ივანიშვილმა საკუთარი ვერტმფრენები მისსავე მუშებს გადაუფორმა

ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ვერტმფრენების სხვადასხვა პირებზე გადაფორმება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ 14 ვერტმფრენს დღეს ახალი, ფორმალური მფლობელები ჰყავს. რიგითი თანამშრომლები, რომლებიც ოლიგარქის კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ, დღეს  საჰაერო ფლოტის მფლობელები არიან. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კომპანია, საფრენი აპარატებიანად – მისივე კუთვნილი ავიასერვისის პერსონალზე გაასხვისა.

გეგმის განხორციელება ოლიგარქმა პოლიტიკიდან წასვლამდე გაცილებით ადრე დაიწყო. 2018 წელს  ივანიშვილის კუთვნილი “ქართუ ჯგუფი” აცხადებს, რომ ყიდის ყველა ვერტმფრენს, მალე მათი შეძენის სურვილს სიმბოლურად ივანიშვილისვე კუთვნილი კომპანია “აერო როტორ” ჰოლდინგი გამოთქვამს. კომპანიას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ალეკო ტყემალაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ქართუს და აეროსერვისს ერთდროულად მართავს. გამყიდველი კომპანია “ქართუ ჯგუფი” მყიდველს, “აერო როტორ” ჰოლდინგს 5 მილიონ აშშ დოლარს სესხის სახით თვითონვე აძლევს. 15 წლიანი გირაოს უზრუნველყოფით.

ალეკო ტყემალაძე, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც დღეს ივანიშვილის კუთვნილ ორ ავია კომპანიას სრულად განაგებს. ოლიგარქის ფასეული ქონება ტყემალაძისა და სხვა თანამშრომლების მსგავსად, ალექსანდრე კართხიას საკუთრებაცაა. ის კომპანიის დირექტორის შემდეგ, ყველაზე მეტ, 18 % ფლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელზე დღეს არცერთი ვერტმფრენი აღარ არის, მისი პირადი პილოტები მუშაობას განაგრძობენ. ამის დასტურად სოციალურ ქსელში ფოტოებს, მისი პილოტი ავრცელებს. რაც აჩენს ეჭვს, რომ ბიძინა ივანიშვილს გადამალული ვერტმფრენები კვლავაც ემსახურება და მეტიც, თუ მოისურვებს კუთვნილ აერო პარკს ისევ დაიბრუნებს.

ძვირადღირებული აპარატების გარდა ივანიშვილს რუსული მი8 ტიპის ვერტმფრენებიც მოსწონს, რომელიც არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ ბიზნესის ფუნქციასაც ითავსებს. ავღანეთში გაქირავებული აერო ფლოტს ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ ვერსიაზე, რომ შესაძლოა ოლიგარქის ქმედებები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების შიშს უკავშირდება.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img