Category: არქივი

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ხევისუბნის, ერწოს, ბარამიძის და ბუაჩიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და მოსკოვის გამზირის V კვარტლის მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭანტურიას, ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, ვირსალაძის, ვეკუას, ასათიანის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • “პუტინს უფრო ცოტა პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე ივანიშვილს” – სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

    არ მოველოდი რომ ამ ბრალდებით, ასე უპრაგუნოდ რომ დაიჭერდნენ, – ასე ეხმაურება „ღამის მთავარში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთან დაკავშირებით.

    „მე მესმის, რომ შალვა თადუმაძეს არა თუ იურისტის დიპლომი არ აქვს, წიგნი არ აქვს წაკითხული ნახევარიც კი – არც პინოქიო აქვს წაკითხული და არც ბურატინო. დიდოსტატის მარჯვენაზე აღარ ვსაუბრობ.  ვერ წარმომედგინა, რომ ამ ნორმებით, კანონის ასეთი დარღვევით სადმე დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ადამიანის დაჭერა. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება, უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედება. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე. ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია. იცით პუტინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუმცა ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს – საქართველოში.  მინდა, გიგი უგულავას გამბედაობით აღფრთოვანება გამოვხატო. მე მას ტელეფონით ვესაუბრე, მართლაც იმსახურებს დიდ პატივისცემას,“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

  • ვარკეთილში 21 წლის გოგო ყელის არეში დაჭრეს

    თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. წინასწარი ვერსიით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა.

    „სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა პაციენტი, დაახლოებით 21 წლის გოგონა. თავად პაციენტის გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა დანით ჭრილობა ყელის არეში, საკმაოდ დიდი, თუმცა არა სისხლმდენი. ამ ეტაპზე შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის ჭრილობა. ჭრილობა დამუშავდა შესაბამისად, გაიკერა კოსმეტიკური ნაკერებით. ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

  • გიგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

    ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა უკვე მატროსოვის ციხეშია. ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან რამდენიმე წუთის წინ ავტომობილით შეიყვანეს.

    უგულავა სამინისტროში თავისი ფეხით მივიდა. მან განაჩენის შესახებ ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დროს შეიტყო.

    ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

  • უგულავა თანაპარტიელებმა და ოპოზიციის ლიდერებმა შსს–ში ტაშით შეაცილეს

    „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. შესვლამდე თბილისის ყოფილი მერი უგულავა თანაგუნდელებს და შვილს დაემშვიდობა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა კი ის შენობაში ტაშით შეაცილეს. 

    შსს–ში შესვლამდე უგულავამ კიდევ ერთხელ გააკეთა მედიისთვის კომენტარი და თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება:
    „ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ. არც ამ შავი ჭირის მოშორება არ არის გამოსავალი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც მათ შორის, იმათ ჭამს, ვინც ამ სისტემის სათავეში იყო იმიტომ, რომ რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, მართლმსაჯულებასთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, ივანიშვილს არ ემორჩილება ანუ, ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიყოთ მორჩილები რაც უყვარს, ადამიანები, რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს, ან ვიქნებით თავისუფლები და ვიბრძოლებთ. სისტემამ უნდა გამორიცხოს ასეთი შავი ჭირის მოსვლა და ასეთი ჟამიანობის დადგომა.“–თქვა უგულავამ.

    უზენაესმა სასამართლომ დღეს გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.ამით უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვაში სდებდა ბრალს. განაჩენის გამოცხადებას უგულავა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ლეიბორისტების ოფისში შეხვდა და თქვა, რომ თავად მივიდოდა ციხეში მას შემდეგ, რაც თანაპარტიელებს და ახლობლებს დაემშვიდობებოდა.

  • თეთნულდზე ჩეხი ტურისტი ზვავში მოჰყვა – მაშველები კიდევ ერთ ტურისტს ეძებენ

    თეთნულდზე ჩეხი ტურისტი ზვავში მოჰყვა. მაშველებმა ამოიყვანეს  ზვავში მოყოლილი ტურისტი, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.

    ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

  • ვწყვეტთ ყოველგვარ მოლაპარაკებას, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე- შალვა ნათელაშვილი

    ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია წყვეტს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს და გადადის სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე.

    მისი თქმით, ივანიშვილმა გადალახა წითელი ხაზები და მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, რაც არის მთელს ქვეყანაზე და საზოგადოებაზე, დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება. 

    ,,ამას არ აკეთებდნენ ყველაზე დუჟმორეული დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ , ოპოზიციას არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან. გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე. ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები და ეს სამსჯავრო მალე მიაკითხავს მის სასახლეში”,- აცხადებს ნათელაშვილი.

    ეს განცხადება მან გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

    სასამართლომ უგულავას დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

  • გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს

    თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

    „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გ. ს; გ. უ; დ. ა; ა. თ; და დ. ა. მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

    გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

    გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

    დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

    ა. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

    დ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“-აღნიშნულია განცხადებაში.

  • მერაბიშვილის დანაშაულს გადაყვა ჩვენი ხელისუფლებაო და შე დალოცვილო, შენ მაგ დროს ,,საპოჟნიკი” იყავი?- ელისაშვილი სააკაშვილს

    ,,არ ვიცი, სააკაშვილი რისგან არის გამომცხვარი და რანაირი ტიპია, ვერ გავიგე, ვანო მერაბიშვილის დანაშაულს გადაყვა ჩვენი ხელისუფლებაო და შე დალოცვილო, შენ მაგ დროს ,,საპოჟნიკი” იყავი?”- ასე ეხმიანება ალეკო ელისაშვილი სააკაშვილის განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილს შეცდომები რომ არ დაეშვა, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუძნელდებოდა.

    ,,ხო, გირგვლიანის ისტორია თავიდან ბოლომდე ვანო მერაბიშვილს იყო მიბმული, მაგრამ ის თუ აშავებდა, შენ სად იყავი ამ დროს? წამოწოლილი იყავი მხარ-თეძოზე, თუ არ იცოდი, რა ხდებოდა ამ ისტორიასთან დაკავშირებით. თუ იმან დააშავა, შენ არ დააშავე?”,- მიმართავს ,,სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილს.

    მისი თქმით, მერაბიშვილზე ხელების შეწმენდა არც კაცობაში და არც პოლიტიკოსობაში არ ჯდება. 

    ,,შენი თანაგუნდელი, რომ ციხეში ზის 7 წელია და შენ დაშტრიგინობ აქეთ-იქით და კიდე იმას აწმდენ ხელს და არ ვიცი ეგ რაში ჯდება, ყველაფრის კადრება და უღირსობა არის აღმაშფოთებელი. ჯერ ხარ კაცი და ადამიანი და მერე ხარ პოლიტიკოსი, ხო? იმიტომ არის, რომ სააკაშვილი ჩემს გულს ვერასდროს მოიგებს”,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

    მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილზე ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

  • “თქვენი ბო** დედებს შე***ი, თქვე ნაძირლებო” – ნიკა გვარამია უგულავას პატიმრობის შეფარდებაზე

    მთავარი არხის გენერალური დირექტორი გიგი უგლავას პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    ნიკა გვარამიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: 

    “თქვენი ბოზი დედებს შევეცი, ერთ დანაშაულზე კაცს ორჯერ უსჯით და თან ზეპირ მოსმენასაც არ აღირსებთ?! თქვე ნაძირლებო, აწამებთ ადამიანს?!

    ამნისტია?! არ გამაცინოთ”- წერს ნიკა გვარამია სოციალიურ ქსელში. 

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

    უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა