“საქართველოს ხელისუფლება ექვემდებარება დასავლეთიდან ზეწოლას.თმობს რაღაც-რაღაცეებს“–დავით ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერას აფასებს:

“პარლამენტში შესვლა-არშესვლის და მოლაპარაკებების ჩაშლა-არმოშლის ბატალიებში, რომელიც თავისთავად გვარიანად ნერვებმომშლელი და ფიქრებასაშლელი პროცესი იყო, მაინც გამოიკვეთა ორი ძალიან პოზიტიური ფაქტი:

ა) საქართველოს ხელისუფლება ექვემდებარება დასავლეთიდან ზეწოლას. შეგვიძლია რამდენიც გნებავთ იმდენი ვუძახოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პროექტი, რუსი ოლიგარქი თუ კრემლის აგენტი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დასავლეთს აქვს საკმაოდ რეალური და ეფექტიანი ბერკეტები მასზე ზემოქმედებისთვის და ქართული ოცნებაც ჭრიჭინ-ჭიჭინით, გაწელვა-გაჭიანურებებით და ბუზღუნ-წუწუნით, მაგრამ მაინც თმობს რაღაც-რაღაცეებს ამ ზემოქმედების შედეგად. მათ შორის, არცთუ უმნიშვნელო რაღაცეებსაც.

ბ) საკმაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, დასავლეთს არათუ ფეხებზე არ ვკიდივართ, არამედ ძლიერ დაინტერესებულია საქართველოს ინტეგრაციით ევროატლანტიკურ სივრცეში და ეს ინტერესი არსებობს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მხრიდან. თან ეს დაინტერესება გამოიხატება სრულიად კონკრეტულ წინადადებებსა და ინიციატივებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიისა და პლურალისტური გარემოს დამკვიდრებისკენაა მიმართული.

რატომ ხდება ასე და ვისი დამსახურებაა ეს, ცალკე საკითხია. ალბათ მეტ-ნაკლებად ყველა ხელისუფლების, მეტ-ნაკლებად გეოსტრატეგიული მდებარეობის და მეტ-ნაკლებად იღბალის, მაგრამ ასეა თუ ისე, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ჩვენ ვართ ევროინტეგრაციისთვის განწირული ქვეყანა. შანსი არაა საქართველომ ამ გზიდან გადაუხვიოს, რადგან თუ ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტას თავისი ხელისუფლება-ოპოზიციანად მაინც სადმე წაცდება ფეხი – უკან, მარცხნივ, მარჯვნივ თუ სულაც ერთ ადგილზე ტრიალს შეეცდება, დასავლეთი ამას არ დაუშვებს და აუცილებლად ჩაერევა საკმაოდ ქმედით დონეზე.

ბევრგან შემხვდა საყვედურივით, რა უბედურებაა ევროპის და ამერიკის გარეშე რომ არ შეგვიძლია ქართველებს პოლიტიკურ ოპონენტთან მოლაპარაკებაო. კი, მაღალი ევროპული სტანდარტებით ეს ნამდვილად უბედურებაა, მაგრამ დღევანდელი ქართული რეალობის სტანდარტებით დასავლეთის შუამავლობით რომ მაინც შეგვიძლია ნაყოფიერი დიალოგი, ეს უბედურება კი არა ლამის ბედნიერებაა. უბედურება თქვენ მაშინ გენახათ ამათი მეშვეობითაც რომ ვერ ხერხდებოდეს შეთანხმება.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და ბევრ რამეს ისეთსაც მოვახერხებთ ჩვენით, რასაც ჯერ ვერ ვახერხებთ. ალბათ ცოტა პათეტიურად ნათქვამი გამომივა, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის აწმყოთი, ჩვენი პოლიტიკური კლასით, ანგაჟირებული საზოგადოებით, აპოლიტიკური მოსახლეობით და ა. შ. და ა. შ., მოკლედ, მთელი ერით და ბერით შესაძლოა არც ვიმსახურებდეთ ასეთ აქტიურ მხარდაჭერას დასავლეთიდან, მაგრამ ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის წარსული და რაც მთავარია მომავალი.“– წერს დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img