მელიას გარშემო დედამიწა ნამდვილად არ ტრიალებს – პაპუაშვილი

“მელიას გარშემო დედამიწა ნამდვილად არ ტრიალებს” – ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას გარშემო დედამიწა არ ტრიალებს, მათ შორის, არც ამნისტიის შესახებ შეთანხმებაში.

“მე იმედი მაქვს და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს ქართულ ოცნებაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს როგორც ერთობლივი ინიციატივა, ასევე, ერთობლივად მიღებული საბოლოო ჯამში. ვინაიდან, ამ ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას გამოყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არ არის ამ ამნისტიის მიზანი, ეს ამნისტია არის ნაწილი იმ შეთანხმებისა, რომელსაც ჰქვია წინსვლის გზა საქართველოსთვის და რომლის მთავარი არსი არის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს და გადავიდეთ თანამშრომლობაზე. ეს არის მთელი იდეა სხვადასხვა რეფორმის თუ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების. მთავარი არსი არის ეს, რომ პარტიები ქოშპობიდან და პოლარიზებიდან გადავიდნენ თანამშრომლობაზე.

ერთ-ერთი დეტალი არის ამნისტია და არა იმიტომ, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, არამედ ამნისტია, როგორც მექანიზმი, რომ 20 ივნისის გარშემო არსებული სხვადასხვა შეფასებები გადავდოთ გვერდზე და გავიხედოთ წინ. აი, ეს არის ამ ამნისტიის მიზანი. არა ნიკა მელიას გამოყვანა ციხიდან, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასების გვერდზე გადადება და წინ გახედვა. იმიტომ, რომ იცით, ნიკა მელიას გარდა, მის გვერდით მყოფი სხვა ხალხი ძალადობაში ბრალდებული, მათ მიმართ არის საქმეები. ასე, რომ ნიკა მელიას გარშემო დედამიწა ნამდვილად არ ტრიალებს, მათ შორის, არც ამ შეთანხმებაში” –  განაცხადა პაპუაშვილმა.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img