აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა

კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.

შსს–ს განცხადებით, ამ ეტაპზე მის მოვალეობას ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

თავად კოტე ანანიაშვილიც არ საუბრობს, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი და რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელად კონსტანტინე ანანიაშვილი 2018 წელს დაინიშნა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. ის 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img