Category: არქივი

  • აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება

    დღეს, 30 სექტემბერს, 20 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. 

    აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ორგანიზატორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს განცხადება გააკეთა. ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

    ”მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში” – აღნიშნულია  განცხადებაში.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე შეჩერდა.

  • ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის 4 წევრს ემუქრებიან

    ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით მმართველი გუნდის 4 წევრს ემუქრებიან, 

    ბესელიას ინფორმაციით, ოთხი პირიდან ერთ-ერთი მამაკაცია, თუმცა დეპუტატი   მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.

    „კონკრეტულად დავასახელე ზარდიაშვილი- მათიკაშვილი. მაქვს ეს ინფორმაციები და ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო, პირადი ინტერესებით მოქმედებაზე…

    მე ვიცი ოთხი საკმაოდ სპეციფიური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტი. მმართველ გუნდში არიან… რამდენიმემ პირადად მითხრა, რამდენიმე ადამიანის შესახებ პირადად შევიტყვე, როგორც პარლამენტის წევრმა“, – განაცხადა ბესელიამ.

    შეგახსენებთ, ბესელია დღეს  გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში  იმ განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა.კერძოდ, დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები აქვს.

  • საუბარი, თითქოს ივანიშვილის ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილია, აფრთხობს ამომრჩეველს-ბაქრაძე

    “საუბარი, თითქოს ივანიშვილის ალტერნატივა მხოლოდ სააკაშვილია, აფრთხობს ამომრჩეველს”-ეს განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.

    “პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის ის, როცა მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და ქართული მარშის ტერმინოლოგიის გამოყენებით და მათი არგუმენტებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, თუნდაც გიგა ბოკერიას. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ საუბარი გვაქვს ლიდერზე, რომლის ხელმძღვანელობითაც მაშინდელი გუნდი 2004 წელს აშენებდა სულ სხვა, დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ფასეულობებზე დამყარებულ ქართულ სახელმწიფოს.

    მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი ანტიდასავლური განცხადება ბოლო პერიოდში, ასევე, უაღრესად გულდასაწყვეტი და საგანგაშო იყო მისი განცხადება ევროპული და ზოგადად დასავლური კოლონიაზმის და მათი ამოცანების შესახებ” – თქვა ბაქრაძემ.

    ბაქრაძის შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები, თითქოს ქართველ ხალხს მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს, აზიანებს ოპოზიციის და ქართული საზოგადოების  ინტერესებს.

    “ის ამბობს, თითქოს ქართველ ხალხს აქვს მხოლოდ ორი ალტერნატივა – ან იქნება ივანიშვილი ან სააკაშვილი. ჩვენი შეფასებით, ასე საკითხის დაყენება ფუნდამანტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს და არ ემსახურება ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებს.

    2020 წლის არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი გზა გახლავთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურდ განწყობილი ადამიანი, ამ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა სიმპათია და ხმას აძლევენ სხვადასხვა პარტიას, თუ ჩვენ ვეტყვით, რომ მათი ერთადერთი არჩევანი მიხეილ სააკაშვილია, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, დარჩება სახლში და არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ისე როგორც ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

    ერთადერთი გზა, რომ 2020-ში დავამარცხოთ ივანიშვილი, ეს არის ის გზა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოიყვანოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, აიღოს რაც შეიძლება მეტი ხმა, ამის შემდეგ შედგეს თანამშრომლობა ოპოზიციას შორის, არ შევუქმნათ უმრავლესობა ოცნებას და ამ გზით დავამარცხოთ ივანიშვილი. რესურსის, თანხის დარიგების, ადმინისტრაციული ზეწოლის, წნეხის პირობებში, ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვაგებინებს არჩევნებს, ეს არის ბევრი მოსული ადამიანი და ნებისმიერი საუბარი, რომ ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ალტერნატივა, ადამიანებს აფრთხობს არჩევნებზე მოსვლისგან. ეს პირდაპირ ემსახურება ქართული ოცნების ინტერესს და ხელს გვიშლის ოპოზიციას ქართული ოცნების დამარცხებაში” – განაცხადა ბაქრაძემ.

  • სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში – ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების შედეგად  2 ადამიანი დაიჭრა. სასწრაფო დამხარების ბრიგადას მეორე დაჭრილი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავს. 

    თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივი სროლის ხმა ისროდა. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი პოლიციამ ადგილზე  ხელბორკილი დაადო, მას ჭრილობა ფეხში აღენიშნება. 

    დაპირისპირება სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

  • სროლა ყიფშიძეზე – დაჭრილია ერთი მამაკაცი

    სროლა თბილისის ცენტრში – ყიფშიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

    ინფორმაციას სააგენტო “ნიუპოსტი”  ავრცელებს. 

    ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი მამაკაცი.

  • დიახ, ნუ მოვწყდებით ჩვენს ტრადიციებს, ჩვენ ვართ ტრადიციულები და ინოვაციურები – სააკაშვილი (ვიდეო)

    ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მის ოპონენტებს გამოეხმაურა და პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ტრადიციულ ფასეულობებს.

    “მინდა ვთქვა, ყველას გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი ხაზგასმა ქრისტიანულ ფასეულობებზე, საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან მეგობრებო? რათქმაუნდა ეს არის არამხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის რასაც ჩვენი აბსოლიტური ხალხის უმრავლესობა  ფიქრობს და ემხრობა, მე მოვუწოდებ ყველას რომ ნუ მოვწყდებით ჩვენ ხალხს, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენ ტრადიციებს,ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს წარსულში საუკეთესოს რაც არის და ამავე დროს ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე ინოვაციური პროგრამა ქართველებს,საქართველო გავხადეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლაც გვაქვს ყველაზე ინოვაციური გეგმები, რომელიც საქართველოს ისევ გაიყვანს მოწინავე პოზიციებზე მსოფილიოში და ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ ვართ ტრადიციულები და ვართ ძალიან ძალიან ინოვაციურები და ძალიან გაბედულები ჩვენ წინადადებებში და ქმედებებში, ჩვენ გვჯერა ამისი და გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ბოლომდე, ამაში ვარ დარწმუნებული, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი სწორად ხვდება ყველაფერს, ყველა კოლეგას, პოლიტიკოსს მინდა მოვუწოდო, იყავით, უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან მხოლდო მოიგებთ”-განაცხადა სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება  გამოიწვია.

  • “დავაი ახლა აქედან” – “პარაგრაფის” დაცვა “მთავარის” ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო)

    “დავაი ახლა აქედან” – “პარაგრაფის” დაცვა “მთავარის” ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის ამსახველ ვიდეო-მასალას “მთავარი არხი” სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

    ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “პარაგრაფში” ქართული ოცნების ლიდერები  რეგიონაალური ოფისების თანამშრომლები დაიბარა. სასტუმრო “პარაგრაფში” უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული 

  • მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო -ნიკა მელია

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    “მელია კი ვარ, მაგრამ ის დროა, დათვივით დავიძინო
    რამდენიმე დღით, სანამ ვნებები ჩაცხრება”-წერს მელია.

  • “რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება”- ვლადიმერ პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

    „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ეროვნული დღესასწაულის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“, – ნათქვამია მიმართვაში.

  • თურქეთის პოლიციამ 1 ტონა ნარკოტიკი ამოიღო

    პოლიციამ ეგეოსის პროვინციაში, თურქეთში, 1 ტონამდე ნარკოტიკი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

    თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ იზმირის გუზელბაჰჩეს რაიონში, სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს, სადაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოჩნდა. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა.

    ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში გასულ წელს 17.3 ტონა ჰეროინის კონფისკაცია მოახდინეს და 1 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.