მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინის 1 მილიარდზე მეტი დოზა გაკეთდა

ბლუმბერგის მონაცემებით ამ დროისთვის მსოფლიოში  Covid19-ის  ვაქცინის   1,009,954,638 დოზაა გაკეთებული. დღიურად ვაქცინირებულთა საშუალო მაჩვენებელი კი 18 მილიონს აჭარბებს. ვაქცინაციის ტემპი მსოფლიოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

ყველაზე მეტი ვაქცინა რაოდენობრივად ამ დროისთვის აშშ–ში გაკეთდა 225,640,460 დოზა. აქედან მოსახლეობის 28% უკვე აცრილია ორი დოზით, 41.8% კი ერთი დოზით მაინც.

მეორე ადგილზე ადმინისტრირებული ვაქცინების დოზების რაოდენობით ჩინეთია – 216,084,000 დოზით. მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც ამ დროისთვის ვაქცინის 140,802,794 დოზა გაკეთდა, თუმცა ეს პროცენტულად მოსახლეობის მხოლოდ 8.7%–ს შეადგენს, საიდანაც ორი დოზით მხოლოდ 1.6 პროცენტია აცრილი.

შემდეგ მოდის ევროკავშირი ჯამურად, სადაც 126,343,110 ვაქცინა გაკეთდა. ევროკავშირის მოსახლეობის 7.5% ორი დოზით არის აცრილი. ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს 20.2%–ს.

მეხუთე ადგილზეა ბრიტანეთი, რომელიც მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ–ერთი ლიდერია. ბრიტანეთში ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 18%–ზე მეტი აცრეს, 50%–ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

თუმცა, აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით  უპირობო ლიდერი ისრაელია, სადაც მოსახლეობის 55.3% –ს ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული. 60%–ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც . ქვეყანამ, რომელმაც ვაქცინაცია ყველაზე ადრე დაიწყო, კორონავირუსი პრაქტიკულად დაამარცხა. ბოლო დღეებში ისრაელში სიკვდილიანობა პრაქტიკულად აღარ არის. ახალი ინფიცირების შემთხვევები კი მინიმალურია. ქვეყანაში რეგულაციები თანდათან იხსნება.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img