სააკაშვილია ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ოპოზიციას – სანიკიძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი გუბაზ სანიკიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც დატოვებს ქართულ პოლიტიკას.

სანიკიძის შეფასებით, სააკაშვილია ძრავი, რომელიც ოპოზიციას ასულდგმულებს.

“გიორგის რადიკალურად არ ვეთანხმები ამ შეფასებაში. შიში რას ნიშნავს, ვერ გავიგე, რომ ადამიანი არის ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ რახან მიშასი ეშინია, ამიტომ ქართულ ოცნებას აძლევს ხმას? ზუსტად სააკაშვილია ის ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ქართულ ოპოზიციას და პერსპექტივას უქმნის. თორემ პირიქით რომ წარმოვიდგინოთ, რა გამოვა მერე, მითხარით, აბა. ბევრი აღარ არის ოპოზიციაში, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი არ გვინდა”,– ამბობს გუბაზ სანიკიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, არა ახალი სახეების, არამედ გამოცდილი პოლიტიკოსების იმედი აქვს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის.

“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი შეიძლება სერიოზული შანსი აღმოჩნდეს ქვეყნის ვითარებიდან გამოყვანისა. მე არა მაქვს მაინცდამაინც დიდი იმედები იმისა, რომ ახლა ექსპერიმენტების და ახალი სახეების დრო არის. იმ ახალმა სახეებმა რომ ვერ ივარგონ? მერე რა ვქნათ. ახლა გადავდივართ უღელტეხილზე. გვჭირდება გამოცდილება და გამოცდილი ადამიანები და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას”, – აღნიშნავს სანიკიძე.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img