“პუტინს უფრო ცოტა პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე ივანიშვილს” – სააკაშვილი უგულავას დაკავებაზე

Written by

in

არ მოველოდი რომ ამ ბრალდებით, ასე უპრაგუნოდ რომ დაიჭერდნენ, – ასე ეხმაურება „ღამის მთავარში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთან დაკავშირებით.

„მე მესმის, რომ შალვა თადუმაძეს არა თუ იურისტის დიპლომი არ აქვს, წიგნი არ აქვს წაკითხული ნახევარიც კი – არც პინოქიო აქვს წაკითხული და არც ბურატინო. დიდოსტატის მარჯვენაზე აღარ ვსაუბრობ.  ვერ წარმომედგინა, რომ ამ ნორმებით, კანონის ასეთი დარღვევით სადმე დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ადამიანის დაჭერა. ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება, უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედება. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე. ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია. იცით პუტინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუმცა ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს – საქართველოში.  მინდა, გიგი უგულავას გამბედაობით აღფრთოვანება გამოვხატო. მე მას ტელეფონით ვესაუბრე, მართლაც იმსახურებს დიდ პატივისცემას,“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *