თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი-ვაშაძე

თუ დავინახავ რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მზად ვარ, განვიხილო ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყისშივე იყვნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ. თუმცა, ჯაფარიძე ამ პარტიებს არ აკონკრეტებს.

კითხვაზე, იცოდა თუ არა გარკვეული ოპოზიციური პარტიების პოზიციის შესახებ, რომ მათი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც კი პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ, გიორგი ვაშაძე ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე მსგავსი საკითხი არ განუხილავთ და ამასთან, მის პარტიას ასეთი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოთხივე პუნქტი შესრულდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ბოიკოტის საკითხი. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი მოიხსნება. მთავარი არის იმ 4 საკითხზე მსჯელობა და შემდეგ მსჯელობა ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, ახლა ამაზე საუბარი, შესაძლოა, აზრსმოკლებული იყოს, რადგან ხვალინდელ დღეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თუ „ქართული ოცნება“ კენჭს უყრის და შეწყვეტს მანდატებს, ეს ნიშნავს, რომ თეორიულადაც კი პარლამენტში 100-ზე ნაკლები დეპუტატი რჩება და შევსების ერთადერთი მექანიზმი რიგგარეშე არჩევნებია“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება და პოლიტიკურ ბერკეტებზე უარის თქმა გაუგებარია. როგორც ვაშაძე ამბობს, ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, თუმცა ყველაფერი ხვალინდელ დღეზეა დამოკიდებული.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი. წყვეტს მანდატებს – ასეთ შემთხვევაში გზა არის რიგგარეშე არჩევნები და თუ ამას არ დაეთანხმება მძაფრი კრიზისი და კოლაფსი იქნება ქვეყანაში. არ წყვეტს მანდატებს – ის კიდევ ტოვებს გზას შეთანხმებისთვის, ანუ ის მზადაა შეთანხმებისთვის“,- განაცხადა ვაშაძემ.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img