სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით – სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯზე

“სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით”- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავითგარეჯის საქმეზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2005 წელს, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გადაწყდა, საზღვრის საკითხი პრეზიდენტების დონეზე მოგვარებულიყო.

“ვერ ჩავერევი იმ საქმეში, ჯერაც პროცესი მიმდინარეობს კარტოგრაფების საქმე, მაგრამ ჩემი მინისტრობის (და მე მინისტრი ვიყავი 2005 წლის ოქტომბრამდე) დროს არანაირად არ ითვლებოდა, რომ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანის. პირიქით, ეს იყო შეუთანხმებელი მონაკვეთი. იმდენად შეუთანხმებელი, რომ ჩვენ, მინისტრები შევთანხმდით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან მძაფრი საკითხია, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ეს უნდა გადაწყდეს პრეზიდენტების დონეზე”

“მე როცა ვიყავი მინისტრი, დავსვი კითხვა, ჩვენ რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობებით ბევრი მიმართულებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული დელიმიტაცია – იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – რომ შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით. რომ არა საზღვრები, ეს სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამიტომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში პირველივე ვიზიტის დროს დავსვი ეს საკითხი. პრეზიდენტის პასუხი იყო იგივე – დავასრულოთ, რაც დავიწყეთ 30 წლის წინო”. – თქვა მან.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img