Category: არქივი

  • გორის მერიამ ბოლო ორ წელში წვეულებებში და სატელეფონო მომსახურებაში 139 ათასი ლარი დახარჯა

    არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გორის მერიამ წვეულებებში და სატელეფონო მომსახურებაში 139 ათას ლარამდე დახარჯა.

    2018-2019 წლებში მერიამ 59,361 ლარი გადაიხადა წარმომადგენლობით ხარჯებში, საკომუნიკაციო მომსახურება კი 79,228 ლარი დაუჯდა.

    ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირებზე იხარჯებოდა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ.

    ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთით საუბარი 5 თეთრი ღირს. შესაბამისად, ორ წელში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა 15,845 ზარის განხორციელებას და ყოველ სამუშაო დღეს 13 საათის განმავლობაში ტელეფონზე საუბარს.

    გორის მერიამ 2 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო და წარმომადგენლობით ხარჯებისათვის საერთო ჯამში 138,589 ლარი დახარჯა, მაშინ, როცა:

    • განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამაში – 94,500 ლარი;
    • უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფაში – 117,000 ლარი;
    • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულად დახმარებაში – 0 ლარი.
  • ,,ლელოს” გადაწყვეტილება არ მიუღია, შეუერთდება თუ არა მაჟორიტარებზე ოპოზიციის შეთანხმებას- ბადრი ჯაფარიძე

    პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის , ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი აქტიურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონსულტაციებს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, შუერთდებიან თუ არა ოპოზიციის შეთანხმებას ოლქებში კანდიდატების კონსოლიდირებულად დაყენებასთან დაკავშირებით.

    ,,რაც შეეხება კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით: როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირებული პარტია, რომელიც იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ.ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენი გეგმით ვვითარდებით. ლელოს პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვვითარდებით ძალიან სწრაფად და ვვითარდებით ჩვენი გეგმის მიხედვით”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

    ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაწყვეტის შემდეგ, ოპოზიციამ დღეს ლეიბორისტების ოფისში შეხვედრა გამართა, სადაც გადაწყდა, რომ პარტიები რეგიონებში გასვლას იწყებენ, ხოლო 4 აპრილს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
    სავარაუდოდ, ამ აქციაზე გახდება ცნობილი, როგორ განაწილდებიან ოლქებში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატები. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მაქსიმალურად მეტ ოლქში ჰყავდეს საერთო კანდიდატი.

  • საქართველოში აღარ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი- ევროპარლამენტარი

    ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, საქართველოში აღარ არსებობს ოპოზიციური პარტია, რომელიც სამართლებრივად არ იდევნება.

    მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და თალაკვაძეს დაპირებები არ შეუსრულებიათ. 

    ,,რა თქმა უნდა, მძიმედ ვართ შეშფოთებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ დავინახეთ,რომ ჩვენს მიმართ ბიძინა ივანიშვილისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოცემული დაპირებები არაა შესრულებული. ერთ-ერთი ოპოზიციასთან დიალოგს ეხებოდა უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე კი ოპოზიციონერი ლიდერების დევნას. რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი”,- აცხადებს კუბილიუსი.

    ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, რისი ყურებაც მათთვის მტკივნეულია.

    ,,დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა და ეს ევროპარლამენტარების იმ ნაწილსაც გვაშფოთებს, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის. ჩვენთვის ასეთი რამის ყურება ძალიან მტკივნეულია. ვიცი რომ ევროპარლამენტში შეხვედრებია ჩანიშნული მიმდინარე კვირას, რაც მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტარებს ექნებათ საერთო დეკლარაციაც და კარგი იქნება თუ ქართული დელეგაცია გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას,”- აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

  • “მოსამართლის თქმით, ჩემი საქმე პრიორიტეტულია და ყოველ მეორე დღეს უნდა განიხილოს”- გვარამია

    ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლემ მის საქმეზე პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, არგუმენტით, რომ “ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია”. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 11 თებერვალს პროცესის დარსრულების შემდეგ განაცხადა. 

    “მოსამართლემ ახსნა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს: ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტიანად ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო. შესაბამისად, მე მთელი თებერვალი სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. არჩევანს ვაკეტებ ტელეკომპანია მთავარის სასარგებლოდ. მე შემიძლია კვირაშ ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს, მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება, მე არ ვაპირებ ცნობა მოვიტანო და ავად ვარ მიშველე ვიყვირო. ვივლი კვირაში ერთხელ და თუ უნდათ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

    „ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.

    17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა, კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

  • 161 საჯარო სკოლის მოსწავლეს H1N1 ვირუსი დაუდგინა

    161 საჯაროს სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეს H1N1 ვირუსი დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ამავე სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს.  მისი თქმით, სკოლაში პარასკევის ჩათვლით კარანტინი გამოცხადდა.

    სკოლის დირექტორის, მიშა მინდაძის თქმით, ღორის გრიპის შემთხვევა მათ სკოლაში ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა კარანტინის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

    „მოსწავლე, რომელსაც H1N1 ვირუსის დაუდგინდა სახლში იმყოფებოდა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას კარანტინის შესახებ არ ვადასტურებ, სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი გრძელდება.“ – განაცხადა მიშა მინდაძემ.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8698 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8698 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8671 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1330 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1395 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • 4 აპრილს ოპოზიცია ოპოზიცია მასშტაბურ საპრტესტო აქციას აანონსებს

    ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 4 აპრილს, 4 საათზე მასშტაბურ საპრტესტო აქციას გამართავს, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებასაც გააჟღერებენ.

    “რეჟიმი გადავიდა აღვირახსნილ დიქტატურაზე… ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს, არ შეუშინდება, ამიტომ ამ წუთიდანვე ვიწყებთ მზადებას ძალიან დიდი სახალხო თავყრილობისაკენ”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

    რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის ისინი უკვე შეთანხმდებიან მაჟორიტარული ოლქების კანდიდატებზე და ფაქტობრივად დაიწყება საარჩევნო პროცესები.

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას მიმართავს, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა და მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება აკრძალულია.

    „გაცნობებთ, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “უგულავას დაკავებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს”-ნათია თურნავა

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება.

    “ეს არის საკმაოდ სერიოზული ბრალდება, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს და ზოგადად, შეგახსენებთ, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების სტილი – სახელმწიფო თანხების გაფლანგვა,“ – აცხადებს ნათია თურნავა.