გაიხსნას დახურული სახელმწიფო – კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება

“გაიხსნას დახურული სახელმწიფო” – ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამ წუთებში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია იმართება. რესტორატორები მთავრობას მოუწოდებენ რომ მათ მუშაობის და არსებობის საშუალება მისცენ. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია გაიხსნას ტრანსპორტი რათა ხალხს გადაადგილების საშუალება მიეცეს, რადგან თანამშრომლების პირადი ხარჯებით ტარებს საკმაოდ ძვირია.

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სახელწოდებით “გაგვიყოლე აქციაზე”, სადაც მანქანიანი მოქალაქეები, უტრანსპორტოდ დარჩენილ მოქალაქეებს აქციაზე მისვლაში და წამოსვლაში დაეხმარებიან.

რესტორატორები აქციას, პუშკინის ბაღიდან, მსვლელობით შეუერთდნენ, ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ მათ მუშაობის საშუალება მისცენ. რესტორატორები ბიზნესს უკვე თვეებია მიტანის სერვისით ამუშავებენ თუმცა პროტესტის ნიშნად მათ ერთი დღით მიტანის სერვისიც გააუქმეს.

“ქვეყანა გაიხსნას უსაფრთხოდდ, ეკონომიკა გაიხსნას. მოგვცენ მუშაობის შესაძლებლობა და მოგვცენ იმ ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა, ვისაც ძალიან უჭირს, ვისაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც წამოიწყოს თავისით და დამოკიდებული არიან იმ საქმიანობაზე, რასაც აკეთებენ. ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”,-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოთხოვნები კვლავ უცვლელია :

– მოიხსნას ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები;

– სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში და გაიხსნას საბავშვო ბაღები, შესაბამისი რგულაციების დაცვით;

– განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;

– გაიხსნას რესტორნები და კაფეები შესაბამისი რეგულაციების დაცვით ღია და დახურულ სივრცეებში;

– ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მიეცეთ მუშაობის უფლება;

– გაიხსნას ფიტნეს და სპორტული დარბაზები შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით;

– ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას ის შეზღუდვები, რომლებიც მათ არსებობას საფრთხეს უქმნის და მკურნალობას აფერხებს;

– გაიხსნას სახელოვნებო სივრცეები, შესაბამისი რეგულაციებით და შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომები მათ ასამუშავებლად;

– გაუქმდეს კომენდანტის საათი

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img