ვარკეთილში 21 წლის გოგო ყელის არეში დაჭრეს

Written by

in

თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. წინასწარი ვერსიით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა პაციენტი, დაახლოებით 21 წლის გოგონა. თავად პაციენტის გადმოცემით, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა დანით ჭრილობა ყელის არეში, საკმაოდ დიდი, თუმცა არა სისხლმდენი. ამ ეტაპზე შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის ჭრილობა. ჭრილობა დამუშავდა შესაბამისად, გაიკერა კოსმეტიკური ნაკერებით. ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *