ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის – ბადრი ჯაფარიძე

“ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, კრიზისიდან გამოსავალი არ არის “-  ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ,  „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ძალით „შერეკვა“, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის.

„ოპოზიციის პარლამენტში „შერეკვა“, ძალით შეყვანა ამა თუ იმ არჩეული დეპუტატის, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ არის. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი გზა არის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა და ამისთვის მოწადინებულები ვართ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი  თქმით, „ლელო“ მზად არის პარალამენტში შევიდეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნა შესრულდება.

„მზად ვართ, რომ პარლამენტში ადგილები დავიკავოთ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწევთ. მათთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ეს იმდენად ხარვეზიანი არჩევნები იყო, რომ ძალიან დამახინჯებული შედეგების საფუძველზე არჩეული პარლამენტი 4 წელი ვერ იფუნქციონირებს. ამიტომ, ჩვენ ვადამდელ არჩევნებზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა დავიკავებთ პარლამენტში ადგილებს და სხვა პარლამენტარებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ მივაღწევთ, უკვე ასახული იყოს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებში“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

Hot this week

არმომხდარ დანაშაულზე სამხილი ვერ იარსებებს – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

„არ არსებობს არც ერთი განცხადება ან ჩემი მხრიდან, ან...

რუსეთი მოუწოდებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს, კიევი დატოვონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ...

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

პირდაპირ რომ დამხვრიტოთ? ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე – ელისო კილაძე

"ეს არის მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე" -...

Topics

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა – Sputnik

საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შეიქმნა. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ...

რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი “საგარეო მინისტრი”, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელიც...

“სატვირთო ავტომანქანით მიგრანტი უკანონოდ გადმოჰყავდა” – დააკავეს ირანის 2 მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა...

26 მაისთან დაკავშირებით, ქუჩებზე მოძრაობა 27 მაისამდე შეიზღუდება

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო საგზაო მოძრაობის შეზღუდვაზე. შსს-ს...
spot_img

Related Articles

Popular Categories

spot_imgspot_img