„მსოფლიო რაგბიმ“ საქართველოს ბოდიში მოუხადა

Written by

in

„მსოფლიო რაგბიმ” საქართველოს ბოდიში მოუხადა.საქმე ეხება იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მომხდარ ფაქტს, როდესაც საქართველოსა და ურუგვაის მატჩის მიმდინარეობისას, სტადიონზე შეკრებილებს რუსული სიმღერები  ჩაირთო.

„როიტერსის“ ცნობით, მსოფლიო რაგბის  ორგანიზაციამ ამ ფაქტის  გამო საქართველოს ბოდიში მოუხადა.„მსოფლიო რაგბის” პრესმდივანის განცხადებით, ორგანიზაცია წუხს შეცდომის გამო და ქართველებს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობისთვის.

29 სექტემბერს, „ბორჯღალოსნების“ მიერ გატანილ ლელოებს ორგანიზატორები ქართველ ქომაგებს ვალერი მელაძის რუსული სიმღერის აჟღერებით ულოცავდნენ.მომხდარი ფაქტის გამო,  მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე პროტესტი გამოხატეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა. მათ თქვეს, რომ საქართველო და რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებია და  ეს შეცდომა სამომავლოდ ორგანიზატორებს გაეთვალისწინებინათ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *