Category: არქივი

  • უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

    2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8671 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8671 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1395 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1354 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • 3 პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში ,,ოცნებიდან” წასული დეპუტატები 100/50-ზე მოდელს მხარს დაუჭერენ

    ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისგან შემდგარი ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატები მზად არიან, რომ მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელით, 100/50-ით, 2020 წლის არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირონ.

    ქვსკაციანი ფრაქცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს და 3 პირობას აყენებს. მარიამ ჯაშის, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კობა ნარჩემაშვილის კომპრომისული წინადადება 3 პირობას ეფუძება:

    • 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ;
    • თუკი 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის;
    • არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

    ,,ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით”- აცხადებს ფრაქცია. 

    მათივე თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

    ,,აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად – ძალაუფლების დასაბრუნებლად. კამათი ძირითადად მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში”,- აცხადებს ფრაქციის წევრი ლევან კობერიძე.

    კობერიძე აღნიშნავს, რომ მათი ახალი წინადადებების შეთავაზება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას საქართველოს პარლამენტში და განამტკიცებს ქვეყნის სტაბილურობას.

    შეგახსენებთ, რომ 100/50-ზე მანდატების განაწილებას სხვა ოპოზიციური პარტიები მხარს არ უჭერენ.

  • რუსთავში, ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა

    ლიფტის შახტაში ცეცხლი გაჩნდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტაში დაგროვილ ქაღალდებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს წაეკიდა.ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    სააგენტოს ცნობით, მოსახლეობა აღნიშნულ ადგილს ხშირად, არამიზნობრივად, ნაგავსაყრელად იყენებს.

    ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

  • უგულავას გასამართლება პოლიტიკური დევნა და აბსოლუტური ნონსენსი იქნება- ბურჯანაძე

    ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაკავება იურისპრუდენციაში აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან წარმოუდგენელია, ერთი და იგივე დანაშაულისთვის ადამიანი ორჯერ გაასამართლონ.

    ,,იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გიგი უგულავაზე არ ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომლის მსგავსიც იურისპრუდენციაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. წარმოუდგენელია, ადამიანი ერთი და იგივე დანაშაულისთვის ორჯერ გაასამართლონ, ეს იქნება აბსოლუტური ნონსენსი, ეს იქნება აშკარა პოლიტიკური დევნა და ამას ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში”,- ამბობს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ უგულავას დაკავების შემთხვევაში, მის მიმართ სოლიდარული იქნება.

    ,,წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ერთი და იგივე საქმისთვის გაასამართლო ორჯერ. ამას არამარტო როგორც პოლიტიკოსი, არამედ, როგორც იურისტიც გეუბნებით. ასე რომ, მე ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სოლიდარული ვიქნები ბატონი უგულავასი და ხელისუფლება მოიმკის , ასეთ შეცდომას თუ დაუშვებს”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

    პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

    ოპოზიციასა და დაცვის მხარეს ეჭვი აქვთ, რომ თადუმაძემ უგულავას დაჭერის დავალება მიიღო.

  • არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ 144/6 ან 148/2 ვერსიებზე, ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს- მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ულტიმატუმი კომპრომისად გაასაღოს.

    ,,ურთიერთდათმობის ფარგლებში ჩვენ 77/73-იდან გადავდგით ნაბიჯი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია 100/50-ზე. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ისინი დგანან საწყის პოზიციაზე და ცდილობენ თავიანთი ულტიმატუმი გაასაღონ კომპრომისად. თუმცა, კომპრომისი და ურთიერთდათმობა ამას არ გულისხმობს”,- ამბობს მდინარაძე.

    ის ეხმიანება ოპოზიიის განცხადებას, რომ შესაძლოა მმართველ გუნდს მანდატების 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შესთავაზოს. მდინარაძის თქმით, არ იცის მანდატების განაწილების სხვა ვერსიებზე, მაგალითად 144/6-ზე ან 148 /2-ზე რამდენად სერიოზულად უნდა ისაუბროს.

    ,,რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ვთქვათ 144/6-ზე ან 148 /2-ზე, მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელი პარტნიორები კიდევ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება კომპრომისულ ვარიანტად ეს ვერსიები 145/ 5-ზე ან 140/10-ზე ან 135 /15 -ზე ან 148 /2-ზე, ეს მერე შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელი იქნება. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელის გულზე დევს”, – განაცხადა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, მმართველი გუნდი ოპოზიციას მანდატების 100/50-ზე განაწილებას სთავაზობს, რაზეც ისინი უარს აცხადებენ. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, შესაძლოა ,,ქართულ ოცნებას” კომპრომისული, 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შესთავაზონ. ამაზე ოპოზიცია ლეიბორისტების ოფისში დღეს იმსჯელებს.

    ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახლო მომავალში შეხვედრების მეხუთე რაუნდს გამართავენ.

  • ქუთაისში 5 თვის ორსული სავარაუდოდ გრიპით გარდაიცვალა

    ქუთაისში 5 თვის ორსული, 32 წლის ქალი სავარაუდოდ გრიპის ინფექციით გარდაიცვალა.

    გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს. მალევე მისი გადაყვანა ქუთაისის ინტერნვენციული მედიცინის ცენტრში გახდა აუცილებელი, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. შემთხვევა 8 თებერვალს გვიან ღამით მოხდა.

  • „ის, რაც ელისომ ოკუპანტის ენაზე ხატიაზე თქვა, ჩემთვის მიუღებელია!” – თათია შარანგია

    პიანისტი თათია შარანგია ელისო ვირსალაძისა და ხატია ბუნიათიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

    “დიდხანს ვიფიქრე, გამოვხმაურებოდი თუ არა ელისო ვირსალაძის მიერ ნათქვამ სიტყვებს ხატიაზე. მთელი ბავშვობა, შეგნებული წლები დღემდე ვამაყობ ელისო ვირსალაძით… არა მხოლოდ როგორც მუსიკოსით. ჩემთვის ის იყო სხვა განზომილება, განათლებული, თავშეკავებული, შინაგანი ინტელექტის პატრონი…

    სულ ვამბობდი, ვინც ხატიას არ აღიარებდა – მისი შურდა, მარტივად… ამას ვერ ვიტყვი ელისოზე, ის შემდგარი პიანისტია, მას თავისი გულშემატკივრების არმია ყავს. მაგრამ ის, რაც მან თქვა გადაცემაში ხატიას მისამართით, ოკუპანტის ენაზე – ჩემთვის მიუღებელია. ხატიას პატრიოტიზმი, ხატია რომელმაც უარი თქვა გერგიევთან დაკვრაზე. ხატია რომელმაც ნახევარ მსოფლიოს გააცნო საქართველო სულ სხვა , ნათელი კუთხით ამას არ იმსახურებს. აღარ ვლაპარაკობ მის ფენომენალურ ნიჭზე.

    ქართველმა თუ ქართველი არ დააფასა, მტერი რას გაგვიკეთებს? ხატია შენ კი გაფასებს მსოფლიო და შენს კონცერტებზე გავსებული დარბაზებიც ამაზე მეტყველებს. სხვა საკითხია რომ ყველას თავის გემოვნება აქვს, მაგრამ თუნდაც აზრის გამოთქმას აქვს თავის ფორმა!

    P.S. არცერთ ქართველზე ხატიას მხრიდან გადაბრუნებული სიტყვა არ გამიგია. ესეც მისი პლიუსი. – წერს თათია სოციალურ ქსელში. “- წერს თათია შარანგია

  • 10-11 თებერვალს საქართველოში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი

    10-11 თებერვალს საქართველოში  ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5,-8 გრადუსამდე დაწევაა მოსალოდნელი.

    „12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “სარალიძე შვილის მკვლელს ალბათ ყვავილებით ხელში ციხესთან დახვდება” – მიხეილ კალანდიას ბიძა

    მე რა უნდა ვქნა, როდესაც სარალიძე დარბის და ალბათ, თავის შვილის მკვლელს ყვავილებით ხელში ციხესთან დახვდება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ბიძამ, დიმიტრი კაკუბავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

    მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ აქვს.

    „იმედი მაქვს, რომ აქ ყველაფერს მალე მოვრჩებით და რაც შეიძლება მალე წავალთ სტრასბურგში. მოლოდინი რომ „შაპიტოს ცირკში“ რამეს მივიღებ წარმოუდგენელია. მე რა უნდა ვქნა, როდესაც სარალიძე დარბის და ალბათ, თავის შვილის მკვლელს ყვავილებით ხელში და ჯიბეში ფულით ციხესთან დახვდება და მერე წავა სახლში. მშვიდად და წყნარად. ეს ჩემი პოზიციაა მისი მოქმედებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა დიმიტრი კაკუბავამ.

    მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული