ასეთ ადამიანს და მის მხარდამჭერებს გამარჯობაც არ უნდა უთხრა – მეუფე იაკობი მელაშვილზე

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ დავით–გარეჯი საქართველოს ტერიტორიას არ ეკუთვნის.

“რაზე დავობთო, ის ხომ იმათიაო? აბა, წარმოიდგენთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს? მისი ოჯახიც… შე დალოცვილო, მერე კიდევ რომ ცდილობ, გაამართლო მასეთი ადამიანი, როგორ არის სხვისი?

გამოვიდა [ციხიდან] და ვიღაცას უთხრა, რომ ხომ მაგარი ტიპი ვარ, ვამბობ, რომ ეს ქართველების არ არის და აზერბაიჯანელებისაა. მანამდე კაი, გმირად მიიჩნევდი, რის გამო? ციხეში როა დაჭერილი? ციხეში ვის არ იჭერენ? რომ გამოვიდა და ეს ჩაიდინა, საქმეზე რატომ არ ეუბნები, იქნებ შეეშალა, ქართულად ვერ გამოთქვა?”,– ამბობს მიტროპოლიტი დღეს, ქადაგებისას.

მისივე განცხადებით, ივერი მელაშვილს და მის მხარდამჭერებს ქუჩაში გამარჯობა არ უნდა უთხრან და გარიყონ.

“ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ ჰგონიათ? ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერიც. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე. ჭკვიანად იყვნენ, კი არ ვემუქრები. რა აქვთ გაკეთებული? მოდიან, მარტო ფულს შოულობენ. ხელისუფლებაში მოდიან ფულის შოვნის გარდა არაფერი… ასე რომ, დავიცვათ, ჩვენ ჩვენი დავიცვათ, ასეთ ადამიანს არაფერი არ უნდა, რომ გამოივლის ქუჩაში, გამარჯობაც არ უნდა უთხრა და გარიყო. ის ადამიანებიც, რომლებიც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან, იმიტომ რომ ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მასეთებს ადგილი, ვინც არ შეინანებს, არ არის. წავიდნენ თავიანთ პატრონებთან, ჩვენთან ნუ იქნებიან, აიტანს საქართველო როგორღაც”,– ამბობს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გირაოს სანაცვლოდ გამოშვებული ივერი მელაშვილი ამბობს, რომ დავით–გარეჯი საქართველოსია, თუმცა პოპულისტური განცხადებები მოლაპარაკებებს აზიანებს.

“დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, ჩვენია, ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, ჩვენი რელიგიის. ამაზე ვერც შემოგვედავება ვერავინ. აქ პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილია გარკვეული საზღვარი. ეს საზღვარი მოქმედებს. თუ ვინმეს მაინცდამაინც პოპულისტური განცხადება უნდა ჩემგან, რა თქმა უნდა, დავიწყებ გულში ხელების ბრახუნს და ვიტყვი, სულ ჩვენია ყველაფერი იქით, ფოილოს ხიდამდე ჩვენია, მაგრამ არის ასე? არ არის.

იყო ერთ დროს, კი ბატონო. იყო საზღვარი ფოილოს ხიდზე, არ არის დღეს. ამოვდივართ სამართლებრივად. უნდა თქვა, კი ბატონო, შენია, კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენია, მაგრამ თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო მოლაპარაკებებზე, უნდა მოიქცე სწორად. ზედმეტ და პოპულისტურ განცხადებებს თავი უნდა დაანებო”,– ამბობს მელაშვილი.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img