ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული და ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img