

Written by

in

წყალტუბოში დაღუპული 18 წლის ბიჭის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 18 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დედა რომელიც, ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში დღეს დაბრუნდა. დედა შვილის ცხედრამდე არ მისულა. ის ქუთაისში მე-9 სართულის სახურავიდან გადმოხტა და სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ 18 წლის ბიჭი კარგი მოსწავლე იყო. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გულჩათხრობილი იყო და სკოლაში იშვიათად დადიოდა.

„ოჯახმა სახლში იპოვა ფურცელი, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო. მას დაწერილი ჰქონდა გარდაცვალების რიცხვი. 13 ნოემბერს აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *